ბასილაშვილის მამა: “იძალადეს ბავშვზე, აიძულეს ხუთი წლის ბავშვი და ეს უნდა იყოს სახალხო დამცველი?”
ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა, ნოდარ ბასილაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ერთ-ერთ ხელმძღვანელზე, ანა აბაშიძეზე სოციალურ ქსელში წერს. ანა აბაშიძე სახალხო დამცველობის ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელეს. აბაშიძე ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს იცავს.
“ბავშვზე მოძალადე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი? ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის ის, რომ ბავშვმა არ უნდა ნახოს და არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი მშობელ მამასთან? ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე? უფლებადამცველი ანა აბაშიძე, ეს არის ქალბატონი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ბავშვის მიმართ, ყველაფერი გააკეთა ისე, რომ ნიკა ბასილაშვილს აუკრძალეს შვილის ნახვა უკვე მეოთხე წელია. იძალადეს ბავშვზე, აიძულეს ხუთი წლის ბავშვი ელაპარაკა მოგონილ და ტყუილ ამბებზე და ეს ყველაფერი ჩაიწერეს ვიდეოზე. ნუთუ ეს დანაშაული არ არის? და ამ ქალბატონს ჰქვია უფლებადამცველი” – წერს ბასილაშვილი.
სასამართლო უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის.