ხაბიბ ნურმაგომედოვმა ილია თოფურიას დასცინა

დაუმარცხებელი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი ილია თოფურიას ამბავს გამოეხმაურა და თან მოვსარ ელოევი მონიშნა, რომელსაც თოფურია თავდაპირველად უნდა შეხვედროდა.

როგორც იცით, თოფურია ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჟორდენთან მატჩს ჩაეხსნა, მანამდე კი ევლოევი ქართველს კოვიდის გამო. ევლოევი წარმოშობით ინგუში და ხაბიბის მეგობარია.

“შენი ჯერია მოვსარ” – დაწერა ნურმაგომედოვმა.

შარლ ჟორდენი თოფურიას: “მე 9 დღეში გავაკეთე, შენ კი 3 თვეში ვერაფერი”

UFC 270-ს ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩაეხსნა, რომელიც წონის დაკლებასთან იყო კავშირში.

თოფურიას მეტოქემ, შარლ ჟორდენმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ მან სამუშაოს მისი ნაწილი შეასრულა და ოპტიმალურ წონაში იყო.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტები, სადაც აღნიშნული იყო, რომ მან 9 დღეში შეძლო წონის დაკლება, თოფურია ამ დროს კი სრული კემპის განმავლობაში ემზადებოდა. ჟორდენმა 10 დღის წინ ევლოევი ჩაანაცვლა, რომელსაც კოვიდი დაემართა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჟარდენმა თოფურიას მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ჟარდენის ოპტიმალური წონა

ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდით – 2022 წელს UFC ქართველებმა საშინლად დაიწყეს

2022 წელი UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო, როცა 2021 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

15 იანვარი – მერაბ დვალიშვილმა კარიერაში ყველაზე რთული ტრავმა მიიღო. საქართველოში მას ოპერაცია უთხრეს, ამერიკაში ურჩიეს ჯერ ფიზიოთერაპია სცადოს. დვალიშვილი ვარჯიშს გარკვეული პერიოდით ჩამოშორდა.

16 იანვარი – გიგა ჭიკაძემ UFC-ში მისი პირველი მატჩი წააგო და კელვინ კატარისგან მძიმე დარტყმები მიიღო. ჭიკაძეს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება და დიდი ალბათობით, მინიმუმ 4 თვეს გამოტოვებს.

19 იანვარი – ქართველმსუბუქწონოსანს ზვიად ლაზიშვილს ნევადის ათლეტთა კომისიამ 9 თვიანი დისკვალიფიცია გამოუწერა ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის მოხვედრის გამო. ლაზიშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზმში პრეპარატი ექიმის დაუდევრობის შედეგად მოხვდა.

21 იანვარი – ილია თოფურია, რომელიც დღეს 25 წლის გახდა, კანადელ ჟორდეთან მატჩს ჯანმრთლობის პრობლების გამო ჩაეხსნა. თოფურია წონას იკლებდა, თუმცა ექიმებმა მას წონის კლება აუკრძალეს და სავაადმყოფოში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. თოფურიას 23 იანვარს უნდა ეასპარეზა.

სამწუხაროდ, 2022 წელი ასე დავიწყეთ, თუმცა იმედია, ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პარიზის გრანდ სლემზე

5-6 თებერვალს პარიზში ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურნირი  – პარიზის გრანდ სლემი გაიამართება. წინასწარი ინფორმაციით, შეჯიბრებას საქართველოს ნაკრების 14 წევრი ეწვევა.

60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი თემურ ნოზაძე 

66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, როსტომ ხახალეიშვილი

81 კგ: ვლადიმირ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი

90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე

100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე

+100 კგ: გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა გუჯეჯიანი

“ბარსელონა” მოლაპარაკებას ოსკართან აწარმოებს

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ოსკარი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს. ბრაზილიელ ნახევარმცველთან მოლაპარაკებას “ბარსელონა” აწარმოებს. ეს ინფორმაცია თავად ოსკარმა დაადასტურა.

“ბარსელონასთან” მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ფეხბურთელების დამატებას. მათ მოთამაშეებიც უნდა გაუშვან გუნდიდან”, – აღნიშნა ოსკარმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის ევროპულ კარიერაში მხოლოდ ლონდონის “ჩელსია”, რომლის ღირსებასაც 2012-2017 წლებში იცავდა. ამის შემდეგ ოსკარმა ჩინურ “შანხაი პორტს” მიაშურა, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის ნოემბერს ეწურება.

თავის მხრივ, “ბარსელონა” მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და ამის გამო ფეხბურთელების უსასყიდლოდ დამატებასა და იაფფასიან ტრანსფერებზეა ორიენტირებული. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ოსკარის სატრანსფერო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.

რა ხდება ილია თოფურიას თავს? შესაძლოა, ქართველმა UFC-ში ვერ იბრძოლოს

ჩასწორება: ოფიციალურად – თოფურია ბრძოლას ჩაეხსნა

ბოლო დროს ქართველებს UFC-ში ნაკლებად უმართლებთ. გიგა ჭიკაძემ კელვინ კატართან წააგო და ახლა, შესაძლოა ილია თოფურიამ ჟორდენთან მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

როგორც ესპანური და ამერიკული ჟურნალისტები იტყობინებიან, ილიას სამედიცინო გუნდმა სასწრაფოდ წონის შეწყვეტა მოთხოვა. თოფურია ახლა შემოწმებას გადის.

საერთოდ, ილიას ნათქვამი აქვს, რომ წონის კლება უჭირს და როგორც ჩანს, ამ მხრივ გარკვეული პრობლემები წარმოიშვა.

ჯერჯერობით, თოფურიას გუნდს დაზუსტებული ინფორმაცია არ გაუვრცელებია. შესაძლებელია, მებრძოლს ჰონორარის 30% ჩამოეჭრას და ისე შედგეს ბრძოლა.

საინტერესოა, რომ ქართველთან რამდენიმე დღის წინ ბრძოლას მოვსარ ელოევი კოვიდის გამო ჩამოშორდა.

თოფურია – ჟორდენის დაპირისპირება  თბილისის დროით 23 იანვარს დილით არის ჩანიშნული.

მინო რაიოლა რეანიმაციაშია მოთავსებული

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა საავადმყოფოში მოხვდა. გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ რაიოლა უკვე რამდენიმე კვირაა მილანის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ამის მიზეზი ფილტვების დაავადებაა.

წყაროს თანახმად, იტალიელი აგენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, თუმცა ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინო რაიოლა გეგმიურ სამედიცინო გამოკვლევას იტარებდა, რის გამოც ანესთეზიის გაკეთებაც დასჭირდა. აგენტისთვის საჰაერო გზით მგზავრობა ჯერჯერობით არ არის ნებადართული.

შეგახსენებთ, რომ მინო რაიოლა ერლინგ ჰოლანის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, პოლ პოგბას, ჯანლუიჯი დონარუმასა და სხვა ცნობილი ფეხბურთელების აგენტად მუშაობს.

გორის “დილა” ბრაზილიელი შემტევით ძლიერდება

გორის “დილა” რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და მათ შორის, ლუგა გუგეშაშვილმა, ირაკლი ბიძინაშვილმა და დავით მაისაშვილმა. გუნდს გაძლიერება სჭირდება და ანდრეი დემჩენკო 26 წლის ბრაზილიელ შემტევ ალვარო ტავარეს ვიეირას იმატებს.

ალვარო უკრაინულო “ლვოვის” ფეხბურთელია, რომელსაც 2018 წელს თვითონ დემჩენკო წვრთნიდა.

ფეხბურთელი 2 წლის წინ აზერბაიჯანულ “კეშლაში” იყო განათხოვრებული, 2021 წელი “ლვოვში” გაატარა, თუმცა მისი ახლანდელი სათამაშო ნომერი უკვე სხვა ახალწვეულმა აიღო და  კლუბიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. 71 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.

ტავარესს ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველად, მარჯვენა ვინგერა და თავდამსხმელად შეუძლია თამაში. Transfermarkt მას 400 ათას ევროდ აფასებს.

“დინამო თბილისი” ოფიციალურ განცხადებს ავრცელებს

“დინამო თბილისი” ოფიციალურ განცხადებს ავრცელებს ზორან მარუშიჩზე.

“დინამო თბილისი” ზორან მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას იწყებს. სერბმა ფეხბურთელმა ცალმხრივად, თვითნებურად დაარღვია დინამოსთან არსებული მოქმედი ხელშეკრულება. მიუხედავად თბილისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტისა, ფეხბურთელმა მიიღო კარიერის უცხოეთში გაგრძელების გადაწყვეტილება და დადებული კონტრაქტის გარდა, დაარღვია ფიფას საერთაშორისო სამართლის ნორმები”, – წერია განცხადებაში.

„დინამო თბილისმა ზორან მარუშიჩთან 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში გააქტიურა კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის კონტრაქტი ავტომატურად, 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დინამო თბილისმა შესაბამისი ღონისძიების გატარება უკვე დაიწყო.“ – განაცხადა დინამო თბილისის სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა.

გავრცელებული ცნობით, მარუშიჩმა კონტრაქტი უზბეკურ “ნავბაჰორთან” გააფორმა.

 

ტონი კროოსის ყვითელი ბარათი “ელჩესთან” მატჩში (ვიდეო)

“ანანიძე ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ მისნაირი საკმარისად ბევრია” – რუსი მწვრთნელი

მოსკოვის “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელის ყოფილმა ასისტენტმა დმიტრი ანანკომ, რომელიც “სპარტაკში” ფეხბურთელობისას 11 წელი გამოდიოდა, ჯანო ანანიძეზე ისაუბრა.

ჟურნალისტი: ჯანო ანანიძე მართლაც ასეთი ნიჭიერი მოთამაშე იყო, როგორც მასზე საუბრობენ?

დიახ, ნათელი გონება, ტექნიკური. თუ ნამდვილად სურდა დიდი ფეხბურთელობა, ამის ყველა კომპონენტი ჰქონდა, თუმცა ხასიათი არა. ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ მისნაირი საკმარისად ბევრია. თუ სხვა გუნდში იქნებოდა და არა “სპარტაკში”, ანანიძის მიმართ ნაკლები ყურადღება იქნებოდა. გარდა ამისა, ტრავმებისკენ ზედმეტად მიდრეკილია – განაცხადა ანანკომ ჯანოზე.

ჯანო “სპარტაკში” 2009-19 წლებში თამაშობდა. ახლა, ჯერჯერობით, უგუნდოდ არის.

წაიყვანს თუ რა შოთა კვარას “ჰალში”? – არველაძის კომენტარი

შოთა არველაძე სულ მალე ინგლისურ “ჰალ სიტის” ჩაიბარებს. თურქმა ბიზნესმენმა აჯუნ ილიჯალიმ “ჰალ სიტი” ოფიციალურად უკვე იყიდა.

არველაძის ამბავის გაგების შემდეგ გულშემატკივართა ერთი ნაწილი შოთას მოუწოდებდა “ჰალ სიტიში” ხვიჩა კვარაცხელია წაეყვანა, მაგრამ ამაზე სპეციალისტს მოკლე და პირდაპირი პასუხი აქვს.

“აბა როგორ, “რუბინი” კვარას 15-20 მილიონ ევროდ აფასებს და ამდენი არ იქნება”, – განაცხადა შოთიმ მის ბოლო ინტერვიუში.

გავრცელებული ინფორმაციით, ილიჯალი შოთას ზამთარში 15 მილიონს გამოუყოს, ამ თანხის სანაცვლოდ კი ქართველი რამდენიმე ფეხბურთელს შეიძენს.