მინო რაიოლა გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს მისი ოჯახი.

“ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ყველა დროის ყველაზე მზრუნველი და საოცარი აგენტი. მინო ბოლო წუთამდე იმავე ძალით იბრძოდა, რასაც მოლაპარაკებების დროს საკუთარი ფეხბურთელების დასაცავად ხარჯავდა. მინოს საკუთარი საქმიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრ ადამიანთან ჰქონდა კავშირი, მან ახალი გვერდი დაწერა თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში. მისი არყოფნა სამუდამო ტკივილია.

მინოს მისია, რომ ფეხბურთი გაეხადა ფეხბურთელებისთვის უკეთეს ადგილად, იმავე სულისკვეთებით გაგრძელდება.

ყველას მადლობას ვუხდით ამ მძიმე წუთებში გამოხატული მხარდაჭერისთვის”, – ვკითხულობთ აგენტის ოჯახის განცხადებაში.

კასანო: “თუ “ბარსელონა” ლუკაკუს დაიმატებს, მათ თამაშებს აღარ ვუყურებ”

მადრიდის “რეალისა” და იტალიის ანკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ლონდონის “ჩელსიდან” “ბარსელონაში” რომელუ ლუკაკუს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“ბარსელონას” ფილოსოფია მიყვარს, მაგრამ თუ კატალონიელები ლუკაკუს დაიმატებენ, მათ თამაშებს აღარ ვუყურებ. ბელგიელი სამ პასსაც კი ვერ აკეთებს “ჩელსიში”, სადაც კონკურენტი არ ჰყავს, როცა “ბარსელონა” გოლამდე 55 გადაცემას ასრულებს. როგორ ითამაშებს ის ასეთ გუნდში?” – ციტირებს კასანოს სიტყვებს Football Italia.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” რომელუ ლუკაკუს იჯარაზე მუშაობს, რაც დორტმუნდის “ბორუსიადან” ერლინგ ჰოლანისა და მიუნხენის “ბაიერნიდან” რობერტ ლევანდოვსკის გადმობირების გართულებამ გამოიწვია. კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე შეხვდნენ.

როგორ შეიძლება დაისაჯოს ქუთაისის “ტორპედო”?

გუშინ, ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის მატჩი 15 წუთიანი ჩხუბის გამო ვერ დასრულდა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, მხარეების სანქცირების საკითხზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.

სადისციპლინო კომიტეტის გამოძიების შემდეგ, “ტორპედოს” მიმართ სხვადასხვა სანქცია შეიძლება იქნას გამოყენებული, მათ შორის:

  1. გუნდს აეკრძალოს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მატჩების გამართვა გარკვეული დროით
  2. შეხვედრების ჩატარება უმაყურებლოდ ან ნეიტრალურ სტადიონზე
  3. ფინანსური ჯარიმა, რათა ვერ უზრუნველყო გულშემატკივრების არშეშვება მოედანზე
  4. ინციდენტში მონაწილე პირების დისკვალიფიკაცია და ჯარიმა, როგორც ფეხბურთელების, ისე გულშემატკივრების

გავრცელებული ინფორმაციით, გია ცეცაძე “ტორპედოდან” წასვლას აპირებს.

15 წუთიანი ჩხუბი – თბილისის “დინამო” – “ტორპედოს” მატჩი ვერ დამთავრდა (ვიდეო)

თბილისის “დინამო” “ტორპედოს” ქუთაისში 1-2 ამარცხებდა, როცა შეხვედრის დამატებულ წუთებზე ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაშიც გულშემატკივარი ჩაერთო და 15 წუთის განმავლობაში მხარეები რამდენიმე დაშოშმინების შემდეგ კვლავ დაპირისპირებას აგრძელებდნენ.

საბოლოოდ, გუნდებმა და მსაჯთა ბრიგადამ სტადიონი დატოვეს. ჯერჯერობით, უცნობია, გაგრძელდება თუ არა დღეს თამაში, რომლის დასრულებამდე, 2 წუთი იყო დარჩენილი.

გეგუჩაძემ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო შეცვალა?

ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ბათუმის “დინამო” ბოლნისის “სიონს” ესტუმრა და 0-1 იმარჯვებს. ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა. მანამდე, გეგუჩაძეს ტრავმების გამო ჯოვინო ფლამარიონისა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლა მოუხდა.

ხვიჩას საკმაოდ უხეშად ეთამაშებოდნენ, მწვრთნელმა მისი შეცვლა გადაწყვიტა და სათადარიგო სკამზე, ექიმებმა ყინულები დაადეს.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს და ბოლო წუთზე ხორხელმა და კობახიძემ ყვითელი ბარათებიც მიიღეს.

“ძალიან დამღალა ამ დაუსრულებელმა ტრავმებმა, უკვე დროა” – ჯანო ანანიძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერის დასრულების შესახებ პირველ განცხადებას ავრცელებს.

“მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. მე ქართველი ვარ და ვითამაშებ, ჩემი ქვეყნის ნაკრებში”. ეს სიტყვები მაშინ ვთქვი, როცა 16 წლის ვიყავი და სხვა არჩევანი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არ განიხილებოდა.

მაშინ დიდ ფეხბურთში ადგილის დამკვიდრებას ვიწყებდი და სწორედ ამ არჩევანმა განაპირობა იმ პატარა ასაკში, ჩემთვის საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება, რომლის რიგებშიც გატარებული თითოეული წუთი, ყოველთვის დაუვიწყარი იქნება, რადგან ნაკრები სხვა ფენომენია და ნაკრებში თამაში სხვა ბედნიერებაა.

დღეს არჩევანის წინაშე ვარ, თუმცა ამჯერად სასწორზე, კარიერასთან ერთად უკვე ჩემი ჯანმრთელობა დევს და ამ არჩევანსაც ჩემ ოჯახთან ერთად მივიღებ. ვიდრე მთავარ მთავარ სათქმელზე გადავალ, მინდა ბევრი რამ აღვნიშნო, ბევრი გავიხსენო და ბევრი მადლობა გითხრათ ყველას ერთად, ვინც ჩემი კარიერის მანძილზე, წარმატებისა და წარუმატებლობის დროსაც კი ჩემ გვერდით იდექით. აღარც ასაკით ვარ პატარა და სიმართლე გითხრა ძალიან დამღალა ამ დაუსრულებელმა და მოუშეშებელმა ტრავმებმა. კარიერის მანძილზე ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ტკვილი ავიტანე, საოპერაციო მაგიდაზეც ბევრჯერ ვიწექი და არასოდეს დამიშურია ძალა და ენერგია იმისთვის, რომ წაქცეული, ისევ ფეხზე დავმდგარიყავი და ისევ მეთამაშა ჩემი და გულშემატკივრების სიამოვნებისათვის და ეს თქვენი გვერდში დგომის გამო ხდებოდა, რისთვისაც ყოველთვის თქვენი მოვალე ვიქნები. ამ ყველაფრის ბევრ გუნდში ვითამაშე, ტიტულიც მოვიპოვე, მაყურებლის ტაში და სიყვარულიც დავიმსახურე და საკუთარ თავზე ბევრჯერ შევიგრძენი ის გრძნობა, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი შეედრება. ეს ყველაფერი მართლა ძალიან დამაკლდება, თუმცა ვთვლი, რომ უკვე დროა” – წერს ჯანო სოციალურ ქსელში.

ესპანური პრესა: “ვალენსია” მამარდაშვილს დროებით სკამზე გადასვამს?

ლა ლიგის დასრულებამდე 5 ტური არის დარჩენილი და 30 აპრილს “ვალენსია” ვალენსიურ დერბიში “ლევანტეს” დაუპირისპირდება.

“ღამურებს” ევროტურნირებზე გასვლის ყველა შანსი დაკარგული აქვთ, “ლევანტე” კი დასარჩენად იბრძვის.

ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სილესენის სატრანსფერო ფასის გაზრდის მიზნით, ბოლო მატჩებში ნიდერლანდელმა მეკარემ ითამაშოს. გუნდი მის ზაფხულში გაყიდვას აპირებს და ხელმძღვანელობას სურს, სილესენი სარფიანად გაიყიდოს.

მამარდაშვილმა კოპა დელ რეის ფინალში ძალიან მაგრად ითამაშა და ყველას მოწონება დაიმსახურა. ფანების აზრით, მომდევნო 10 წელი კლუბის კარი დაცულად იქნება.

ბორდალასი ძირითად შემადგენლობას ხვალ დაასახელებს.

“შევარდენის” 21 წლის უკრაინელი ფეხბურთელის ულამაზესი გასროლა მოედნის ცენტრიდან (ვიდეო)

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა და “სამტრედიამ” “შევარდენთან” 1-2 დათმო. “შევარდენიდან” ულამაზესი გოლი 21 წლის უკრაინელმა შემტევმა, სტანისლავ სოროკინმა გაიტანა. შემდეგ სოროკინნმა კიდევ ერთ უკრაინელს, ევგენი ლოზოვსს საგოლე გადაცემაც გაუკეთა.

რუსული მედია: ჯუღელმა კვარაცხელიას ტრანსფერით 3 მილიონი იშოვა?

რუსული მედია აქტიურად წერს ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადასვლის შესახებ და “რუბინის” იმ დაკარგულ მილიონებზე აღნიშნავს, რომელთა მიღებას გუნდი ფეხბურთელის გასულ წელს გაყიდვის შემთხვევაში შეძლებდა.

როგორც Gazzeta Dello Sport იტყობინება, “ნაპოლი” კვარას სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის. ამ 10 მილიონის გადანაწილება კი ბათუმის “დინამოსა”, მამუკა ჯუღელსა და “რუბინს” შორის მოხდება.

Sport.ru-ს მიხედვით, “რუბინი” გარკვეულ თანხას აუცილებლად მიიღებს, თუმცა ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ჯუღელსა და ყაზანის გენერალურ დირექტორს, რუსტემ საიმანოვს შორის დიდხნიანი მეგობრობაა და თანხაზე შეთანხმება არ უნდა გაუჭირდეთ, როცა “ლოკომოტივიდან” “რუბინში” ხვიჩას გადასვლის გამო, ზოგიერთი გამოცემის მიხედვით, მამუკამ 2-3 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

საერთო ჯამში, 10 მილიონიდან თავისი წილი “დინამოსაც” ერგება და ეს რამდენიმე მილიონი უნდა იყოს.

თვითონ, ხვიჩას ხელფასი კი 1.5 მილიონი ევრო იქნება.

მინო რაიოლას ოფიციალური განცხადება

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა ცოცხალია. იტალიელი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს:

“მათ ვისაც ასე აინტერესებს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა: გაბრაზებული ვარ, რადგან ბოლო ოთხ თვეში მეორედ მომკლეს…

როგორც ჩანს, გაცოცხლებაც შემძლებია”.

შეგახსენებთ, რომ დღეს იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მინო რაიოლა ავადმყოფობის შედეგად 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა აგენტი ცოცხალია.

რაიოლას თანაშემწე: “მინო არ გარდაცვლილა”

საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლას თანაშემწე ხოსე ფორტეს როდრიგესი იტალიელის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

“რაიოლა ცუდად არის, მაგრამ არ გარდაცვლილა”, – ციტირებს როდრიგესის სიტყვებს ნიდერლანდური გამოცემა NOS.

შეგახსენებთ, რომ დღეს იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მინო რაიოლა ავადმყოფობის შედეგად 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თემურ ქეცბაია ინგლისში?

“უოტფორდს” პრემიერ ლიგაში 33 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და პრაქტიკულად განწირულია გავარდნისთვის.

პორტალი watfordobserver-ის ინფორმაციით, როი ჰოჯსონის შემცვლელად 3 მენტორი განიხილება, მათ შორის კი, თემურ ქეცბაიაც არის.

თემურ ქეცბაიას სწორედ ის გუნდი ლობირებს, რომლებმაც “უოტფორდში” ჩისკო მუნიოსი მიიყვანეს. ასევე, სახელდება ფაბიო კანავაროსა და დიეგო მარტინესის კანდიდატურები.

ქეცბაიას ინგლისში “ნიუკასლისა” და “ვულვზის” რიგებში უთამაშია.