კონსტანტინე ჯანაშიას მხარდაჭერა უკრაინას – “ქართველ ხარს” ყველამ ტაში დაუკრა (ვიდეო)

ქართველმა სთრონგმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

ჯანაშიამ ტურნირზე კარგად იასპარეზა და კონტინენტის პირველობა მესამე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონი უკრაინელი ოლექსეი ნოვიკოვი გახდა, მეორე პოზიცია კი შოტლანდიელმა ლუკ სტოლტმენმა დაიკავა.

შეჯიბრის დასრულების შემდეგ, “ქართველმა ხარმა” უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, არენაზე შეკრებილმა საზოგადოებამ კი მას ტაში დაუკრა. ჯანაშიას უკრაინელმა კოლეგამ მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო

ტორპედო: “ცეცაძის განცხადება მივიღეთ, მაგრამ არ ვჩქარობთ”

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი განცხადებას ავრცელებს.

ვადასტურებთ, რომ დღეს მივიღეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია. კლუბში შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას და რიგი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას. ამდენად, კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს გია ცეცაძის განცხადების დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვად მიიჩნევს გადაწყვეტილებსი მიღებას, კლუბში შექმნილი ვითარების სრულყოფილი შესწავლის შემდეგ. ხვალ, 15:00, რამაზ შენგელიას სახელბოის სტადიონზე, პრესრუმში, გაიმართება პრესკონფერენცია” – წერია განცხადებაში.

“ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში 4 მატჩის შემდეგ 1 მოგება და 3 წაგება აქვს. “სამგურალთან” თამაშში ცეცაძე გულშემატკივრებს დაუპირისპირდა.

თამაზ ცეცხლაძე და ზაზა ციცქიშვილი კარიერას შვედეთის მე-3 ლიგაში აგრძელებენ

ბოლნისის “სიონის” თავდამსხმელი ზაზა ციცქიშვილი და “სამტრედიას” ნახევარმცველი თამაზ ცეცხლაძე კარიერას შვედეთის მე-3 ლიგაში, ოსკარშამნის “აიკში” გააგრძელებენ.

“ოსკარსშამნსის” ღირებულება 1 მილიონი ევროა და 29 ფეხბურთელიდან სატრანსფერო ფასი მხოლოდ 9 მათგანს აქვს.

ფეხბურთელები უმეტესობა შვედია, მაგრამ არიან ლეგიონერები ამერიკიდან, უელსიდან და სამხრეთ აფრიკიდან.

ციცქიშვილს უცხოეთში “აქტობეში” უთამაშია, ცეცხლაძეს “ქიზილჯარში” და აზერბაიჯანულ “საბაჰიში”

პაულისტა: “გიორგი მამარდაშვილი დიდებული მეკარეა”

“ვალენსიამ” “კადისთან 0-0 ითამაშა და გუნდისთვის ქულის მოპოვებაში ლომის წვლილი გიორგი მამარდაშვილმა დაიდო. ცენტრალურმა მცველმა გაბრიელ პაულისტამ თამაში შეაფასა და მამარდაშვილზეც ისაუბრა.

“ჩვენ ამ მატჩისთვის და სამი ქულისთვის ორი კვირა ვემზადებოდით, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან მეტოქე ბევრს არ რისკავდა. “კადისისთვის” ქულაც მნიშვნელოვანია. ჩვენც საკმარისი საგოლე მომენტები არ შეგვიქმნია. კარის მშრალად შენახვა კარგია და მამარდაშვილი მაგრად დაგვეხმარა, ის დიდებული მეკარეა. შემდეგი თამაში სახლში გვიწევს და იმედია, გამარჯვებას შევძლებთ”, – განაცხადა პაულისტამ.

477 წუთია გიორგის გოლი არ გაუშვია. “კადისთან” შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ნეიმარის ბრწყინვალე ფინტი და გოლი “ლორიენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

რუსულმა სპორტულმა ტელევიზიამ “მიონხენგლადბახი” – “მაინცის” მატჩის ჩვენება შეწყვიტა (ვიდეო)

3 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგაში “მიონხენგლადბახმა” საკუთარ მოედანზე “მაინცი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს რუსეთში “მატჩ ტვ” აჩვენებდა, თუმცა ოკუპანტი ქვეყნის სპორტულმა ტელევიზიამ რეპორტაჟი შეწყვიტა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ კადრში ხშირად ჩნდებოდა უკრაინის დროშები და მოწოდებები – “შეწყვითეთ ომი”, “მხარდაჭერა უკრაინას”.

იხილეთ ვიდეო

არჩილ ბერიძე კვარაცხელიაზე: “მსგავსი რამ გამორიცხულია და ამას ყველა ვნახავთ”

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე გადაცემაში “სპორტი იმედზე” ისაუბრა.

ნოდარ სიმსივე: ბევრი დაიწერა, ხვიჩა კვარაცხელია “დინამოს” საგარეო მატჩებში, ეს არ ეხება იმ სტადიონებს, სადაც ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულია, ბევრ სხვა არენაზე, არ ჩამოვთვლი ახლა, არ ითამაშებს და თითქოს, ეს კონტრაქტის პუნქტშიც არის ჩაწერილი, რამდენად მართალია? 

ბერიძე: ეგეთი რამე გამორიცხულია და ამას ვნახავთ ყველა. ხვიჩა კვარაცხელია არის ტოპ ფეხბურთელი, თუმცა ამავდროულად “დინამოს” რიგითი წევრი. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა და ჩვენ ამას დავინახავთ. გეგუჩაძე ის სპეციალისტი არ არის, ვიღაცას რაღაცა… კვარაცხელია ჩვენი სრულფასოვანი მოთამაშეა”.

ბათუმის “დინამოს” შემდეგი მატჩი “სამგურალის” წინააღმდეგ სტუმრად უწევს და მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიზეზე გაიმართება.

ის, რაც ბათუმის ფანებს ყველაზე მეტად აღელვებდათ – “საუბარი, უცხოელ ფეხბურთელზეა”

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ზაფხულისთვის გუნდის გაძლიერებაზე ისაუბრა.

ზაფხულისთვის ვფიქრობ, სადაც ყველაზე მეტად იქნება საჭირო, იქ გავძლიერდებით. ჩემი, როგორც პრეზიდენტის სურვილია ეს და აუცილებლად უნდა გავძლიერდეთ იმ ერთ რგოლში და ამას მოვახერხებთ. მანამდე სამი თვეა და საუბარი უცხოელ ფეხბურთელს ეხება

“აზაროვი, კვარაცხელია, დამატებული დავითაშვილი და სხვა მოთამაშეები – 99.9%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით ჩვენთან იქნებიან” – განაცხადა ბერიძემ.

“დინამოს” შემადგენლობის დიდი ცოდნა არ სჭირდება იმას, რომ საუბარი ცენტრალურ დაცვას შეეხება. დიდი ხანია, გულშემატკივარი დაცვის გაძლიერებას ითხოვს. “თელავთან” შეხვედრაში შუაში კობახიძე-აზაცკის დუეტი იდგა.

Black Sea Pirates – Dinamo Batumi Fan-Club

გარი ნევილი: “1966 წლის შემდეგ საუკეთესო ნაკრები გვყავს”

ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი გარი ნევილი თვლის, რომ “სამ ლომს” 1966 წლის შემდეგ საუკეთესო გუნდი ჰყავს.

“1966 წლის შემდეგ ეს ინგლისის ნაკრების საუკეთესო ვერსიაა. დღევანდელმა გუნდმა გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე ინგლისის ნაკრების წინა შემადგენლობებმა. საუკეთესო ფეხბურთელთა კრებულია, რომელსაც თანმიმდევრულად კარგად შეუძლია ტურნირებზე გამოსვლა. მათ კარგი სათამაშო დონე აქვთ, ჯერ კიდევ იზრდებიან და უკეთესები ხდებიან, გუნდს ტექნიკურად დიდებული მოთამაშეები დაემატა. მწვრთნელიც ფანტასტიკური გვყავს. მაინტერესებდა, რამდენად შეეძლო ამ გუნდს ინგლისის ნაკრების მწერვალზე დაბრუნება და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეს თითქმის მოახერხა.

ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატი ზედგამოჭრილი ტურნირია ინგლისის ნაკრებისთვის. ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ყოველთვის ამბობდნენ, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთელები გადაღლილები არიან. ყატარში ნოემბერ-დეკემბერში ვითამაშებთ და ეს შესანიშნავი პერიოდია. ამ დროისთვის ინგლისელი ფეხბურთელები გაცილებით კარგ კონდიციებში უნდა იყვნენ. თუ გუნდი ზრდას გააგრძელებს, წარმატების იმედი უნდა გვქონდეს”, – თქვა გარი ნევილმა “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ირანი, აშშ და ევროპის პლეიოფში გამარჯვებული იქნებიან.

ინციდენტი: ხვიჩა კვარაცხელია ქანთარიას წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

გია ცეცაძე და “ტორპედოს” ფანების ნაწილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო

გიორგი ჩაკვეტაძემ “ჰამბურგში” პირველად გაისროლა – მეკარის მიუტევებელი შეცდომა (ვიდეო)

“ჰამბურგში” ჩაკვემ პირველი გოლი მოედანზე შესვლიდან 6 წუთში შეაგდო.