დათო ტურაშვილი: “მე ვარ დიეგო” / მხოლოდ ქინქლაძე იყო ჩემზე მაგარი”

მწერალმა დათო ტურაშვილმა დათო გორგილაძის გადაცემა “აუტანელ სიმსუბუქეში” მარადონაზე ისაუბრა.

გორგილაძის კითხვა: ვინ იქნებოდა მარადონა რომ არ გაესინჯა ნარკოტიკი, იმაზე დიდი როგორ იქნებოდა, რაც უკვე იყო?

“ვუყურებდი ლაივში მის დაკრძალვას და სულ ვკითხულობდი კომენტარებს, ძირითადად არგენტინელების. ვუყურებდი მათ რეაქციებს, შეფასებებს და იყო 50-50-ზე, ცოტა მეტი, ვისაც უყვარს. აქვთ მის მიმართ ფანატიური სიყვარული ან პირიქით. სწორედ იმის გამო, რომ იყო ყველაზე დიდი, მაგრამ არა, როგორც სპორტსმენი ან ფეხბურთელი. მარადონამ მათთვის და არგენტინისთვის ყველაზე მეტი შეძლო და ყველაზე მეტი გაიღო მოედანზე. მე თარგმნილი მაქვს მისი წიგნი “მე ვარ დიეგო” და იქ ერთი ეპიზოდია, როგორ აღწერს მაისურის ჩაცმას. წარმოგიდგენია, ჩვენ ფეხბურთელებს ჰქონდეთ ეს განცდა, დამოკიდებულება და სიყვარული უბრალოდ მაისურადმი”.

“მე ერთხელ მეცვა მაისური, შოთა არველაძის დამსახურებით ამხანაგურ მატჩში. მარტო ქინქლაძე იყო ჩემზე მაგარი, დედაჩემი მეუბნებოდა ფეხები დაგეღუნება შვილოო, დამღუნოდა. ვალები მაინც არ მექნებოდა”, – განაცხადა ტურაშვილმა.

საინტერესოა, რომ 1994 წელს ქინქლაძე “ბოკაში” იჯარით იყო განათხოვრებული, სადაც მთავარ მწვრთნელად დიეგო მარადონა იყო. ქინქი იხსენება, რომ მარადონა ვარჯიშებზე 2 გოგონასთან ერთად მოდიოდა და უბრალოდ, არაფერს აკეთებდა.

ნიკა კაჭარავამ ბოდიში მოიხადა: ‘კაშია ქვილითაიას გოლს ბავშვივით აღნიშნავდა’

26 დეკემბერს, კვიპროსისი ჩემპიონატში “აპოელი” საკუთარ მოედანზე “ომონიას” დაუპირისპირდა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

ამ მატჩს გურამ კაშიასთან ერთად “ანორთოსისის” თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ესწრებოდა. 58-ე წუთზე ქვილითაიამ სტუმართა კარში გოლი გაიტანა, კაშიამ კი სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ ზეიმობდა თანამემამულის გოლს. კადრში გამოჩნდა კაჭარავაც.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, “ანორთოსისის” ფანებმა კაჭარავა მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან ეს კლუბი “აპოელის” ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქედ ითვლება. ამის გამო, ქართველ თავდამსხმელს ბოდიშის მოხდაც მოუწია:

“მინდა, მცირე განცხადება გავაკეთო დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით. მე ნაკრებში ჩემს თანაგუნდელთან და კაპიტანთან ერთად “ომონია” – “აპოელის” მატჩს ვესწრებოდი. ჩემმა მეგობარმა გადაიღო ვიდეო, როცა ის ქვილითაიას გოლს აღნიშნავდა. ამ დროს მე მეღიმებოდა, რადგან ის ისე ზეიმობდა, როგორც პატარა ბავშვი. მე არასოდეს ვიზეიმებ ჩვენი მოწინააღმდეგეების გოლს. ყოველთვის პატივს ვცემდი “ანორთოსისის” ფანებს და მათ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი. თუ ამ ვიდეოს გამო, ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა კაჭარავამ.

იხილეთ ვიდეო

ტერი “ჩელსიში” ბრუნდება

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერი შესაძლოა, კლუბში დაბრუნდეს. საუბარია აკადემიაში დასაქმებაზე, სადაც 41 წლის სპეციალისტი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოამზადებს.

“ჩელსიში” ჯონ ტერის დაბრუნების მთავარი ინიციატორები მისი ყოფილი თანაგუნდელები პეტრ ჩეხი და კარლო კუდიჩინი არიან, რომლებიც დღესდღეობით კლუბის სტურქტურაში მუშაობენ. ტერის დაბრუნებით დაინტერესებულია “ჩელსის” აკადემიის დირექტორი ნილ ბატიც.

შეგახსენებთ, რომ 2018-დან 2021 წლამდე ჯონ ტერი ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის, დინ სმიტის თანაშემწედ მუშაობდა, თუმცა ამ უკანასკნელის გათავისუფლების შემდეგ კლუბი დატოვა.

ბონუჩი: “რონალდუ ფეხებში მიიღებს”

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი, “სკუადრა აძურა” მუნდილის საგზურისთვის პორტუგალიისა და თურქეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

“მინდა, საჩუქარი გავუკეთო შვილებს, რომელთაც იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე არასდროს უნახავთ. ამ თემაზე კრიშტიანუ რონალდუს ვესაუბრე და ჩვენი ნაკრებების შესაძლო დაპირისპირებაზეც ვიხუმრეთ. ვნახოთ, რა იქნება მოედანზე, თუმცა კრიშტიანუმ იცის, რომ ჩვენგან ფეხებში მიიღებს”, – თქვა ბონუჩიმ “რაი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური რაუნდის მატჩები 2022 წლის 24 მარტს ჩატარდება, ხოლო ფინალური შეხვედრები 29 მარტს გაიმართება.

საოცარი მომენტი საქართველოს ჩემპიონატში – იური ლომაძის ილეთი ბოლო წამებში (ვიდეო)

26 დეკემბერს ბათუმში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მორიგი საშეჯიბრო დღე გაიმართა. 72კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს იური ლომაძე და ოთარ აბულაძე შეხვდნენ.

გამარჯვებული ბოლო წამებში გამოვლინდა. აბულაძე მეტოქეს ანგარიშით 5:3 ამარცხებდა, თუმცა ლომაძემ 4-ქულიანი გდება შეასრულა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

იხილეთ ლომაძის გადამწყვეტი ილეთი

იხილეთ სრული შეხვედრა

კვარაცხელია: “მამუკა ჯუღელს 100 პროცენტით ვენდობი”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მის შესაძლო ტრანსფერზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

ხვიჩამ გადაცემაში “სპორტი იმედზე” აგენტ მამუკა ჯუღელზეც ისაუბრა.

“თუ რამე გადასაწყვეტია, ალბათ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა გადაწყდეს ყველაფერი. რუსი ჟურნალისტების კრიტიკა ჩემზე დიდ გავლენას არ ახდეს. ყველას შეუძლია ყველაფერი თქვას, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. არც ვცდილობ, რამე ვიკითხო.

მე და მამუკა ჯუღელი 12 წლიდან ერთად მოვდივართ. ის მამაჩემის ახლო მეგობარია. დიდი ხანია ახლო ურთიერთობა გვაქვს ოჯახთან. მასზე და რა თქმა უნდა, ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი. დარწმუნებული ვარ და 100 პროცენტით ვენდობი, რომ ის ჩემთვის საუკეთესოს გააკეთებს”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

როგორ აღნიშნეს ფეხბურთის ვარსკვლავებმა შობის დღესასწაული (ფოტო)

25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს დიდმა ნაწილმა შობის დღესასწაული აღნიშნა. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ფეხბურთის ვარსკვლავებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.

უსმან დემბელე მოულოდნელად დაქორწინდა (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” გარემარბი უსმან დემბელე ბევრისათვის მოულოდნელად დაქორწინდა. ღონისძიება მაროკოში გაიმართა.

ესპანური მედიის ცნობით, “ბარსელონაში” მისმა თანაგუნდელებმა ქორწილის შესახებ არაფერი იცოდნენ.

“დინამო ბათუმის” უცნაური ტრანსფერები

ბათუმის “დინამოს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველი ტრანსფერი გორის “დილადან” 24 წლის ირაკლი ბიძინაშვილი იყო, რომელმაც გასულ სეზონში ძალიან კარგი შედეგი დადო და გულშემატკივარსაც მისი ტრანსფერი გაუხარდა.

შემდგომში “დინამომ” 30 წლის მილან რადინი “დინამო თბილისიდან”, 30 წლის თავდამსხმელი სტეფან დენკოვიჩი, რომელმაც ყაზახეთის ჩემპიონატის 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და მისი “კაისერი” უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ასევე, 33 წლის ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი ქობულეთის “შუქურადან” დაიმატა.

როგორც ხედავთ, “დინამო” სამი უკვე 30 წელს გადაცდენილი ფეხბურთელით შეივსო. რადინს რომ თავი დავანებოთ, დენკოვიჩს ნამდვილად არ აქვს სახარბიელო სტატისტიკა, ხოლო, რეხვიაშვილის საუკეთესო წლები უკვე ჩავლილია და მას დღევანდელი ფორმით, აზაცკიც და მალხაზ გაგოშიძეც სჯობნის.

ბათუმელებს გაცილებით ძლიერი მოთამაშეების დამატება სჭირდებათ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად. წასული ფეხბურთელები, მათ შორის, გიორგი ნიქაბაძე, მანჯგალაძე, გაგოშიძე, თევდორაძე, შინდაგორიძე და გროცურეკი ზემოთჩამოთვლილ მოთამაშეებს არ ჩამოუვარდებიან.

ასეთ დროს პასი არ უნდა მისცე – აზრი არ აქვს (ვიდეო)

თურქეთის სუპერ ლიგაში ძალიან სახასიათო საფეხბურთო მომენტი მოხდა, როცა თავდამსხმელი მეკარესთან 1-1-ზე გავიდა, თუმცა თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაზე ჰყავდა და პასი არ მისცა.

საერთოდ, ასეთ დროს პასი უნდა მისცეს, მაგრამ არა ამ შემთხვევაში.

ალესანდრე ჩივაძე: “აი, ამიტომ არ გავაგრძელე სამწვთნელო კარიერა”

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ “საფეხბურთო ტაიმ-აუტში ვლადიმერ გუცაევთან” ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გააგრძელა სამწვრთნელო კარიერა.

“პირველად საქართველოს ნაკრებით რომ გავედი შესარჩევში, არავინ გვეთამაშებოდა, მარტო აზერბაიჯანი გვეთამაშებოდა. ყველა ნორმალურ ნაკრებს 2 წლით ადრე ჰქონდა დაგეგმილი ამხანაგური მატჩები. აზერბაიჯანს ხან გურჯაანში ვხვდებოდით, ხან განჯაში, ხან ყვარელში. რაც არ უნდა თეორიულად ილაპარაკო, თუ შენ იმ გუნდს არ ეთამაშები, რომელიც საჭიროა, ძალიან რთულია. ნოდარ ახალკაცმა 1 კვირით ადრე მითხრა, ნიგერიის ნაკრებს უნდა ჩვენთან თამაშიო მსოფლიოს წინ.  ისე გამიხარდა, დავთანხმდი, 1-2 თვეში უკვე შესარჩევის მატჩები მეწყობოდა. ნიგერიის ნაკრებს მაშინ 7-8 მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავდა. ჩვენი მეკარე, ირაკლი ზოიძე კუთხურის ჩამოწოდებისას გამოვიდა და ხელით ბურთს ვერ შეწვდა და ამ დროს თავდამსხმელმა მკერდზე გაიჩერა. წარმოიდგინე, რამხელა განსხვავებაა”

“რისი თქმა მინდა, როცა ნაკრების მწვრთნელი ხარ, სულ ყოველთვის წარმატებას ითხოვენ შენგან. ჩვენი ნაკრები კი, 3 დღით მოდიოდნენ ბიჭები, ორი ლეგიონერი მყავდა, ქეცბაია და ცხადაძე, მაგრამ ბიჭებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი დადეს და საუკეთესო შედეგი გვაქვს ისტორიაში. 15 ქულა ავიღეთ და 2 ქულით გაგვასწრო ბულგარეთმა. მერე ინგლისთან რომ წავაგეთ, გაზეთებმა ისეთი რაღაცები დაწერეს, მეთქი ეს რა ხდება. ახლა ვსაუბრობ, თუ რატომ არ გავაგრძელე სამწრვთნელო კარიერა, ნაკრების დონეზე როცა ასეთ დონეს ითხოვენ, თუნდაც საქართველოს პირველობაზე რომელი გუნდი რომ ჩამებარებინა, თუ ევროპაზე არ გახვიდოდი, წარუმატებლობად ჩაგითვლიდნენ”, – განაცხადა ჩივაძემ.

ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ნაკრებს 1993-97, 2001-03 წლებში წვრთნიდა. სწორედ მის დროს დავიკავეთ შესარჩევის ჯგუფში ყველაზე მაღალი, მე-3 ადგილი. გარდა ამისა, 2012-16 წლებში 21-წლამდე ნაკრებს ედგა სათავეში.

იოახიმ ლიოვს თურქეთში იწვევენ

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს შემოთავაზება თურქეთის სუპერლიგიდან აქვს. ავტორიტეტული ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ 61 წლის გერმანელ სპეციალისტს “ფენერბაჰჩე” ეპატიჟება.

თურქები ლიოვს კონტრაქტის 2024 წლამდე გაფორმებას სთავაზობენ და მისგან პასუხს უახლოეს პერიოდში ელიან.

შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვი 2006-დან 2021 წლამდე გერმანიის ნაკრებს თავკაცობდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი, კონფედერაციის თასი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო.