კონტე: “ჩვენ ბევრი მუშაობა გვმართებს”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში “რომამ” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლა და 3-0 სძლია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლონდონელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა: “როდესაც 3-0 აგებ ეს ნიშნავს, რომ საქმე კარგად არ მიდის. ვფიქრობ პირველ ნახეარში კარგად გამოვიყურებოდით, შევქმენით რამდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, სამაგიეროდ მეტოქემ 2 უპასუხო გოლი გაგვიტანა. მეორე ტაიმში ჩვენი თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ. ჩვენ ბევრი მუშაობა გვმართებს, ფაქტია, რაღაც კარგად არ მუშაობს, ვფიქრობ ბევრი შრომა მოგვიწევს, რათა ტაქტიკურად ჩვენი თამაში ისევ გამართული იყოს“, – განაცხადა ანტონიო კონტემ.

ამ მომენტისათვის “რომა” ჯგუფის ლიდერია, “ჩელსის” 7 ქულა აქვს და 1 ქულით ჩამორჩება იტალიელებს, რაც შეეხება “ატლეტიკოს”, ესპანელებს სამი ფრე და ერთი მარცხი აქვთ აქტივში. ამ ჯგუფში გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

“რომა” – “ჩელსი”: სასტარტო შემადგენლობები

რამდენიმე წუთში დაიწყება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა რომში, ადგილობრივ “რომასა” და ლონდონის “ჩელსის” შორის.

ორი კვირის წინ ეს გუნდები ლონდონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც შესანიშნავი შეხვედრა შემოგვთავაზეს და დაძაბულ ბრძოლაში ქულებიც გაიყვეს (3-3). ამ მომენტისათვის “ჩელსის” 7 ქულა აქვს და ჯგუფში ლიდერია, ხოლო “რომა” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება მათ. დიდი ალბათობით, სწორედ დღეს გადაწყდება, ვინ დაიკავებს პირველ ადგილს ჯგუფში.

სასტარტო შემადგენლობები

“რომა”: ალისონი, ფლორენზი, ჟესუსი, ფაზიო, კოლაროვი, ნაინგოლანი, დე როსი, სტროოტმანი, ელ შაარავი, პეროტი, ჯეკო.

“ჩელსი”: კურტუა, კეჰილი, ლუისი, რუდიგერი, აზპილიკუეტა, ბაკაიოკო, ფაბრეგასი, ალონსო, აზარი, პედრო, მორატა.