ზიდანი: “ბარსელონაზე” საუბარი არ მსურს, რთული პერიოდი აქვთ”
მადრდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში არსენული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
“იმისთვის, რომ ჩემპიონები გავხდეთ, პირველ რიგში, მესამედან მეორე პოზიციაზე უნდა გადავინაცვლოთ. ახლა მხოლოდ “ხეტაფესთან” ჩასატარებელ მატჩზე მსურს საუბარი. ეს გუნდი პრიმერადივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის, ახალი მწვრთნელი ჰყავთ. რთულია ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, რომლებსაც ცხრილში ბოლო ადგილები უკავიათ და ახალი მწვრთნელი ჰყავთ.
“ბარსელონამ” და “ატლეტიკომ” ქულები უნდა დაკარგონ. “რეალს” ახლა კარგი პერიოდი აქვს. გუნდს წარმატებისთვის ყველაფერი გააჩნია, თუმცა ჩემპიონი მხოლოდ ერთი იქნება. “ბარსელონაზე” საუბარი არ მინდა. არ მომწონს ლაპარაკი, როცა მეტოქეს რთული პერიოდი აქვს. მე მხოლოდ ჩემი გუნდი მაინტერესებს”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Sport.es