მორატა: “იუვე” არ უნდა დამეტოვებინა, “რეალი” ბავშვივით მომექცა”

ალვარო მორატამ ტურინის “იუვენტუსში” ორი სეზონი გაატარა და შემდეგ მადრიდის “რეალში” დაბრუნდა. გასულ წელს ესპანელი თავდასხმელი საკმაოდ შედეგიანი იყო, თუმცა ზინედინ ზიდანი მას მაინც არ აძლევდა საკმარის სათამაშო დროს. ამის  შემდეგ, ფორვარდმა ესპანეთი დატოვა და ლონდონის “ჩელსიში” გადაბარგდა.

მორატამ La Gazzetta dello Sport-თან თავის წარსულზე ისაუბრა.

“ნეტავ, “იუვენტუსი” საერთოდ არ დამეტოვებინა. “რეალში” იმიტომ დავრუნდი, რომ კონტრაქტში კონკრეტული პუნქტი იყო, რომლისთვისაც პატივი უნდა მეცა და მას დავმორჩილებოდი. მაგრამ იმედი ძალიან გამიცრუვდა. მადრიდში ისევ ისე მომექცნენ, როგორც ამას ტურინში წავსლამდე აკეთებდნენ – თითქოს, ბავშვი ვიყავი.”

“ჩელსიში” კონტეს გამო მოვედი. მოლაპარაკებები გასულ ზაფხულში დაიწყო და საბოლოოდ, აქ ვარ. ის მომთხოვნია, თუმცა მოთამაშეებს სათანადოდ აფასებს. ანტონიოს ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს, დაიხარჯოს – შესაბამისად, მწვრთნელიც საუკეთესო შედეგს იღებს,” – აცხადებს ესპანელი.

ვალვერდე: “სუპერთასის წაგების შემდეგ, კარგ ფორმაში შევედით და “იუვესაც” მომზადებულები ვხვდებით”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს.

შეხვედრის წინ, “ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“თავიდანვე გეტყვით, რომ ჯერ არ ვიცი, დაიწყებს თუ არა უსმან დემბელე პირველივე წუთიდან თამაშს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სრულიად მზად იქნება. ის კარგად ვარჯიშობს და გუნდთან ნელ-ნელა ინტეგრირდება.”

“სუპერთასზე დამარცხება დავიწყებას მიეცა, ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაში ვართ. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია. პროგრესირება და გამარჯვებულის პოზიციაზე ყოფნა გვსურს.”

“გასულ უქმეებზე 5-0 ვიმარჯვეთ, გვინდა რომ ყველა ტურნირზე დამაჯერებლად მოვიგოთ და ასე გავაგრძელოთ სვლა. ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას. “ბარსა” რამდენიმე სეზონის მანძილზე გახდა ჩემპიონი და ახლაც იგივე გვსურს. ჩვენ დღეს უძლიერესი კლუბის წინაარდეგ ვითამაშებთ. მათ ბონუჩი დაკარგეს, რაც ხელს გვაძლევს. დიდი ხანი არ გასულა, რაც ერთმანეთს ვეთამაშეთ. “იუვე” ბურთს კარგად ამოძრავებს და პრესინგსაც სწორად თამაშობს. ჩვენ დომინირებას და მათ დამარცხებას შევეცდებით” – აცხადებს ვალვერდე.

მასიმილიანო ალეგრი: “დღეს “ბარსელონას” დამარცხება გვსურს”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს.

პრინციპული დაპირისპირების წინ, იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რაც მათ არაპროგნოზირებადს ხდის, ეს არის კლუბში მოთამაშე ფეხბურთელები და არა სათამაშო სისტემა. მაგალითად, ინიესტა, დემბელე… კარგი თამაში უნდა ჩავატაროთ. “ბარსელონამ” შესანიშნავად დაიწყო სეზონი და ახლა “რეალზე” ოთხი ქულით მაღლაა. ვფიქრობ, ისინი მსოფლიოში “ბლანკოსთან” ერთად საუკეთესოები არიან. როცა “ბარსელონა” პრესინგს მიმართავს, შევეცდებით, შემოქმედებითად ვითამაშოთ.”

“მიზანი, თავიდანვე, გოლის გატანა იქნება. ამ კლუბს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ეს არაა შეხვედრა, რომელიც გადაწყვეტს ჯგუფში პირველი ადგილის ვინაობას. თუმცა, ჩვენ მათ დამარცხებას შევეცდებით,” – აცხადებს იტალიელი.