შოტლანდიური კლუბის ორიგინალური სატრანსფერო მეთოდი, ფეხბურთელის ბედს ფანები წყვეტენ
შოტლანდიურმა საფეხბურთო კლუბმა “ლივინგსტონმა”, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის ბინადარია, საკუთარი ფეხბურთელის, მეკარე გარი მეილის ბედის გადაწყვეტა საკმაოდ ორიგინალური მეთოდით აირჩია.
კლუბი სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს, კითხვით – დაიტოვოს თუ არა ფეხბურთელი გუნდში? ვარიანტები ასეთია: “დიახ, შესთავაზეთ კონტრაქტი” და “არა, გაუშვით”.
ამ დროისთვის გამოკითხვაში 150 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა 68 პროცენტმაც ხმა ფეხბურთელის შენარჩუნებას მისცა.
გარი მეილი 37 წლისაა და ის “ლივინგსტონის” სარეზერვო მეკარედ ითვლება.
📋| Quite possibly a football first but we’re giving you the chance to decide on the future of goalkeeper @Maley1Gary.
With his contract expiring next month, we’re leaving it in the hands of the fans as to whether or not we offer “Stretch” an extension.
Stay or go – you decide!
— Livingston FC (@LiviFCOfficial) May 25, 2020