მამარდა 21-წლამდელებს შორის მე-5 ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა

“ვალენსია” უახლოეს პერიოდში აპირებს გიორგი მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა წელსვე მინიმუმ 30 მილიონამდე გაზარდოს, როცა თბილისის “დინამოდან” მხოლოდ 800 ათას ევროდ შეიძინა.

გერმანულმა Transfermartk-მა მამარდა 21 მარტს 5 მილიონ ევროდ შეაფასა, თუმცა მარტის შემდეგ ქართველი “ვალენსიას” ძირითადში დამკვიდრდა და სამჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

ამ დროისთვის, 21-წლამდელებს შორის მე-5 ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა, თუმცა დიდი ალბათობით, გერმანელები მის ღირებულებას რამდენიმე მილიონს მალე დაუმატებენ და მოსალოდნელია, რომ გიორგი მინიმუმ სამეულში მოხვდეს.

 

როცა შენი გუნდი 0-6 ნადგურდება, ლა ლიგიდან გავარდა და 90 წუთი არ გაჩერებულხარ (ვიდეო)

გუშინ მადრიდის “რეალმა” “ლევანტე” 6-0 გაანადგურა. “ლევანტე” ოფიციალურად გავარდა ლა ლიგიდან, თუმცა ვალენსიელების ერთგული გულშემატკივარი 90 წუთი არ გაჩერებულა და ბოლომდე გუნდთან ერთად იყო.

Marca: “ვალენსიას” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

ცნობილი ესპანური გამოცემა Marca “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის შეცვლას პროგნოზირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბორდალასს კონტრაქტი ერთ წელში ეწურება და “ვალენსიამ” თასის ფინალში გასვლა შეძლო, ხელმძღვანელობას თავკაცით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ არის.

“ღამურები” ბორდალასის შემცვლელად “გრანადას” ყოფილ მწვრთნელს, დიეგო მარტინესს განიხილავენ.
სწორედ მარტინესის “გრანადამ” გამოაგდო “ლოკომოტივი” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან.

41 წლის მარტინესი “გრანადას” 3 წლის განმავლობაში წვრთნიდა და 2021 წლის მაისის შემდეგ თავისუფალია.

ზაფხულში “ვალენსიაში” დიდი ცვლილებები იგეგმება. შესაძლოა, შეიცვალოს კლუბის მფლობელიც.

მიდის

ავტორიტეტული გერმანული წყაროები იუწყებიან, რომ მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერის სხვა გუნდში გაგრძელების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობასაც აცნობა.

“ბაიერნსა” და 33 წლის პოლონელ ფეხბურთელს შორის არსებულ შრომითი ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულში გასდის. კლუბს კონტრაქტის გაგრძელება სურდა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. “რეკორდმაისტერი” ლევანდოვსკის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს მოითხოვს. მოთამაშის დამატებით ყველაზე მეტად “ბარსელონაა” დაინტერესებული.

რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” ფორმით 45 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა.

შურისმაძიებელი

“ლივერპულის” შემტევ მოჰამედ სალაჰს 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კარგად ახსოვს, უფრო ზუსტად – ცუდად. მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში მადრიდის “რეალის” მაშინდელმა მცველმა სერხიო რამოსმა ეგვიპტელ ფეხბურთელს ისეთი ტრავმა მიაყენა, რომ სალაჰმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და შესაცვლელი გახდა, მთავარი ლიდერის გარეშე დარჩენილი “ენფილდროუდელები” კი ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ.

“რეალთან” წინა ფინალი ისე მახსოვს, თითქოს ის შეხვედრა გუშინ იყო. იმედი მაქვს, “ლივერპული” შურს იძიებს. ამ მატჩისთვის კარგად ვართ მომზადებულნი”, – ციტირებს სალაჰის სიტყვებს Goal-ი.

ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა “ლივერპულსა” და მადრიდის “რეალს” შორის 28 მაისს, “სტად დე ფრენსზე” ჩატარდება და მას კლემან ტიურპენი ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.  მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

“სპალეტი როცა წახვალ, პანდას მაშინ დაგიბრუნებთ” – ნაპოლის ფანები მწვრთნელს ულტიმატუმს უყენებენ

“ნაპოლის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის დიეგო მარადონას სტადიონის გარეთ შემდეგი სახის ბანერი დახვდა.

“16-10-21. სპალეტი მაშინ დაგიბრუნებთ პანდას, როცა წახვალ”

სპალეტის 2021 წელს ფიატ პანდა მოპარეს და ფანები ამ ხერხით მის წასვლას მოითხოვენ. ლუჩანოს გაშვებას ერთი პერიოდი აურელიო დე ლაურენტისიც ფიქრობდა.

AS: “ვალენსიამ” დაიწყო! მამარდას ხელფასი, გამოსასყიდი თანხა და ყველაფერი მოემატება!

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანური გამოცემა AS მამარდაშვილზე წერს.

“ვალენსიას” მიმდინარე სეზონში აშკარა ჩავარდნა აქვს, ბოლოს წააგო თასის ფინალიც, მაგრამ ამ სეზონის აღმოჩენა და მთავარი ვარსკვლავი გიორგი მამარდაშვილია, რომელიც კლუბმა სულ რაღაც 850 ათას ევროდ მე-2 გუნდისთვის შეიძინა და დღეს გუნდის მომავლად ითვლება.

“ვალენსიამ” უკვე მამარდაშვილთან და მის აგენტთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიწყო საუბარი. ჯერ, ხელმძღვანელობა სოლერთან, გაიასთან და გილამონთან შეეცდება მოლაპარაკებას, რადგან მათი საკითხი გაცილებით უფრო სწრაფად მოსაგვარებელია. აუცილებლად გაიზრდება მისი გამოსასყიდი თანხაც და ხელფასიც. “ღამურებს” 30 მილიონზე მეტად მხოლოდ 6 ფეხბურთელი ჰყავს გაყიდული და შესაძლოა, მათ შორის, ქართველიც აღმოჩნდეს. ყველაფერი რამდენიმე კვირაში დადებითად გადაწყდება. რაც მთავარია, მამარდაშვილს “ვალენსიაში” დარჩენა სურს”, – იტყობინება AS.

გიორგი ესპანეთში თბილისის “დინამოდან” მოხვდა. თავიდან, “ვალენსიას” მე-2 გუნდში უნდა ეთამაშა, მაგრამ სილესენისა და ხაუმეს ტრავმების გამო ლა ლიგის პირველ მატჩები ძირითადში დაიწყო და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ იყო 4-თვიანი უთამაშებლობა, მაგრამ ბოლომდე ჟინი და ვარჯიში და მისი შრომაც დაფასდა.

ფოტოზე: “ვალენსიას” მფლობელი პიტერ ლიმი

ჩალჰანოღლუს ფანტასტიკური პენალტი “იუვენტუსის” კარში (ვიდეო)

“ინტერმა” კოპა იტალიის ფინალში “იუვენტუსს” 2-4 მოუგო. მე-80 წუთზე ჩალჰანოღლუმ საოცრად მაგარი პენალტი დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.

ქეცბაიას “ანორთოსისში” ქართველი ფეხბურთელი მიჰყავს

კვიპროსული Goal-ის და Sport 24-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიას “ანორთოსისში” 30 წლის ქართველი თავდამსხმელის, ავთანდილ ებრალიძის დამატება სურს.

ებრალიძე “დოქსას” რიგებში ირიცხება და ამ სეზონში 22 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი შეასრულა.

ქეცბაიას სურს ფლანგები გადაახალისოს და თან, ზაფხულში ეს ყველაფერი უფასოდ გააკეთოს. ებრალიძეს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

თემურთან ახლა მხოლოდ 1 ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ლორია თამაშობს.

“ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში 48 ქულით მე-4 ადგილზეა და შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოხვდეს.

 

გიორგი ასანიძე: “მიხეილ სააკაშვილი თუ გათავისუფლდება, ძალიან კარგი იქნება”

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ, რომელიც 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში” მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

“ყველა ამას ვითხოვდით და ლოგიკურიც არის მისი გადაყვანა. მიშას ჯანმრთელობა ამის საფუძველს იძლეოდა, ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ კარგი ნაბიჯია”

ზედმეტი პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ. ყველასთვის უნდა იყოს საინტერესო მისი ჯანმრთელობა და განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის. მისი შერყეული პოზიციები ვერ იქნება კარგი იმიჯი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და მხოლოდ პირადი ამბიციებით არ უნდა ვმოქმედებდეთ. მას უნდა ჰქონდეს უფლება თავისი აბსურდული თუ ლოგიკური ბრალდებების საპასუხოდ სასამართლოში ჯანმრთელად წარდგეს. თუ საერთოდ გათავისუფლდება, საერთოდ კაია.”

“ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია, არ გვაქვს უფლება წავშალოთ წარსული. რა თქმა უნდა, შეცდომებზე სწავლობს ყველა ადამიანი და ყველა უნდა იყოს ჯანმრთელი. ამ ხელისუფლებამაც უნდა ისწავლოს თავის შეცდომებზე. ძალიან კარგად მახსოვს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ნაბიჯები, 1989 წლის 9 აპრილი, ასევე საჩხერეში, სადაც უამრავმა ადამიანმა თავი შესწირა დამოუკიდებლობას.  2000 წლის შემდეგ იყო პროგრესი. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ყველა მგრძნობიარეა იმ ტკვილისა და მწუხარების მიმართ, მაგრამ ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი, არ უნდა მივცეთ საფუძველი ჩვენ გარე მეგობრებს ჩვენი დაკარგვის”

“ამიტომ, ის ისტორია, რომელიც ძალიან საამაყოა, უამრავი თაობები გაიზარდა დი უამრავი საამაყო ადამიანია პოლიტიკურ ასპარეზზე, კულტურულ, სპორტულ ცხოვრებაში., სწორედ ასეთი საქართველო უნდა ავაშენოთ. აქედან გამომდინარე, შეცდომა იქნება თუ ცუდად განვითარდება და ამ ქვეყნის შვილებმა, ყველამ უნდა იფიქროს სწორად“, – განაცხადა ასანიძემ.

მიხეილ სააკაშვილს დღეს კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანენ.

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯელეს გალაქსის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი უდგას სათავეში, რომელსაც წლიური საკონტრაქტო და სასპონსორო შეთანახმებებიდან 126,9 მილიონი აშშ დოლარი ეძლევა. მეორე ადგილზეა “პარი სენ-ჟერმენის” შემტევი ლიონელ მესი, რომელიც წელიწადში 122 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, 115 მილიონი არის “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს ჯამური ანაზღაურება.

რეიტინგის ზედა ათეულის გაცნობა აქვე შეგიძლიათ:

ფინალი ფრანგს ანდეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალურ მატჩს კლემან ტიურპენი ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

39 წლის არბიტრი საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრებს 2008 წლიდან სჯის, საერთაშორისო დონეზე კი 2010 წლიდან მუშაობს. ტიურპენს ევროპის 2016 და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატებზე უმუშავია. გასულ სეზონში მას ევროპის ლიგის ფინალური შეხვედრა ანდეს.

ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი “ლივერპულსა” და მადრიდის “რეალს” შორის 28 მაისს, “სტად დე ფრენსზე” ჩატარდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.