შესაძლოა, ლეგიონერებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტების გაწყვეტის უფლება მიეცეთ

შესაძლოა, რუსეთის ჩემპიონატის კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებს კონტრაქტების ანულირების შესაძლებლობა მიეცეთ.

პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ ფიფას მიმართა წინადადებით, რომ რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს ყოველგვარი ჯარიმის გარეშე კლუბებთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულებების გაწყვეტის უფლება მიეცეთ.

“აუცილებელია, რომ ეს ღონისძიება მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს. მზარდი კონფლიქტი ხდება მიზეზი, რომ ფეხბურთელებს კლუბებთან ყოველგვარი ჯარიმის გარეშე კონტრაქტების გაწყვეტის უფლება მიეცეთ. ამ საკითხს ფიფასთან განვიხილავთ. ორი წლის წინ კორონავირუსული პანდემიის გამო ფიფამ დროებით სატრანსფერო წესის კორექტირება მოახდინა. ფიფას ხელმძღვანელობას საგანგებო სიტუაციებში წესების შეცვლა შეუძლია. დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ფეხბურთელებს ქვეყნიდან თავისუფლად გასვლის უფლება უნდა მიეცეთ”, – ციტირებს პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრის, ლუის ევერარდის სიტყვებს ნიდერლანდური გამოცემა “ვოტბალ ინტერნეიშენალი”.

აღნიშნულ თემაზე კომეტარი გააკეთა ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წვრთნის:

“რუბინს” ცოტა ჰყავს თავისი აღზრდილები? ლეგიონერებთან ეს თემა განვიხილეთ. შევთანხმდით, რომ სანამ სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ყველანი ერთად ვიქნებით”.

ბუფონმა “პარმასთან” 2024 წლამდე გაახანგრძლივა, ის ამ დროს 46 წლის იქნება

“პარმას” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. იმ დროს იტალიელი მეკარე 46 წლის იქნება.

“დღეს დიდებული დღეა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. “პარმასთან” კონტრაქტი 2024 წლამდე გავახანგრძლივე. რამდენიმე თვის წინ აქ დავბრუნდი ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, რომელიც ყოველთვის მქონდა ამ ქალაქთან და ხალხთან. ეს კავშირი ახლა უფრო გაძლიერდა.

იმედია, ფანები და მთლიანი ქალაქიც ისეთივე ბედნიერია, როგორც მე და ჩემი შვილები. მათი და ილარიას წყალობით ასაკის სიმძიმე არასდროს მიგვრძნია. ვგრძნობ ენერგიის მარგას, ახალ და პოზიტიურ ენერგიას და დიდებულ ოცნებას, რომელიც შეიძლება ერთად ვიზეიმოთ”, – აღნიშნა ბუფონმა.

ანზორ კავაზაშვილი სანქციების დაკისრების გამო აღშფოთებულია

თბილისის “დინამოს”, მოსკოვის “სპარტაკისა” და საბჭოთა კავშირის ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი FIFA-ს და UEFA-ს მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.

“UEFA-FIFA – ეს არა პოლიტიკური, არამედ სპორტული ორგანიზაციებია. მათ არ აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

მათი განცხადებები სამარცვინოა. ამ სიტუაციაში, ფეხბურთელებსა და ხალხს არ ეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა. ევროკავშირმა, ამერიკის კარნახის შემდეგ, უკვე დაგვიწესა სანქციები. თუ მათ სურთ ტურნირებში მონაწილეობა რუსეთის გარეშე, უბრალოდ, თქვან.

მე მესმის, რომ ოლიმპიური კომიტეტი დასჯილი იყო დოპინგის გამო, მაგრამ ვერდიქტი გამოტანილი გახლდათ ზუსტად დოპინგის სკანდალის შემდეგ. ახლა სპორტსმენებს სჯიან იმ სიტუაციის გამო, რაც უკრაინაშია. ეს ნამდვილი პროვოკაციაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”, – უთხრა კავაზაშვილმა RIa Novost-ის.

რუსეთი უკრაინას თავს რამდენიმე დღის წინ დაესხა, თუმცა უკრაინელი ხალხი მედგრად დგას და თავს თავგამოდებით იცავს.

ხვიჩა, შენი დროა, წამოდი და დააღწიე თავი რუსეთს!

1) UEFA-მ და FIFA-მ ყველა რუსული გუნდი საერთაშორისო ტურნირებიდან მოხსნეს და დისკვალიფიკაცია დაუწესეს.

2) საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის “ცსკა” დატოვა და “ცსკა” არ აპირებს მასთან სამართლებრივი დავა წამოიწყოს.

3) რუსეთს დასავლეთმა უმძიმესი სანქციები დააკისრა და რუსული საფინანსო სისტემა ჩამოშლის პირას არის.

ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარი იმედია და დღეს, რეალურად, მასზე უფრო დიდი ტალანტი საქართველოს არ ჰყავს. მას ახლა აქვს იდეალური შანსი, დატოვოს რუსეთი და კარიერა, თუნდაც დროებით, რამდენიმე თვით ეროვნულ ლიგაში გააგრძელოს, საიდანაც მალე ევროპაში შეძლებს წასვლას.

თუ რუსეთში ყველაზე გამორჩეულმა “ცსკა”-მ შენგელიას მიმართ დავა არ წამოიწყო, რატომ არ უნდა წამოვიდეს კვარა? თუ შენგელიასთვის გადაწმყვეტი აღმოჩნდა უკრაინასთან ომი, რატომ არ უნდა იყოს ეს გადაწმყვეტი კვარასთვის?

ხვიჩა, გახდი მაგალითი სხვებისთვის, მიიღე სწორი გადაწყვეტილება!

რუსეთის ნაკრებსა და რუსულ კლუბებს ფიფასა და უეფას ტურნირებში მონაწილეობა შეუჩერდათ

ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები ყველა საერთაშორისო შეჯიბრიდან მოკვეთა.

“ფიფასა და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა რუსულ გუნდს, იქნება ეს ეროვნული ნაკრები თუ კლუბი, ფიფასა და უეფას ეგიდით გასამართ ტურნირებში მონაწილეობა შეუჩერდათ.

ფეხბურთი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინაში ყველა მსხვერპლს და გაერთიანებულია საერთო მწუხარების გარშემო. ფეხბურთის ფუნქციონერები იმედოვნებენ, რომ უკრაინაში სიტუაცია უმოკლეს დროში საგრძნობლად გაუმჯობესდება, რათა ფეხბურთი კვლავ იქცეს ხალხთა ერთიანობისა და მშვიდობის ვექტორად”, – ნათქვამია საფეხბურთო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ზინჩენკო: “აეკრძალოს ყველა რუს სპორტსმენს საეთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა”

“მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა, ოლექსანდრ ზინჩეკომ სოციალურ ქსელში 5-პუნქტიანი მოთხოვნების სია გამოაქვეყნა.

“ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო სპორტის საზოგადოებიდან

1) გაირიცხოს რუსეთი ყველა საერთაშორისო სპორტული ფედერაციიდან

2) დისკვალიფიკაცია მიეცეს ყველა რუსს სპორტსმენს საერთაშორისო ტურნირებზე და აეკრძალოთ, მონაწილეობის მიღება

3) შეწყდეს სატელევიზიო უფლებების მიყიდვა რუსული მედიისთვის

4) აეკრძალოს რუსულ კომპანიებს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების სპონსორობა

5) დაუჭირე უკრაინას მხარი ინფორმაციით! შეუერთდი სწორი ინფორმაციის გავრცელებას და დაუპირისპირდი აგრესორს!

კიდევ ერთმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ანდრეი იარმოლენკომ უკრაინულ ჯარს 100 ათასი დოლარი გადაურიცხა.

“სამტრედიამ” 12 ფეხბურთელი დაიმატა

“სამტრედია” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს და 12 ახალწვეული დაიმატა.

“დავით იონანიძე, დმიტრი რეკიში, მოჰამედ კამარა, ფაკუნდო სილვა, ლევან გრძელიძე, დავით მარიამიძე, ლევან ბარაბაძე, გიორგი შალიკაშვილი, გიორგი ჯალაღონია, შალვა ექვთიმიშვილი, ბაქარ ლაღაძე, ზურაბ ღირდალაძე კარიერას სამტრედიაში გააგრძელებენ” – წერია განცხადებაში.

მანამდე გაირკვა, რომ გუნდში ირაკლი კამლაძე, შალვა ნადირაძე, გიორგი ილურიძე და ლუკა შენგელია ითამაშებდნენ. კაპიტანი გივი იოსელიანი იქნება.

“სამტრედია” პირველ მატჩს 2 მარტს “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართავს.

რომან აბრამოვიჩი ბელარუსში გაფრინდა

ლონდონის “ჩელსის” მფლობელ რომან აბრამოვიჩს, Jerusalem Post-ის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებებში ჩართვა სთხოვა და აბრამოვიჩი ბელარუსში გაფრინდა.

აბრამოვიჩს უკრაინულ-რუსულ მხარეებთან ახლო კავშირები აქვს და შეუძლია, მედიატორის როლი მოირგოს.

ისრაელში უკრაინის ელჩმა ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: “ვაფასებთ ყველა ადამიანს ვისაც დახმარება შეუძლია, თუ მას საკმარისი გავლენა აქვს”

რომანი მაქსიმალურად ცდილობს მსოფლიო სანქცირებაში არ მოყვეს და “ჩელსი” მართველობაში საქველმოქმედო ფონდს გადასცა. გარდა ამისა, ის პორტუგალიის მოქალაქეა და პოზიციონირებას, რუსი-ებრაელი ბიზნესმენის სტატუსით ცდილობს.

წლების განმავლობაში, აფინანსებდა ებრაულ ორგანიზაციებს, რომლებიც ახლა ამერიკას სთხოვენ, აბრამოვიჩს სანქციები არ შეეხოს.

დავით ხოჭოლავა: “ჩემი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ამიტომ რუსულო გემო…”

“კოპენჰაგენის” ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი დონეცკის “შახტარში” აქვს გატარებული და უკრაინელი ცოლი ჰყავს, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

“ყველამ იცის, რომ არ მიყვარს სოციალურ ქსელებში აზრის დაფიქსირება, მაგრამ ბოლო 4 დღე ჩემი ცხოვრება და ჩემი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. ჩემი ოჯახის დიდი ნაწილი და მეგობრები ახლა თავშესაფრებში არიან და თავზე ბომბები აცვივათ. ოჯახის დანარჩენი ნაწილი უკრაინის ჯართან და სხვა მამაც უკრაინელებთან ერთად იცავენ მიწას, ჩვენ მიწას. უკრაინა გამაგრდი, რადგან გამარჯვება ჩვენია!

#славаукраїні #standwithukraine #русскийкорабльидинахуй” – წერს ხოჭოლავა.

 

“კიევში ვარ და ბოლომდე ვიდგები” – ზანთარაია რუსეთთან ბრძოლისთვის ემზადება

საქართველოში დაბადებული ძიუდოისტი გიორგი ზანთარაია, რომელიც უკრაინის სახელით ასპარეზობს, სოციალურ ქსელში ავტომატის ფოტოსა და მიმართვას აქვეყნებს.

“კიევში ვარ და ბოლომდე ვიქნები”.

როგორც ჩანს, ზანთარიამ მოსახლეობისთვის დარიგებული იარაღი აიღო და კიევის დაცვისთვის ემზადება.

პედრის ფინტი ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

საქართველოთი მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია! მილიონობით ნახვა და მოწონება

Facebook-ზე და Twitter-ზე 2 ქართული ვიდეო განსაკუთრებით პოპულარული გახდა და უცხოელების მოწონება დაიმსახურა.

ის ვიდეო, სადაც გემის ქართველი კაპიტანი რუსულ გემს საწვავის ჩასხმაზე უარს ეუბნება, მილიონობით ნახვას აგროვებს. უკრაინელები საოცრად კმაყოფილები არიან და უამრავ მადლობას გვიხდიან.

ქართველების გმირობაზე საუბრობს ევროპაც. ჯაბა კანკავას შემდეგ მოედანზე სიცოცხლე ავსტრიული “ვოლფსბერგერის” ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმაც გადაარჩინა. მასზე Sky Sports, Bild და სხვა ცნობილი გამოცემები წერენ.