რუსეთი — კორეა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთისა და კორეის რესპუბლიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში მატჩის 68-ე წუთზე გაიხსნა, როცა შეცვლაზე შემოსული კიუნ-ჰო ლის დარტყმის შემდეგ რუსთა კიპერმა იგორ აკინფეევმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ბურთი ხელიდან გაუვარდა. 74-ე წუთზე აგრეთვე შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრ კერჟაკოვმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კორეელთა შემტევი ნახევარმცველი ჰიუნგ-მინ სონი დაასახელეს.

ლევერკუზენის „ბაიერში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 84 წუთი დაჰყო, გააკეთა 27 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

რუსეთმა და კორეამ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

რუსეთის და კორეის ნაკრებების შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ დაძაბული მატჩის მეორე ტაიმში გულშემატკივრებმა ორი შედეგიანი დარტყმა იხილა.

68-ე წუთზე ლეემ შორიდან დაარტყა, აკინფეევს ბურთი ხელიან გავუვარდა და კარში შევარდა. გაშვებული გოლის შემდეგ რუსები გააქტიურდნენ და 74-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული კერჟაკოვის გოლით გაათანბრეს.

დარჩენილ დროში რუსეთის ნაკრები ბევრს უტევდა, თუმცა კაპელოს შეგირდებმა ხეირიანი ვერაფერი შექმნეს და შეხვედრაც ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

 

პრევიუ: რუსეთი – კორეა

რუსეთისა და კორეის შეხვედრა შესაძლოა H ჯგუფში მეორე ადგილისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. 

ჯგუფში ფავორიტი ბელგიაა, ხოლო გამოკვეთილი აუტსაიდერი – ალჟირი. მეორე პოზიციისთვის, დიდი ალბათობით, სწორედ რუსეთი და კორეა იბრძოლებენ.

რუსეთის ნაკრებმა მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მნიშნველოვანი დანაკლისი განიცადა. კაპელოს გუნდს კაპიტანი რომან შიროკოვი გამოაკლდა, თუმცა ამან რუსების გამოსვლაზე დიდი გაველნა არ უნდა მოახდინოს. რუსეთის ნაკრების დამრტყმელი ძალა მთავარი მწვრთნელია, და არა რომელიმე მოთამაშე. რუსი გულშემატკივრების იმედები სწორედ ფაბიო კაპელოს ცოდნას უკავშირდება, რომელიც ახალგაზრდა კოკორინს და ძაგოევს მიიჩნევს მთავარ დამრტყმელ ძალად.

კორეელების შემადგენლობაში ევროპული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვსი ნაცნობი სახეები გასულ წლებათან შედარებით ნაკლებია. თუმცა კორეელებს მუნდიალებზე დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელი ჰყავთ. ჰონგ მიუნგ ბომ მოთამაშის სტატუსი ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. 45 წლის სპეციალისტი მწვრთნელის რანგში მუნდიალზე პირველად მიემგზავრება და წარმატების იმედი აქვს.

ბომ კორეელთა ნაკრები საგრძნობლად გაახალგაზრდავა. მოთამაშეთა უმრავლესობა აზიური კლუბების ღირსებას იცავს, თუმცა შემადგენლობაში იგნლისური და გერმანული ჩემპიონატის წარმომადგენლებიც არიან.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Russia_Korea_GEO

როცა ფეხბურთელი სამართლიანი თამაშის წესებს არ იცავს

რამდენიმე დღის წინ, სირიისა და კორეის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, საკმაოდ უცნაური რამ მოხდა.

სირიელმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის კარში გოლი მაშინ გაიტანა, როცა მისი თანაგუნდელი კორეელებს ბურთს უბრუნებდა.

სირიელების ამაზრზენი საქციელი (ვიდეო)

კვირას აზიის თასის ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა 22 წლამდე გუნდებს შორის. ჩემპიონატს ომანი მასპინძლობს.

სამხრეთ კორეის  და სირიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში არასპორტული საქციელის საკმაოდ ცუდი ფაქტი დაფიქსირდა.

უკანასკნელ წუთებზე, როდესაც სირია 2-0 მარცხდებოდა, კორეელებმა ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადააგდეს, რათა ტრავმირებული სირიელი მოთამაშისათვის ექიმებს დახმარება გაეწიათ.

ამის შემდეგ, დაუწერელი საფეხბურთო კანონის თანახმად, სირიელებს ბურთი კორეელებისთვის უნდა დაებრუნებინათ, თუმცა..