ერიკ ლამელას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

ლონდონის “ტოტენჰემის” ვინგერის, ერიკ ლამელას მიერ მიღებული ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, რის გამოც, შესაძლოა, მას სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწიოს.

“მამლების” ხელმძღვანელთა მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, არგენტინელ ფეხბურთელს, რომელმაც “ლივერპულთან” თამაშისას ბარძაყი დაიზიანა, შაბათს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

ასე რომ, ლამელა, რომელიც ბოლოს მოედანზე 25 ოქტომბერს გამოჩნდა, დაახლოებით 5 თვით იუქმებს და ჩემპიონატის დარჩენილ 10 მატჩსაც გამოტოვებს.

ერიკ ლამელა: “აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ”

ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელი, ერიკ ლამელა უარყოფს ჭორებს, რომლის თანახმადაც ის კლუბის დატოვებას აპირებს.

“აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, ამას გულწრფელად ვამბობ. დიდი სიამოვნებით დავრჩები აქ კიდევ ერთი წლით. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ.

იმედი მაქვს, რომ კოპა ამერიკაზეც ვითამაშებ.

რაც შეეხება “რივერ პლეიტს”, იქ 7 წლიდან ვიზრდებოდი. მინდა უკან დავბრუნდე, თუმცა ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება.”

ლამელა: „არც კი ვიცი, მსგავსი ინფორმაცია საიდან ვრცელდება“

არგენტინელი ნახევარმცველის ერიკ ლამელას „ტოტენჰემ ჰოტსპურიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრს საუბრობენ. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ფეხბურთელი გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ლონდონური კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს.

„როგორც ჩანს, ყოველ ზაფხულს ჩემს წასვლასთან დაკავშირებით ჭორები ვრცელდება. არ ვიცი, მსგავსი ინფორმაციას საიდან ვრცელდება, მე წასვლას არსად ვაპირებ. ასეთი იდეა არც არასდროს მქონია“, – ციტირებს ლამელას Goal.com.

მესის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ეკვადორთან და პარაგვაისთან უახლოესი შეხვედრებისთვის შემადგენლობაში რამდენიმე ცლვილება შეიტანა.

სათქმელია, რომ „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის ადგილი „ტოტენჰემის“ შემტევმა ერიკ ლამელამ დაიკავა.

შეგახსენებთ, ტრავმის გამო ლეო თამაშს ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

“იუვენტუსმა” ლამელას ტრანსფერი შეათანხმა?

არგენტინელი ნახევარმცველი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს.

Daily Mirror-ის ინფორმაციით, “იუვენტუსი” სერიოზულად ფიქრობს ერიკ ლამელას გაფორმებას.

“ბებერი ქალბატონები” ანდრეა პირლოსა და არტურო ვიდალის შემცვლელად თავიდან მარიო გიოტცესა, შემდეგ იულიან დრაქსლერის, ხოლო ახლა კრისტიან ერიქსენის გაფორმებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ერიკ ლამელა “ტოტენჰემის” ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, 30 მილიონ ევროდ. “ბიანკონერი” მზადაა არგენტინელში 18 მილიონი გადაიხადოს.

„პორტუს“ ლამელას დამატება სურს

პორტუგალიის „პორტუს“ ხელმძღვანელობა „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ნახევარმცველის ერიკ ლამელას დამატებისთვის ბრძოლას შეეცდება.

პორტუგალიელებს არგენტინელის ერთწლიანი იჯარით აყვანა სურთ. წარმატებულად თამაშის შემთხვევაში, ისინი მის 7,5 მილიონ ევროდ გამოსყიდვას იმედოვნებენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლამელას შეძენა ასევე „ინტერსა“ და „მილანს“ სურდათ.

შეგახსენებთ, რომ სახრეთ ამერიკელი „სპურსში“ 2013 წელს „რომადან“ გადავიდა.

დატოვებს თუ არა ლამელა „ტოტენჰემს“?

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ნახევარმცველის ერიკ ლამელას შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ბოლო დროს ევროპულ პრესაში აქტიურად იწერებოდა.

როგორც „სქაი სპორტსი“ იტყობინება, არგენტინელის გაშვება თავად „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას არ სურს.

ცნობისთვის, აქამდე მოთამაშისადმი ინტერესი ტურინის „იუვენტუსს“ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელ კლუბში დარჩენის სურვილი ცოტა ხნის წინ თვითოონ ფეხბურთელმაც გამოთქვა.

ერიკ ლამელას სუპერგოლამდე ცოტა დააკლდა (ვიდეო)

30 მაისს, “სიდნეისა” და “ტოტენჰემს” შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (0:1) ერიკ ლამელას ბრწყინვალე გოლამდე სულ ცოტა დააკლდა.

ერიკ ლამელამ “ბარნლის” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

20 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემსა” და “ბარნლის” შორის გამართულ მატჩში (2:1), ერიკ ლამელამ მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ლამელას “რაბონათი” “რივერ პლეიტში” თამაშის დროსაც გაუტანია

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ტოტენჰემ ჰოთსპურსა” და ტრიპოლის “ასტერასს” შორის გამართულ მატჩში (5:1) ერიკ ლამელას მიერ გატანილმა გოლმა სრულიად საფეხბურთო სამყარო აღტაცებაში მოიყვანა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ არგენტინელ ფეხბურთელს “რაბონად” წოდებული დარტყმით “რივერ პლეიტის” ახალგაზრდულ გუნდის რიგებში ყოფნის დროსაც გაუტანია.

ერიკ ლამელას ულამაზესი გოლი გერმანიის ნაკრების კარში

3 სექტემბერს გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ერიკ ლამელამ მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

შესაძლოა, ლამელა „ატლეტიკოში“ გადავიდეს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ არგენტინელი ნახევარმცველი ერიკ ლამელა, შესაძლოა, იჯარის წესით მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდეს.

სამხრეთ ამერიკელს „რომას“ დატოვების შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში ადაპტაცია ჯერჯერობით უჭირს, რის გამოც მისი მადრიდულ კლუბში დროებით გადასვლა გამორიცხული არ არის. თანაც, საკუთარ გუნდში ლამელას ნახვის სურვილი მის თანამემამულე დიეგო სიმეონეს სურს.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ ლამელა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა.

ალექსანდრე მატევოსოვი