გუშინ იტალისს სერია ა-ს მეჩვიდმეტე ტურში “ტორინო” “ნაპოლის” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშთ, 1-3 დამარცხდა. ნეაპოლიტანელთა მხრიდან თავის გამოჩენა კალიდუ კულიბალიმ, პიოტრ ზიელინსკიმ და მარეკ ჰამშიკმა მოახერხეს.
საგულისხმოა, რომ მარეკმა სტუმარი გუნდის მაისურით 30-ე წუთზე 115-ე გოლი გაიტანა. მისი დამხმარე ამ მომენტში დრის მერტენსი იყო. სლოვაკი ამ შედეგით გაუთანაბრდა კლუბის ყველა დროის ბომბარდირს, დიეგო არმანდო მარადონას. თუმცა, მას 115 გოლის გასატანად 464 მატჩი დასჭირდა, ხოლო, მარადონას – 259. 30 წლის სპორტსმენს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ თავისი კარიერის მანძილზე არგენტინელს საკმაო სხვაობით გაასწროს.
აქვე გეტყვით, რომ “ნაპოლის” “ტორინოსთან” გამარჯვების შემდეგ 42 ქულა დაუგროვდა და პირველ პოზიციაზე გადავიდა.