ბუტრაგენიო: “რეალის” “პსჟ”-სთან შეხვედრა ცოტათი ადრეა”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შედგა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი მერვედფინალური წყვილი მადრიდის “რეალი” და “პსჟ” იქნება.

მეტოქის ვინაობის გაგების შემდეგ, “ბლანკოსის” დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ კომენტარი გააკეთა.

“ჩემი აზრით, ეს დაპირისპირება ნაადრევი იყო. ორივე გუნდი ტიტულის მოგების კანდიდატები არიან. შესაძლებელია, ეს წყვილი ფინალშიც კი შეხვედროდა ერთმანეთს. თუმცა, ესაა რეალობა. ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ.”

“ყოველ წელს “პსჟ” ძლიერდება. მათ ჯგუფურ ეტაპზე შეუცდომლად იაპსარეზეს და ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნიათ. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მათთვის სასურველი მოწინააღმდეგე ვართ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ისაა, რისი გვჯერა. თუ გუნდი თავის საუკეთესოს აჩვენებს, მას ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეეძლება ღირსეული თამაში,” – აცხადებს ბუტრაგენიო.