ზინედინ ზიდანი “ბარსას” წინააღმდეგ უპრეცენდენტო შემადგენლობით აპირებს “რეალის” გამოყვანას
ესპანური ცნობილი გამოცემა, Marca ირწმუნება, რომ ზიზუ მოახლოებულ “ელ კლასიკოში” ისეთი ფეხბურთელების გამწესებას აპირებს ძირითადში, რომელთაც ერთად ჯერ არასდროს უთამაშიათ. ასეთი გადაწყვეტილება “ბარსას” მიერ მიღებული გაკვეთილის დამსახურება უნდა იყოს.
დებიუტანტი ზიდანი ჩვეული ტაქტიკით, 4-3-3-ით აპირებს თამაშს. მადრიდელთა კარს კვლავინდებურად კეილორ ნავასი დაიცავს, რომლის წინაც დანილო, პეპე, რამოსი და მარსელო ითამაშებს.
ნახევარდაცვის ხაზში გერმანელ კროოსს კაზემირო და ლუკა მოდრიჩი შეუერთდება, მაშინ როცა შეტევის ხაზი ბეილის, ბენზემასა და რონალდოს ტრიოთი იქნება დაკომპლექტებული.
“რეალმა” BBC-ის შემტევი ტრიოთი “ბარსას” წინააღმდეგ გამართულ 3 მატჩში იასპარეზა, რომელთაგან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა. საკუთრივ ბეილმა კი ორჯერ მოახერხა “ელ კლასიკოში” გამარჯვების მოპოვება, მას შემდეგ რაც ის “ტოტენჰემიდან” გადმობარგდა.
აღსანიშნავია სერხიო რამოსის მდგომარეობაც, რომელმაც ნაკრებში ყოფნისას ზურგის ტრავმა მიიღო. ის მადრიდში ნაადრევად დაბრუნდა. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ის ‘ელ კლასიკოსთვის’ მზად იქნება.