ჰამშიკი მომავალზე საუბრისას: “ანჩელოტის ფაქტორი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს”

“ნაპოლიდან” მაურისიო სარის წასვლის შემდეგ, მარეკ ჰამშიკი საკმაოდ აქტიურად ფიქრობდა კლუბის დატოვებაზე. კარლო ანჩელოტის მოსვლამ კი, ჰამშიკი დარჩენაში დაარწმუნა.

“ჩემი ოცნება კვლავაც იგივეა – მინდა “ნაპოლისთან” ერთად იტალიის ჩემპიონი გავხდე. ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, მინდა “ნეაპოლიტანელებს” ოცნება რეალურად ვუქციო.

გასულ სეზონში “იუვენტუსის” შეჩერება ვერ შევძელით. ანჩელოტისთან ერთად, ახლა, უფრო ძლიერები ვართ. ის დიდებული სპეციალისტია და მისი დანიშვნა ბრწყინვალე გადაწყვეტილება იყო კლუბის მხრიდან. ეს ფაქტორი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩემი მომავლისთვის.

მე რომ “ნაპოლი” მიყვარს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ კლუბის დატოვება რომ მომიხდეს, სხვა იტალიურ კლუბში არავითარ შემთხვევაში არ გადავალ. სავარაუდოდ, ევროპულ კლუბში არც გადავიდოდი, რადგანაც არ შემიძლია, ჩემს ხალხს ვუღალატო,” – აცხადებს ჰამშიკი.

მარეკ ჰამშიკის უნიკალური რეკორდი

იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “სამპდორიას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში სამი ქულა მოიპოვა (3:2). ეს მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მარეკ ჰაშიკისთვის, რომელმაც უნიკალური რეკორდის დამყარება შეძლო.

საქმე იმაშია, რომ ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაში ჰამშიკმა თავისი 116-ე გოლი გაიტანა “ნაპოლის” მაისურით და ამ შედეგით ლეგენდარულ დიეგო მარადონას გადაასწრო.

“ძალიან დიდი პატივია მსგავსი რეკორდის დამხობა. ამის აღსანიშნავად მეგობრებმა დამცავები მაჩუქეს წარწერით – 116. თუმცა, ჩემთვის რეკორდზე უფრო მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვება იყო,” – აცხადებს 30 წლის სლოვაკი ფეხბურთელი.

მარეკ ჰამშიკი დიეგო მარადონას გაუთანაბრდა

გუშინ იტალისს სერია ა-ს მეჩვიდმეტე ტურში “ტორინო” “ნაპოლის” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშთ, 1-3 დამარცხდა. ნეაპოლიტანელთა მხრიდან თავის გამოჩენა კალიდუ კულიბალიმ, პიოტრ ზიელინსკიმ და მარეკ ჰამშიკმა მოახერხეს.

საგულისხმოა, რომ მარეკმა სტუმარი გუნდის მაისურით 30-ე წუთზე 115-ე გოლი გაიტანა. მისი დამხმარე ამ მომენტში დრის მერტენსი იყო. სლოვაკი ამ შედეგით გაუთანაბრდა კლუბის ყველა დროის ბომბარდირს, დიეგო არმანდო მარადონას. თუმცა, მას 115 გოლის გასატანად 464 მატჩი დასჭირდა, ხოლო, მარადონას –  259. 30 წლის სპორტსმენს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ თავისი კარიერის მანძილზე არგენტინელს საკმაო სხვაობით გაასწროს.

აქვე გეტყვით, რომ “ნაპოლის” “ტორინოსთან” გამარჯვების შემდეგ 42 ქულა დაუგროვდა და პირველ პოზიციაზე გადავიდა.

კოზაკი: “ჰამშიკი უფრო დიდ კლუბში უნდა თამაშობდეს”

სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, იან კოზაკი თვლის, რომ გუნდის 28 წლის ფლეიმეიკერი, მარეკ ჰამშიკი უფრო დიდ კლუბში უნდა თამაშობდეს, რისი თქმის უფლებასაც მას შესანიშნავი სეზონი აძლევს (ისევე როგორც სერია ა-ში, ასევე ევრო 2016-ზე).

“ასეთი თამაშების შემდეგ ის უფრო დიდ კლუბს იმსახურებს. ვფიქრობ, რომ “ნაპოლი” მისთვის ძალიან პატარა გახდა. ის რეალურად დიდ კლუბში უნდა თამაშობდეს.

ის ბურთთან ერთად მართლაც შესანიშავად მოქმედებდა. ასეთი ყინულის (რუსეთის) გატეხვა სწორედ ასეთი ინდივიდუალისტების საშუალებით მოვახერხეთ (ვაისი და ჰამშიკი).” – განაცხადა კოზაკმა რუსეთის დამარცხების შემდეგ (სლოვაკეთი 2-1 რუსეთი).

„ნაპოლის“ 98 მილიონი ევროს მიღება შეეძლო

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისმა კლუბმა მარეკ ჰამშკის ტურინის „იუვენტუსში“ 25 მილიონ ევროდ გაშვება იუარა.

„ჩვენმა გუნდმა ყველა ვარსკვლავი შეინარჩნა. „იუვენტუსი“ ჰამშიკის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდიდა, მე კი, ამასთან ერთად, სტურარო და რუგანიც ვთხოვე, თუმცა უარი მივიღე. ცოტა ხანში „იუვემ“ ერნანესი დაიმატა.

საბოლოო ჯამში, 98 მილიონი ევროს მოპოვება შეგვეძლო. სათქმელია, რომ იგუაინის თაობაზე წინადადება არ მიგვიღია“, – განაცხადა დე ლაურენტისმა „Radio Kiss Kiss Napoli“-ს ეთერში.

ჰამშიკი: “არ ვფიქრობ, რომ უკეთესი შეიძლება მომხდარიყო”

“ნაპოლის” ერთ-ერთმა, მარეკ ჰამშიკმა შეაფასა ევროპა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრა, სადაც “ნაპოლიმ” “ვოლფბურგი” გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.

“ეს იყო დიდი თამაში. არ ველოდით ასეთ შედეგს, არ ვფიქრობ, რომ უკეთესი შეიძლება მომხდარიყო,”-განაცხადა ორი გოლის ავტორმა Mediaset-თან ინტერვიუში.

“დასანანია, რომ გოლი ბოლოსკენ გავუშვით, მაგრამ მთავარია, რომ მეტოქის კარში ოთხი გოლი გავიტანეთ”.

“ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მომდევნო რაუნდისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით”.

ჰამშიკი: „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს“

„ნაპოლის“ ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის მიზანი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.

„მიმდინარე სეზონში პრობლემები გვქონდა. შესაძლოა, ამის მიზეზი ევროთასებზე გამოსვლაც იყო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მალე სათანადო შედეგების მიღწევას დავიწყებთ.

ჩემპოიონთა ლიგა? ვწუხვართ, რომ შარშან საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გავიარეთ. ამ ტურნირზე დასაბრუნებლად ახლა ყველაფერს გავაკეთებთ. ამ მიზნისთვის სეზონის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა სლოვაკმა მოთამაშემ.

ჰამშიკი: “დავამტკიცეთ, რომ ევროტურნირებზე კარგად თამაში შეგვიძლია”

იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელის, მარეკ ჰამშიკის აზრით, “ნაპოლიმ” დაამტკიცა, რომ მას ევროტურნირებზე კარგად თამაში შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ნაპოლი” მოსკოვის “დინამოს” ესტუმრა და ფრედ 0:0 ითამაშა. ორი მატჩის ჯამში, ნეაპოლელებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვეს.

“მეოთხედფინალში გასვლა ძალიან გვინდოდა და სასიხარულოა, რომ ეს მოვახერხეთ. ევროპაში თამაში ადვილი არასოდესაა, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ევროტურნირებზე კარგად თამაში შეგვიძლია”, – ამბობს ჰამშიკი.

ჰამშიკი: “ნაპოლის” სკუდეტოს მოგება შეუძლია”

იტალიური “ნაპოლის” სლოვაკი ფეხბურთელი, მარეკ ჰამშიკი ახადებს, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, იტალიის ჩემპიონატში, 43 ქულით, “იუვენტუსი” პირველ ადგილზე იმყოფება. ტურინელებს ხუთი ქულით ჩამორჩება მეორე ადგილოსანი “რომა”, ხოლო “ნაპოლი” 35 ქულით, მესამე ადგილს იკავებს.

“რა თქმა უნდა, გვინდა, მიმდინარე სეზონში რომელიმე ტიტული მოვიგოთ. სკუდეტოსთვის ბრძოლა შეგვიძლია, ამიტომ შევეცდებით, “იუვენტუსსა” და “რომას” კონკურენცია გავუწიოთ”, – ამბობს ჰამშიკი.

ჰამშიკი: “ვერ გეტყვით, რის ხარჯზე შეგვიძლია, ვაჯობოთ “არსენალს”

“ნაპოლის” ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ლონდონის “არსენალის” შესაძლო დამარცხება მომდევნო ეტაპზე ნეაპოლელთა გასვლის შანსს მნიშვნელოვნად გაზრდის.

“ამ მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. “არსენალი” შესანიშნავი გუნდია, ბურთს კარგად ფლობს. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რის ხარჯზე შეგვიძლია, “არსენალი” დავჯაბნოთ. ამას ვნახავთ. გასულ სეზონთან შედარებით,”ნაპოლი” მნიშვნელოვნად შეიცვალა. ლონდონში შესაძლო გამარჯვება მნიშვნელოვნად ზრდის ჯგუფიდან ჩვენი გასვლის შანსს, თუმცა წინ კიდევ ხუთი მატჩია”, – განაცხადა ჰამშიკმა.

მატჩი “არსენალსა” და “ნაპოლის” შორის სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი