გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “რეალმა” მერსესაიდის “ლივერპული” ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და თასს დაეუფლა. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ მომეტში მადრიდელა კაპიტნის, სერხიო რამოსის იდაყვი მოწინააღმდეგეთა კარის დარაჯს, ლორის კარიუსს თავში მოხვდა. თამაშის შემდეგ გერმანელი მეკარე შეამოწმეს და მას ტვინის შერყევა დაუფიქსირდა.
ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სწორედ ნახსენებ შემთხვევას დააბრალა ფინალში წაგება.
“კარიუსის ასეთ ცუდ გამოსვლას სწორედ მასსა და რამოსს შორის მომხდა ინციდენტი ხსნის. დარტყმამ მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, რამაც შეცდომები განაპირობა,” – ამბობს გერმანელი.