ამირან გოგოლაძემ თურქი მებრძოლი 9 წამში დაანოკაუტა (ვიდეო)

ამირან გოგოლაძემ MMA-ს ბრძოლაში თურქი მეტოქე 9 წამში მიწაზე დააგდო და დაანოუკატა. ამირანმა კარიერაში მე-13 გამარჯვება მოიპოვა. გოგოლაძეს სურვილი UFC-ში გამოსვლაა.

ამირანი 2020 წელს კონორ მაკრეგორს ჰყავდა მიწვეული სასპარინგოდ.

მიშა მესხი: “ბებერო მგელო, მაგრად დადექი უკრაინელ ხალხთან ერთად”

დღეს MMA-ს მებრძოლმა მიშა მესხმა თავისი ბრძოლა მოიგო და გამარჯვების შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა.

“ლოკომოტივს” კიდევ ერთი წასული ფეხბურთელი დაუბრუნდა

თბილისის “ლოკომოტივს” კიდევ ერთი წასული ფეხბურთელი, ბექა დარცმელია დაუბრუნდა, რომელმაც ბოლნისის “სიონთან” ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. “ლოკომ” 2-0 მოიგო (ხუციშვილი, ომარაშვილი).

ბექამ “ლოკომოტივი” სეზონის დასრულების შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო დატოვა, თუმცა სამურკასოვთან და გაბაძესთან ერთად გუნდში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

ფოტოს ტვიტერზე Georgian Footy ავრცელებს.

ლაპორტას – “სჯობს, მესის კონტრაქტი არ გაუხანგრძლივდეს”

ესპანური გამოცემა Elpais-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტს, ხოან ლაპორტას ხერარდ პიკემ ურჩია, მესისთვის კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინათ.

ლაპორტა შემდეგ ლეოს მამას დაუკავშირდა და განუცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება შეუძლებელი იყო, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.

პიკეს და მესის ერთმანეთთან ურთიერთობა სწორედ ამ ამბის გარკვევის შემდეგ გაუფუჭდათ. გარდა ამისა, არგენტინელი პიკეს ადანაშაულებს იმაშიც, რომ ხელფასის შემცირებაზე თანხმობა ხერარმა მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ განაცხადა.

მესიმ პიკე 1 თვის წინ ვახშამზეც არ დაპატიჟა, სადაც ჩავი და ბუსკეტსი იყვნენ.

ესპანელი ბოლო წლებია სხვადასხვა კომპანიას ხელმძღვანელობს, რომელთა ბიუჯეტი 2-3 მილიარდს ცდება.

“მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგაზე 200 გოლი ყველაზე მოკლე დროში გაიტანა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტი” ლისაბონის “სპორტინგს” ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

“ოპტას” ცნობით, “მანჩესტერ სიტი” გახდა მე-14 კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 200 გოლი გაიტანა. წყაროს თანახმად, “ქალაქელებს” ამ ნიშნულის მისაღწევად ყველაზე ნაკლები მატჩის, 97 შეხვედრის ჩატარება დასჭირდათ.

“მანჩესტერ სიტისა” და “სპორტინგს” შორის საპასუხო მატჩი 9 მარტს, მანჩესტერში ჩატარდება.

სლუცკი: “ხვიჩა უნდა მიხვდეს, რომ ამ ტრავმით მთელი კარიერა მოუწევს თამაში”

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ხვიჩა “კრილიასთან” ამხანაგურ მატჩში 38-ე წუთზე შეცვალეს, რადგან დისკომფორტი ირგძნო.

“კვარაცხელია უნდა შეეგუოს, რომ ამ ტრავმით ფეხბურთელები მთელი კარიერა თამაშობენ. მას მუხლი აწუხებს, ეს პერმანენტული ხასიათის ტრავმაა და მისი მოკლე დროის განმავლობაში განკურნება შეუძლებელია. საერთოდ, სახსარის პრობლემა მარტივად არ წყდება”, – განაცხადა სლუცკიმ.

იმედია, “რუბინში” “გენტზე” უკეთესი ექიმები ჰყავთ.

“ტორპედოს” მცველი ინგლისის მე-5 ლიგაში წავიდა

ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი მცველი, 26 წლის ალეკ მუდიმუ კარიერას ინგლისის მე-5 ლიგაში, ნახევრად-პროფესიონალურ “ალტრინჩამში” გააგრძელებს.

მუდიმუმ “ტორპედოში” 12 მატჩი ჩაატარა და გუნდის ეროვნულ ლიგაში დარჩენა დიდი წვლილი შეიტანა.

ფეხბურთელს აფრიკის თასზე ზიმბაბვეს ნაკრებში დებიუტი ცოტა ხნის წინ ჰქონდა. ამავდროულად, ინგლისის მოქალაქეობაც აქვს.

არადა, სანდოხაძე – მუდიმუს დუეტი “ტორპედოში” საკმაოდ სოლიდურ ცენტრალურ დაცვას შექმნიდა.

ნეიმარი: “ვიცოდი, რომ ვერატი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ…”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ნეიმარმა მადრიდის “რეალთან” გამარჯვების (1:0) შემდეგ მარკო ვერატის შესახებ კომენტარი გააკეთა.

იტალიელმა ნახევარმცველმა “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა, ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ნეიმარმა ამ მატჩის შემდეგ თანაგუნდელის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.

“ვიცოდი, რომ ვერატი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ვერ ვაანალიზებდი, რომ ასეთი საოცარია. გენიოსია. ჩავისა და ინიესტასთან ერთად, მარკო ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვისთან ერთადაც მითამაშია”, – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Goal.Com.

“მესი სხვა გუნდის ბიჭუნაა, “პსჟ”-ში მხოლოდ დრო გაყავს”

“პსჟ”-ს ლეგენდამ, ჟერომ როტენმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

“მესი პსჟ”-ში არანაირ კვალს არ დატოვებს. ის კვლავ სხვა კლუბის ბიჭია, “ბარსელონასი”, რომელიც მისი ცხოვრებაა და უქმეებზე ბარსელონაში ჩადის. არავის ეგონა რომ ის პარიზში აღმოჩნდებოდა, არც თვითონ მესის. მას აქ ყოფნით უბრალოდ დრო გაყავს, სხვა არაფერი”, – განაცხადა როტენმა.

დღეს ლეომ მადრიდის “რეალთან” პენალტი ვერ გამოიყენა და ნეიმარი-მბაპეს ჩრდილქვეშ იყო მოქცეული. პენალტის გაცუდებით ლეომ ლიგაზე ანტირეკორდი გაიმეორა – მას უკვე ტიერი ანრის მსგავსად 5 11-მეტრიანი აქვს გაფუჭებული.

მიმართვა ცხადაძეს, გუცაევს და სხვებს – “ეს ბიჭი ჩა-კვეტაძეა!”

მაშინ, როცა გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგში” გადავიდა და ნელ-ნელა ფეხბურთს უბრუნდება, მისი გვარი საფეხბურთო წრეებში კიდევ უფრო მეტად ისმის.

წლების განმავლობაში, რატომღაც, გიორგის ცნობილი მწვრთნელები თუ ექსპერტები, მათ შორის, კახა ცხადაძე, ლეგენდარული ვოვა გუცაევი და სხვები, მოიხსენიებდნენ როგორც – ჭანკვეტაძით, გვარის დამახინჯებული ფორმით. ალბათ, თქვენც მოგისმენიათ და არ მოგწონებიათ.

კარგი იქნება თუ ეს მიმართვა მათთანაც მიაღწევს და ჩაკვეტაძეს ჩაკვეტაძეს დაუძახებენ, როგორც ეს, ასე უნდა იყოს.

მამარდაშვილსს ტუზი დაეცა – ყველაზე უიღბლო სილესენი

“ვალენსიას” ნიდერლანდელმა გოლკიპერმა ვარჯიშზე თითქმის სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ ტრავმა მიიღო.

სილესენმა ამჯერად მეორე ფეხზე კუნთი დაიზიანა და შესაძლოა, ოპერაციაც დასჭირდეს. Marca-ს ინფორმაციით, “ვალენსიას” გოლკიპერის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ იასპერი მინიმუმ კიდევ რამდენიმე კვირას გამოტოვებს.

“ღამურების” მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი სილესენის დაყენებას “ბარსელონას” წინააღმდეგ აპირებდა, თუმცა მას არჩევანის გაკეთება მამარდაშვილსა და ხაუმეს შორის მოუწევს. მამარდა ბოლო 3 მატჩია ძირითადი მეკარე და ამ სტატუსი დაკარგვას არ აპირებს.

სიმონე ინძაგი: “ფავორიტი “ლივერპულია”

ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მილანის “ინტერი” “ლივერპულს” მიიღებს. დამდეგი შეხვედრის შესახებ “ნერიაძურის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ისაუბრა.

“ვფიქრობ, ფავორიტი “ლივერპულია”, თუმცა ეს ორი შეხვედრა ჯერ კიდევ ჩასატარებელია. ჩვენი თამაშის სტილი უნდა დავაწესოთ. მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა საღი გონით ითამაშონ, რათა განსხვავება ვაჩვენოთ. გამარჯვებისკენ ვართ მოწადინებულნი.

ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩსა და პრემიერლიგაში მერსისაიდელთა უკანასკნელ შეხვედრას ვუცქირეთ. მათ თითოეულ პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები და დიდებული მწვრთნელი ჰყავთ. წარუმატებელი პასის გაკეთების შემთხვევაში, ისინი მაშინვე კონტრშეტევაზე გადმოდიან. ვირჯილ ვან დეიკსა და ალისონს ხელით მშვენივრად შეაქვთ ბურთი თამაშში, საკმაოდ შორს ისვრიან. “ლივერპულის” ფლანგის მცველები ძალიან სწრაფები არიან. საერთო ჯამში, მეტოქეს მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე შეუძლია უსიამოვნების მოტანა”, – აღნიშნა სიმონე ინძაგიმ.

მატჩი “ინტერსა” და “ლივერპულს” შორის 00:00 საათზე დაიწყება.