“ლაციომ” “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” ყოფილი მცველი დაიმატა

“ლაციოს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ვერონასა” და ურუგვაის ნაკრების მცველი, მარტინ კასერესი მომავალი ერთი წლის განმავლობაში რომაული კლუბის ღირსებას დაიცავს. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მომავალში შესაძლებელი იქნება კონტრაქტის გახანგრძლივებაც.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა, რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია დაცვაში ითამაშოს, მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და უმეტესწილად მარჯვენა მცველის როლში გვევლინებოდა.

30 წლის ფეხბურთელს “დეფენსორში”, “ვილიარეალში”, “რეკრეატივოში”, “ბარსელონაში”, “იუვენტუსში”, “სევილიასა” და “საუთჰემტპონის” რიგებში თამაშის გამოცდილება აქვს.

ურუგვაის ნაკრებში კასერესს 75 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ პერიოდში 4 გოლის გატანაც შეძლო.

იტალიური პრესა: კასერესმა მილანში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა

იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მარტინ კასერესმა “მილანში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მხარეებს შორის მხოლოდ პატარ-პატარა საკითხები დარჩა შესათანხმებელი.

როგორც ცნობილი ხდება, ურუგვაელი ფეხბურთელი იტალიაში გუშინ ჩაფრინდა, რათა სამედიცინო შემოწმება ჩაეტარებინა, რის შემდეგაც, ის კლუბთან 4-თვიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ “როსონერის” გენერალური დირექტორი, ადრიანო გალიანი ბოლო დროს დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ისეთ ფეხბურთელს ეძებდა, რომლის შესასყიდადაც დიდი ფულის გადახდა არ იქნებოდა საჭირო – სწორედ ასეთი გახლავთ “იუვეს” ექს-ფეხბურთელი.

კასერესმა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს, ბოლოს დაახლოებით 12 თვის წინ ითამაშა. მან “იუვე” გასული სეზონის ბოლოს დატოვა.

კასერესი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

„იუვენტუსის“ მცველს მარტინ კასერესს, რომელმაც „ჯენოასთაბ“ იტალიის სერია ა-ს ანგარიშით 1:0 მოგებულ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო, დიდი ალბათობით, მიმდიანრე სეზონში მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

ტურინულმა კლუბმა დაადასტურა, რომ 28 წლის ურუგვაელს აქილევსის მყესის ტრავმა აქვს, მაგრამ მისი გამოჯანმრთელების თარიღი არ სახელდება.

„Football Italia“-ს ინფორმაციით, კასერესი მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. ცნობისთვის, ტურინელებთან კონტრაქტი მას სწორედ მიმდიანრე წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მარტინ კასერესი ავტოავარიაში მოყვა

ტურინის “იუვენტუსის” მცველი მარტინ კასერესი გუშინ ავტოავარიაში მოყვა. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელიც “ფერარით” გადაადგილდებოდა, ავტობუსის გაჩერებას დაეჯახა. ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმც თავად კასერესი არ დაშავებულა. ტესტმა ფეხბურთელის სისხლში ალკოჰოლის გადამეტებული შემცველობა აჩვენა, რის გამოც კასერესს მართვის მოწმობა ჩამოერთვა.

მარტინ კასერესისთვის ეს პირველი ავტოავარია არ გახლავთ. გასულ წელს იგი მეტროსადგურის შესასვლელს დაეჯახა.

 

“იუვენტუსს” კასერესი ათი კვირით გამოაკლდა

“ბებერმა ქალბატონებმა” ურუგვაელი მცველი თითქმის მთელი სეზონით დაკარგეს.

მარტინ კასერესმა ოპერაცია ჩაიტარა. მას მარცხენა ფეხის ტერფის დაზიანება ჰქონდა, რომლის მოშუშებასაც მაისის ბოლომდე მოუნდება.

ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 27 წლის ცენტრალური მცველი ამ სეზონში მოედანზე გასვლას მოახერხებს. შეგახსენებთ, რომ ეს მარტინისთვის ლაზარეთში მოხვედრის პირველი შემთხვევა არ ყოფილა, მიმდინარე სეზონში.

მსოფლიოს ფეხბურთის ბომბა-კადრები

ხშირად, სოცილაურ ქსელებში ფეხბურთთან დაკავშირებულ სახალისო კადრებს ვაწყდებით, რომლებსაც ხალხი “ბომბა-კადრებს” უწოდებს.

10. ჰოვარ უები

9. კარლოს ტევესი

8. მარიო ბალოტელი

7. ფილ ჯონსი

6. დევიდ ბექჰემი

5. მამადუ სახო

4. დევიდ მოიესი

3. ვისენტე დელ ბოსკე

2. მარტინ კასერესი

1311592807128

1. დავიდ ლუისი