დღეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, რომელიც პირველ ლიგის მეოთხე ტურის მატჩს შეეხო. ამ შეხვედრაში ერთმანეთს მარტვილის “მერანი” და რუსთავის “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. იგი მეგრელების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.
დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე ნახსენები გუნდები უკანონო გარიგებაში დაადანაშაულა. სწორედ ეს სტატუსი მიანიჭა სადიციპლინო კომიტეტმა “მერანისა” და “რუსთავის” უკვე გამართულ შეხვედრას.
როგორც გენერალურმა მდივანმა განაცხადა, “მერანის” მიერ მოგებული თამაში ორივე კლუბს წაგებად ჩაეთვლებათ (ანგარაშით, 0:3). გარდა ამისა, მათ სატურნირო ცხრილში 6-6 ქულა დააკლდებათ. ჯარიმის სახით კი, არც მეტი, არც ნაკლები, 10 000 ლარს გადაიხდიან.