კილიან მბაპე “ტროასთან” დაისვენებს და “რეალისთვის” მოემზადება

ნეიმარის შემდეგ, “პსჟ”-ს კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო. 19 წლის ფრანგს 61-ე წუთზე მოუწია მოედნის დატოვება. კილიანს გამოკვლევა ჩაუტარდა და, როგორც ცნობილი გახდა, ეს დაზიანება არც ისე სერიოზულია.

ფრანგული გამოცემა, L’Equipe იტყობინება, რომ უნაი ემერისა და ექიმიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, მბაპე ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, “ტროას” წინააღმდეგ სამ მარტს არ ითამაშებს. იგი შეეცდება აღდგენითი პროცედურით, რაც შეიძლება, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. შესაბამისად, ფეხბურთელი, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, დიდი აბათობით, მზად იქნება.

გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი ექვს მარტს, პარიზში, თბილისის დროით, 23:45 წუთზე გაიმართება. წინა დაპირისპირებაში მადრიდელებმა ანგარიშით, 3:1 იმარჯვეს.

ემერი: “1/8 ფინალს “რეალზე” უფრო მომზადებულები ვხვდებით”

14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “პსჟ”-ს მიიღებს.

პრინციპული შეხვედრის წინ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. მათ ბოლო ოთხი შესაძლებლობიდან სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ამჟამინდელ სიტუაციას რომ თავი დავანებოთ, წარსულიდან გამომდინარე, მივხვდებით, რა ძალას წარმოადგენს “ბლანკოსი”. თუმცა, გეტყვით, რომ ჩვენ უკეთ მომზადებულები ვხვდებით მატჩს. თუ გინდა, გახდე ჩემპიონი, ეს დაძაბულობა და ვნება უნდა იგრძნო. ყველა ჩემპიონს ასე უცხოვრია და ჩვენც ასე ვარსებობთ.”

“მბაპე, ნეიმარი, და კავანი – დიდი დღეები საუკეთესო მწვრთნელებისა და გენიოსი ფეხბურთელებისთვის არსებობს. მე ასეთები მყავს! 4-3-3 – ეს ის წყობაა, რომლითაც ყველაზე საშიშნი ვართ. ამით შეგვძიძლია სწრაფი, გააზრებული შტევების ორგანიზებბა და ასევე სწორი პრესინგი. ამ ყველაფერს მადრიდელთა წინააღმდეგ გამოვიყენებთ,” – აცხადებს ემერი.