“ატლეტიკო” – “სიტის” ფეხბურთელების დაპირისპირება (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტი” – “ატლეტიკოს” მატჩი 0-0 დასრულდა. შეხვედრის ბოლოს ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა.

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც სამშენებლო ამწეს კალათა მოწყდა.

ექსპერტიზიდან ქადამაძის ცხედარი უკვე სოფელ ხიხანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ახალი სპორტის სასახლე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის შენდება და არენა 10 000 კაცზე უნდა იყოს გათვლილი. მშენებლობა რამდენჯერმე გაიწელა და ბოლოს, 1 თვის წინ ხანძარიც გაჩნდა.

“ვალენსია” გიორგი მამარდაშვილს 50 მილიონად შეაფასებს

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” მე-2 გუნდის მეკარედ მივიდა და დღეს კლუბის შეუცვლელი წევრი და გამორჩეული ფეხბურთელია.

ხელმძღვანელობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა მის გამოსყიდვაზე და ბოლოს ახალი წლის ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება. “დინამოს” ჯერ 500 ათასი ევრო გადაუხადეს, ივლისში კი დამატებით 500 ათას ევროს მისცემენ.

ქართველმა თავისი თამაშით პრაქტიკულად ნათელი გახადა, თუ ვინ დაიცავს 23 აპრილს “ვალენსიას” კარს ესპანეთის თასის ფინალში. გასულ ტურში მისი ერთ-ერთი სეივი “რაიოსთან” საუკეთესო სეივად აღიარეს.

გარდა ამისა, მიმდინარე კონტრაქტით, 2022/23 წლებში მამარდას გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევრო იქნება და 2024/25 წლების სეზონში 30 მილიონს მიაღწევს, თუმცა “ღამურების” ხელმძღვანელობა განიხილავს გიორგის გაუმჯობესებული ხელშეკრულება შესთავაზოს და გამოსასყიდი თანხა 50 მილიონამდე აწიოს.

მამარდას ხელფასი დაახლოებით 1 მილიონი ევროა და “ვალენსია” ამის აწევასაც აპირებს.

ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი ბათუმის “დინამოში” ჩაირიცხა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. აჭარულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით ექნება. დავითაშვილი “დინამოს” ღირსებას 30-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი ბოლოს ტულის “არსენალში” თამაშობდა. მან რუსულ კლუბთან კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა.

“ვილიარეალის” ხრიკი – თამაშგარეში ჩატოვებული “ბაიერნი” (ვიდეო)

პარეხო ნაგელსმანზე: “ზოგჯერ, როცა გადააფურთხებ, ის უკანვე, სახეზე გიბრუნდება”

“ვილიარეალის” ნახევარმცველმა, დანი პარეხომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის “ბაიერთან” გამართული განმეორებითი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ესპანელებმა გუშინ “ალიანც არენაზე” მიუნხენურ კლუბთან ფრედ 1:1 ითამაშეს, ორი შეხვედრის ჯამში კი (2:1) ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

პარეხოს თქმით, “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელის მიერ გუნდებს შორის დაპირისპირებამდე გაკეთებული განცხადება უპატივცემულობის გამომხატველი იყო.

“ნაგელსმანმა თქვა, რომ მას მეოთხედფინალური ეტაპის ბედის გადაწყვეტა პირველი მატჩში სურდა. ვფიქრობ, ეს “ვილიარეალისა” და ფეხბურთის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა იყო. ზოგჯერ, როცა გადააფურთხებ, ის უკანვე, სახეზე გიბრუნდება. “ბაიერნი” ფავორიტი იყო, მაგრამ მოედანზე ეს ვერ დაამტკიცა. ორი შეხვედრის ჯამში, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მათზე უკეთესები ვიყავით”, – განაცხადა პარეხომ.

“ნაპოლიმ” კვარაცხელიას ხელფასი საგრძნობლად გაუზარდა

იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლისგან” საბოლოო სახით საგრძნობლად გაუმჯობესებული კონტრაქტი მიიღო.

თავიდან, “ნაპოლი” კვარაცხელიას წელიწადში მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ქართველის იტალიელ აგენტთან, კრისტიან ძაკარდოსთან მოლაპარაკების შედეგად, “ნაპოლიმ” მაგიდაზე 5-წლიანი კონტრაქტი 1.5 მილიონ ევროიანი წინადადებით დადო.

ფიქსირებული ჰონორარის გარდა კვარაცხელია ბონუსებსაც მიიღებს.

ბოლოს სერია A-ში საქართველოს ლევან მჭედლიძე წარმოადგენდა.

კენი დალგლიში: “მიეცით უკრაინას მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური”

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა კენი დალგლიშმა თქვა, რომ უმჯობესი იქნება, თუ უკრაინის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მიანიჭებენ. შოტლანდიელის თქმით, ეს უკრაინის მიმართ დამსახურებული პატივისცემის გამოვლინება იქნება.

“უკრაინელ ფეხბურთელებსა და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას საკადრისი პატივი უნდა ვცეთ. მათი ბრალი არ არის ის, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. უკრაინის ნაკრების ფეხბურთელთა დიდ უმრავლესობას სათამაში პრაქტიკა არ აქვს. ზოგიერთი მათგანის ოჯახი მიმდინარე პროცესისგან მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ვფიქრობ, უსამართლო იქნება უკრაინის ნაკრებზე რაიმე ფორმით წნეხის განხორციელება. იქნებ ღირდეს გადაწყვეტილების მიღება და თქმა: “დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდებით. კვალიფიკაცია არ გჭირდებათ”.

ეს იქნებოდა უკრაინის მიმართ პატივისცემის გამოვლინებისა და საკვალიფიკაციო ეტაპის დაჩქარების საშუალება. ვფიქრობ, კარგი იქნება, უკრაინელებისთვის ამ შესაძლებლობის შეთავაზება, თუ ისინი დაგვთანხმდებიან”, – დალგლიშის კომენტარი შოტლანდიურმა “სანმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში შოტლანდიის ნაკრებს უნდა დაუპირისპირდეს, წყვილის გამარჯვებულს კი ფინალში უელსი ელის.

“ამან მართლა დაიჯერა, რომ ხაჭაპურსა და მაწონს გავუგზავნი” – მერაბ დვალიშვილი VS რუსები

ალჯამაინ სტერლინმა საჩემპიონო ბრძოლაში რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა. ალჯამაინის გუნდში მნიშვნელოვანი ადგილი დვალიშვილს უკავია, რომელმაც one Championship-ის მძიმე წონის ჩემპიონ რუს ანატოლი მალიხინთან სანაძლეო დადო და 50 ათასი დოლარიც მოიგო.

დვალიშვილი წონის მე-6 ნომერია და დიდია ალბათობა, შემდეგი მატჩი სწორედ ჩვენებურსა და იანს შორის შედგეს. მერაბმა უკვე დაიწყო სოციალურ ქსელში რუსზე სახუმარო პოსტების დაწერა, რასაც რუსი ფანები გამოეხმაურნენ და მერაბის ყინულში ხტომის ეპიზოდი გაიხსენეს.

დვალიშვილს რუსები პირადშიც წერენ, სადაც ხაჭაპურისა და მაწონის გაგზავნას დაჰპირდა და ერთ-ერთმა ლოკაციაც ჩაუგდო.

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან მასპინძლებმა იმარჯვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან “ა” ლიგაში დაქვეითდა. “ოლიმპის” ძლევით აღებული 2 ქულით რუსთაველები “დინამოსთვის” მიუწვდომელნი გახდნენ. დღემდე მხოლოდ “რუსთავი” გახლდათ ის გუნდი, რომლის გადასწრების შანსი დინამოელებს ჰქონდათ.

1991 წლიდან დღემდე, თბილისის “დინამო” საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. დინამოელებს საქართველოს ჩემპიონობა 5-ჯერ: 1991, 2003, 2014, 2017 და 2018 წლებში აქვთ მოგებული. 2021-2022 წლების სეზონი ლეგენდარული ქართული კლუბისთვის წარუმატებელი გამოდგა. რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე გუნდმა სუპერლიგაში ადგილი დაკარგა. დებულებით, ბოლო ადგილზე გასული გუნდი ლიგას ტოვებს და დინამოელებს 17 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 გამარჯვება აქვთ და ბოლო ადგილისთვის განწირულნი არიან.

“რუსთავმა” კი “ოლიმპის” ძლევით სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წამებზე – მასპინძლების სასარგებლოდ გადაწყდა – 84:82 “ოლიმპს” გამარჯვება საიმისოდ სჭირდებოდა, რომ დარჩენილ მატჩებში ეგებ როგორმე მოეხერხებინა “ქუთაისის” გადასწრება, რათა ამ გუნდთან პლეი ოფში შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში მოედნის უპირატესობა ჰქონოდა. ქუთაისელთა გადასწრების შანსი ოლიმპელებს შერჩათ, მაგრამ ძალიან მცირე.

იმერეთის რეგიონში გამართულ მატჩში “ქუთაისმა” დამაჯერებლად – 72:53 დაამარცხა “ტიტები”. ამით იმერული კლუბი აგრძელებს ლიდერი თსუ-ს დევნას, ხოლო “ტიტებმა” მარცხის მიუხედავად ცხრილში მე-6 ადგილი შეინარჩუნა და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ სერიაში თამაში, ანუ მე-10 ადგილის დაკავება სხვა კონკურენტებზე ნაკლებად ემუქრება.

GBF.ge

 

ბორდალასი: “მამარდაშვილი გმირად მოგვევლინა”

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა “რაიო ვალეკანოსთან” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის თამაში გამოარჩია.

ესპანელი სპეციალისტი ამბობს, რომ ქართველმა მეკარემ მაღალ დონეზე ითამაშა და მან რამდენიმე ეპიზოდში გუნდი გადაარჩინა.

“დიახ, მეტოქემ დაცვაში პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა მამარდაშვილი რამდენიმე ეპიზოდში გმირად მოგვევლინა. გიორგიმ კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ გოლი გაუშვა. მან მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა”, – განაცხადა ბორდალასმა პრესკონფერენციაზე.

“ვალენსია” ლა ლიგაში გამართული 31 ტურის შემდეგ ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გამოცემა მამარდაშვილის შესახებ წერს

მსოფლიოში სპორტული სტატისტიკის ყველაზე დიდი მთვლელი კომპანია OPTA გიორგი მამარდაშვილის საინტერესო მიღწევის შესახებ წერს.

მართალია, 2 თვის შემდე მამარდამ პირველი გოლი გაუშვა, მაგრამ გოლი საერთოდ არ იყო მისი ბრალი და მანამდე რამდენიმე მაგარი სეივი განახორციელა და ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

რა დაწერა OPTA Jose-მ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ: “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მის წინააღმდეგ კარში დარტყმული 16-ვე ბურთიდან ყველა მოიგერია. მანამდე, 8 ზუსტყი დარტყმიდან 6 გაუშვა. მფარველი”.

გიორგის გამორჩეული თამაშის შემხედვარე, “ღამურები” იასპერ სილესენს ყიდიან.