რუმინეთში მთავარი მწვრთნელი გუნდიდან პირველ ადგილზე გადასვლის გამო გაათავისუფლეს
რუმინეთის მესამე დივიზიონში მოასპარეზე “ზალაუს” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი მარიუს პასკუ დაკავებული პოსტიდან იმის გამო გაათავისუფლა, რომ კლუბმა გათამაშებაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტი ემანუელ როშუ ავრცელებს.
პასკუმ თქვა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა პირველი ადგილის დაკავებითა და ზედა დივიზიონში გადასვლის შესაძლებლობის გაჩენით.
პასკუს განცხადებით, კლუბის მესვეურებმა მას ასე მიმართეს:
“რას აკეთებ, ბიჭო? აღზევება გინდა?”
“ზალაუ” გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე სატურნირო ცხრილს 27 ქულით ლიდერობს და უახლოეს მადევარ “ბაია მარეს” ერთი, ხოლო მესამეადგილოსან “1910 ორადეას” სამი პუნქტით უსწრებს. “ზალაუს” ხელმძღვანელობას ზედა დივიზიონში გადასვლა, სავარაუდოდ, უფრო მეტი ხარჯის გამო არ სურს.