რუსეთის პრემიერ ლიგის მეთოთხმეტე ტურში მახაჩყალაში ადგილობრივმა “ანჟიმ” ტულას “არსენალს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3-2 სძლია.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ სასტარტოში მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მოხვდა. მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, კიპერმა კარგად ითამაშა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი სანაკრებო პაუზის შემდეგ ზედიზედ მეორედ მოხვდა სასტარტოში, რაც მართლაც სასიხარულოა. “ტულას” სათადარიგოთა შორის იყო ქართველი მცველი გია გრიგალავა, რომელიც შეხვედრაში 33-ე წუთზე ჩაერთო.
ამ გამარჯვების შემდეგ, “ანჟიმ” ბოლო ადგილს თავი მაინც ვერ დააღწია. რაც შეეხება გრიგალავას გუნდს, ისინი მეცხრე ადგილზე იმყოფებიან.