დღეს მადრიდის “ატლეტიკო” ევროპის ლიგის ფინალში მარსელის “ოლიმპიკს” დაუპირისპირდება. ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ვიცით, რომ ისეთი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ, რომელსაც შემტევი სტილი ახასიათებს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ მათი აგრესია ჩვენს ნახევარზე. ორივე კლუბი ერთნაირად, პირდაპირ ფეხბურთს თამაშობს. ენთუზიაზმიც ერთი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან თავდაჯერებულნი იქნებიან. ნახევარდცვა სწრაფ ტემპში იმოქმედებს. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. “მარსელი” ძალიან საშიშია. დიმიტრი პაიე შეხვედრის რიტმს მუდამ აკონტროლებს. ის ძალიან სწრაფია. ასევე, ამ გუნდის მწვრთნელი თავი საქმეს შესანიშნავად აკეთებს.”
სიმეონე, დისკვალიფიკაციის გამო, ლოჟიდან ადევნებს თვალს მატჩს. მის მაგივრობას შეხვედრის დროს, ასისტენტი, ხერმან ბურგოსი გაწევს.
“წინა დაპირისპირების შემდეგაც ვთქვი, რომ ის მე ძალიან მგავს. ერთნაირად გვესმის ფეხბურთი და ერთნაირად ვაზროვნებთ ამ საქმეში. შესაბამისად, მას ვენდობი. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ერთად,” – ამბობს სიმეონე.
შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიკისა” და “ატლეტიკოს” შეხვედრა 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.