ზიდანი რამოსის დარჩენა-არდარჩენაზე: “ფეხბურთში ვერ გაიგებ, რა მოხდება მომავალში”
მადრიდის “რეალის” კაპიტან სერხიო რამოსს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. პირველი იანვრიდან 34 წლის ესპანელ მცველს მსურველ გუნდებთან მოლაპარაკების დაწყების უფლება მიეცა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსის დამატებით “პარი სენ-ჟერმენია” დაინტერესებული.
“რეალის” კაპიტნის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შესახებ მადრიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.
“არ ვიცი, რა მოხდება. დღესდღეობით რამოსი ჩვენთანაა. ჩვენ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. ფეხბურთში ვერასდროს გაიგებ, რა მოხდება მომავალში. კარგი იქნებოდა, უკვე ყველაფერი გარკვეული რომ იყოს”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს “მარკა”.
სერხიო რამოსმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.