ლუკას ლეივა: “მუდამ ვუგულშემატკივრებ “ლივერპულს” და თამაშებსაც ვნახავ”

ლუკას ლეივამ “ლივერპულში” გატარებული 10 წლისა და ჩატარებული 346 მატჩის შემდეგ, კლუბიდან წასვლა და კარიერის იტალიურ “ლაციოში” გაგრძელება გადაწყვიტა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ენფილდის” დატოვებამდე კლუბის ღირსებაზეც ისაუბრა:”ლივერპული” განსაკუთრებული კლუბია, რომელიც ამ ქალაქს უნიკალურს ხდის. ვფიქრობ, ლივერპული ყველა სხვა ქალაქისგან განსხვავდება.

გულშემატკივრები კლუბში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ, მათ გარეშე “ლივერპული” ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც ახლა არის. მინდა ყველა იმ გულშემატკივარს გადავუხადო მადლობა, რომელიც გასაჭირში ზურგს გვიმაგრებდა.

მერწმუნეთ, ყოველთვის ვუყურებ “ლივერპულის” თამაშებს და მუდამ ვუგულშემატკივრებ ამ კლუბს,” – აცხადებს ლუკას ლეივა.

“გალათასარაი” ლუკას ლეივასადმი ინტერესის არსებობას ადასტურებს

თურქული “გალათასარაის” დირექტორი, ლევენტ ნაზიფოღლუ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თურქები “ლივერპულის” ნახევარმცველის, ლუკას ლეივას გადაბირებას აპირებენ.

ცნობისათვის გეტყვით, რომ 29 წლის ლუკასის გადაბირების ინტერესი ინგლისურმა “ნიუკასლმაც” გამოთქვა, რომელიც 2016/17 წლების სეზონში “ჩემფიონშიპში” მოსინჯავს ძალებს.

“ლუკას ლეივა ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელთა გადაბირებასაც ვაპირებთ. თუმცა, გვაქვს სხვა ვარიანტებიც. “- განაცხადა მან GSTV-სთან საუბრისას.

“ინტერმა” შესაძლოა, “ლივერპულის” ნახევარმცველი იჯარით დაიმატოს

შესაძლოა, ლუკას ლეივა იტალიაში გადაბარგდეს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი უკვე რამდენიმე დღეა “ნერაძურის” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს.

ცოტა ხნის წინ, ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ მზადაა, ლეივას ტრანსფერზე წინადადებები მიიღოს. ამას გარდა, არ წყდება ხმები, რომ “ლივერპული” ასერ ილარამენდს რამდენიმე დღეში დაიმატებს.

თავის მხრივ, “ინტერს” სჭირდება ნახევარმცველი, ვინაიდან გუნდმა წარუმატებლად დაასრულა მოლაპარაკებები ფელიპე მელოს ტრანსფერზე.

ლუკას ლეივა ქპრ-სთან თამაშს შეძლებს

“ლივერპულის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ლუკას ლეივამ ტრავმა მოიშუშა, რომლის გამოც უკანასკნელი შეხვედრები გამოტოვა. თუმცა, ახლა მოთამაშე ჯანმრთელადაა და საკუთარ გუნდს დაეხმარება.

Sky Sports-ის ცნობით, ლუკასს დღეს ქპრ-ს წინააღმდეგ გასამართ მატჩი უნდა ველოდოთ მოედანზე.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 28 წლის ლეივამ 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

“ლივერპულმა” “ინტერს” ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა

“სპორტ მედიასეტის” თანახმად, “ლივერპულმა” მილანის “ინტერს” ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა. კერძოდ, საუბარია ლუკას ლეივასა და მატეო კოვაჩიჩის გაცვლაზე.

“ინტერს” შეთავაზებისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია, “ნერიაძურიმ” გადაწყვეტილების მისაღებად დრო აიღო.

Lucas Leiva

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში კოვაჩიჩმა 28 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. რაც შეეხება ლუკას ლეივას, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

“ინტერი” ლუკას ლეივასაც დაიმატებს?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არ არის გამორიცხული, მილანის “ინტერმა” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატოს. Sky Sport Italia-ს ცნობით, “ნერაძური” “ლივერპულის” ნახევარმცველის ლუკას ლეივას შეძენას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “ინტერმა” ლონდონის “არსენალიდან” იჯარით ლუკაშ პოდოლსკის გადაბირება მოახერხა და როგოც ჩანს, მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი გუნდის გაძლიერებას ისევ აგრძელებს.

ცნობისთვის, ლუკას ლეივას შეძენის სურვილი ზაფხულში “ნაპოლისაც” სურდა, თუმცა მაშინ 27 წლის ფეხბურთელის იტალიის ჩემპიონატში გადაბარგება ვერ მოხერხდა.

“ლივერპული” ნაიჯელ დე იონგზე ფიქრობს

“ლივერპული” “მილანს” ნაიჯელ დე იონგის იჯარის თაობაზე დაელაპარაკება.

ინგლისური კლუბი ფეხბურთელით ლუკას ლეივას ტრავმის შემდეგ დაინტერესდა, რომლის მკურნალობაც დაახლოებით ორ თვეს გასტანს.

ნაჯელ დე იონგმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.