არგენტინის ნაკრების კარში დუბლის ავტორმა (ის პელეს შემგედ, მეორე ფეხბურთელია, ვინც დუბლის გაფორმება მსოლფიოს ჩემპიონატზე თინეიჯერობის ასაკში მოახერხა) და აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ მეოთხეფინალში გასვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ძალიან ბედნიერი ვარ. მახარებს ის ფაქტი, რომ პელეს შემდეგ, მეორე თინეიჯერი ვარ, ვინც ეს შეძლო. თუმცა, მოდით ამ კონტექსტში ვთქვათ: პელე სხვა კატეგორიაა, მაგრამ სასიამოვნოა, როცა ასეთი ადამიანის გვერდით ხარ. როგორც ყოველთვის, ახლაც ვიტყვი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი არის ის ტურნირი, სადაც უმაღლესი დონის მოთამაშეები გამოდიან. შესაბამისად, ყველაზე მეტად აქ შეგიძლია აჩვენო, რა შეგიძლია. არ არსებობს იმაზე უკეთესი ადგილი, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატია,” – ამბობს კილიანი.