“სტოკმა” შესაძლოა არნაუტოვიჩი 12,5 მილიონად გაუშვას

The Telegraph-ის ინფორმაციით, “სტოკ სიტის” თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა შესაძლოა ინგლისური კლუბი ზაფხულში დატოვოს.

არნაუტოვიჩის ამჟამინდელი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში იწურება, მის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე კი ამოქმედდება პუნქტი, რომლის თანახმადაც მისი ყიდვა 12.5 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი.

ამჟამად “ბრიტანიაზე” მოთამაშე კლუბის ხელმძღვანელობა მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, თუმცა ორი მხარე ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით ვერ უთანხმდება ერთმანეთს – არნაუტოვიჩი კვირაში 70 ათას ფუნტს ითხოვს, რაც მას გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

26 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს “პსჟ” და “ფენერბახჩე” იჩენს.

ვან გაალი: „მოურინიოს მსგავსად გამომიშვეს“ (ვიდეო)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „სტოკ სიტისთან“ პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩის წინ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 64 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტის პრესკონფერენცია მხოლოდ 4 წუთი და 58 წამი გაგრძელდა. ამ დროში მან მხოლოდ ჟურნალისტთა ორ კითხვას უპასუხა, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა.

მოთამაშეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

„ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც აქამდე იყო, ახალი არაფერია. ფილ ჯონსმა 90 წუთი ითამაშა და მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. ეს კარგის ნიშანია.

დარმიანს „ჩელსისთან“ 28 დეკემბერს დაბრუნება შეუძლია“.

შესაძლო გაშვებასთან დაკავშირებით:

„ამ უთახში არავინ ფიქრობს, რომ უნდა მომიბოდიშოს.

მოურინიოს მსგავსად გამომიშვეს, ამის შესახებ პრესაში წავიკითხე. გგონიათ, ჟურნალისტებთან საუბარი მსურს? აქ მხოლოდ პრემიერლიგის წესების გამო ვარ. თქვენთან საუბარი ამიტომ მიწევს. როდესაც რამეს ვამბობ, ამას თქვენს კონტექსტში იყენებთ.

მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთელების თავდაჯერებულობის მომატება მსურდა. ყველაფერი ამ კვირას გავაკეთე. ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბსაც შევხვდი. საშობაო ვახშამი მქონდა, რომელზეც სიტყვით გამოვედი. კარინგტონში ყველას სითბოსა და მხარდაჭერას ვგრძნობ.

ამჟამად საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ. ოთხი კვირის წინ პირველ პოზიციას ვიკავებდით, რომელზეც დაბრუნება ოთხ კვირაში შეგვიძლია.

თქვენ ფაქტებს უდნდა დაეყრდნოთ. ალექს ფერგუსონი, დევიდ გილი და ედ ვუდვორდი იმიტომ მირეკავენ, რომ თქვენ რაღაცას იგონებთ. ეს კარგი არ არის. ახლა კი კითხვებზე უნდა გიპასუხოთ. არამგონია, ამის დიდი სურვილი მქონდეს.

„სტოკ სიტისთან“ მატჩზე ვფიქრობ. შობასა და ახალ წელს გილოცავთ. ღვინის სმითა და ნამცხვრების ჭამით ისიამოვნეთ“.

“ჩელსი” ინგლისის ლიგის თასს გამოეთიშა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსი” ინგლსისი ლიგის თასის გათამაშებიდან გამოვარდა. ჟოზე მოურინიოს გუნდი ტურნირის მეოთხე რაუნდზე “სტოკ სიტის” ესტუმრა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მასპინძლებმა იმარჯვეს.

“სტოკ სიტი” შეხვედრის 52-ე წუთზე ჯონათან უოლტერსმა დააწინაურა. 91-ე წუთზე წონასწორობა ლოიკ რემიმ აღადგინა. მალე “სტოკის” მცველმა ფილიპ ბარდსლიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუხდა.

პენალტების სერიაში “სტოკმა” 5:4 იმარჯვა. აღსანიშნავია ის, რომ პენალტი მხოლოდ ედენ აზარმა გააფუჭა.

ინგლისის ლიგის თასი
მეოთხე რაუნდი
“სტოკ სიტი” — “ჩელსი” 1:1 (პენ. 5:4)

გოლები: უოლტერსი 52′ — რემი 90+1′.
გაძევება: ბარდსლი 90+3′.

სხვა მატჩები ასეთი შედეგებით დასრულდა:

“ევერტონი” — “ნორვიჩ სიტი” 1:1 (პენ. 4:3)
“შეფილდ უენსდეი” — “არსენალი” 3:0
“ჰალ სიტი” — “ლესტერ სიტი” 1:1 (პენ. 5:4)

პიტერ კრაუჩი უკმაყოფილოა

გამოცდილმა თავდამსხმელმა პიტერ კრაუჩა „სტოკ სიტიში“ თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილება გამოთქვა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფორვარდმა მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა, ჯამში მისმა სათამაშო დრომ კი 15 წუთი შეადგინა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მწყინს, რომ არ ვთამაშობ. ზაფხულში „სტოკ სიტიმ“ 12 ფეხბურთელი დაიმატა. არადა, პრემიერლიგის სხვა კლუბებმა ნაკრები მოთამაშე მოიწვიეს. ახლა იმდენს ვერ ვთამაშობ, რამდენსაც ვისურვებდი, თუმცა მესმის, რომ ამ ლიგაში მაღალი კონკურენციაა. ჯანმრთელობასთან დაკავშრებული პრობლემები არ მაქვს, ვგრძნობ, შემიძლია, საჭირო ვიყო. იმედია, უახლოეს დროში უფრო ხშირად ვითამაშებ“, – ციტირებს კრაუჩს „სქაი სპორტსი“.

გლენ ჯონსონი: „შარშანდელ სეზონთან შედარებით, წელს „ლივეპრული“ ძლიერი არაა“

„ლივერპულის“ ყოფილი მცველი გლენ ჯონსონი, რომელიც „სტოკ სიტიში“ თამაშობს, განაცხადა, რომ ბრენდან როპჯერსის გუნდი მიმდინარე სეზონში გაძლიერდა, თუმცა გასულ სეზონში კლუბი უფრო ძლიერი იყო. ცნობისთვის, „სტოკი“ და „ლივერპული“ ერთმანეთს დღეს პრემიერლიგის პირველ ტურში შეხვდებიან.

„როჯერსმა არაერთი მოთამაშე დაიმატა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. კლუბმა სტერლინგი დაკარგა, რომელიც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ამიტომაც ვერ ვიტყოდი, რომ გასულ სეზონთან შედარებით, გუნდი უკეთესი გახდა.

გადამწყვეტი ფაქტორი „ლივერპულისთვის“ სეზონის აკრგი სტარტი იქნება, თუმცა ქულების დაგროვება ჩვენც გვსურს“, – ციტირენს ჯონსონს „ Liverpool Echo“.

აკაკი გოგიამ “სტოკ სიტის” გაუტანა (ვიდეო)

25 ივლისს, “ბრენტფორდსა” და “სტოკ სიტის” შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიში 34-ე წუთზე, “ბრენტფორდის” ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ გახსნა.

„დინამოს“ ნახევარმცველი „სტოკ სიტიში“ გადასვლასთან ახლოსაა

ინგლისური „სტოკ სიტი“ უკრაინისა და კიევის „დინამოს“ ნახევარმცველით ანდრეი იარმოლენკოთ დაინტერესდა. კიევურ კლუბთან დაახლოებული წყაროს ცნობით, „სტოკ სიტის“ წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ, სადაც ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირები მოლაპარაკების დაწყებას გეგმავენ.

ინგლისელებმა „დინამოს“ ოფიციალური წინადადებით მიმართეს და განაცხადეს, რომ 25 წლის ფეხბუთელის სანაცვლო 20 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. თავად ფეხბურთელს „სტოკ სიტი“ საინტერესო კონტრაქტს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე „სტოკ სიტი“ „დნიპროს“ ნახევარმცველით ევგენი კონოპლიანკათი ინტერესდებოდა, რომელმაზც „სევილიაში“ გადასვლა გადაწყვიტა.

ჩარლი ადამმა “სტოკთან” გაახანრძლივა

29 წლის ჩარლი ადამი “სტოკ სიტიში” დარჩება. ახალი კონტრაქტის თაობაზე საუბრები დიდი ხნის წინ დაიწყო და საბოლოოდ მხარეები თანამშრომლობის გახანგრძივებაზე შეთანხმდნენ.

“სტოკისა” და შოტლანდიელი ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობი უცნობია.

ჩარლი ადამმა ინგლისური გუნდის მაისური პირველად 2012 წელს მოირგო და 3 სეზონის განმავლობაში პრემიერლიგის 87 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა.

“რომა” ბეგოვიჩს უმიზნებს

ბოსნიელი მეკარე შეიძლება, სერია ა-ში გადავიდეს.

ReteSport-ის ინფორმაციით, “რომა” “სტოკის” მეკარის, ასმირ ბეგოვიჩის მომსახურებითაა დაინტერესებული.

რომაელთა სპორტული დირექტორი, ვალტერ საბატინი უკვე შეხვდა ბოსნიელი ფეხბურთელის აგენტს და დიდი ალბათობით, 13 მილიონ ევროდ მომავალი სეზონიდან ბეგოვიჩი “მგლების” ფორმით იასპარეზებს.

მიმდინარე სეზონში, 27 წლის მეკარემ პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა და შვიდჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

განადგურებული “ლივერპული” და ჯერარდის უკანასკნელი გოლი

ინგლისური პრემიერ ლიგის 38-ე ტურში “ლივერპული” “სტოკ სიტის” ესტუმდა და ანგარიშით 6:1 განადგურდა.

ბრენდან როჯერსის გუნდისთვის კოშმარული შეხვედრის პირველი ტაიმი გამოდგა რომელშიც მერსისაიდელებმა 5 უპასუხო გოლი გაუშვეს. დიუფის დუბლს მასპინძლებმა უოლტერსის, ადამის და ნზოზის გოლები დაუამატეს და შესვენებაზე უდიდესი უპირატესობით გავიდნენ.

მატჩის 70-ე წუთზე სხვაობის შემცირება სტივენ ჯერარდმა შეძლო, რომელიც “ლივერპულის” შემადგენლობაში უკანასკნელ მატჩს ატარებდა. თუმცა, 5 ბურთიანი სხვაობისგან სტუმრები ვერც გამოცდილმა კაპიტანამ იხსნა. 86-ე წუთზე ყოფილმა “ლივერპულელმა”, პიტერ კრაუჩმა საბოლოო 6:1 დააფიქსირა.

“ლივერპულმა” 62 ქულით სეზონის მე-6 საფეხურზე დაასრულა, ხოლო “სტოკ სიტი” 54 ქულით მეცხრეა.

პროგნოზისტთა კონკურსი (“სტოკ სიტი” — “ლივერპული”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 41-ე საკონკურსო კვირის მეოთხე მატჩის კითხვები, რომელიც „სტოკ სიტისა“ და „ლივერპულს“ შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “სტოკი” – “ლივერპული”

► სპეციალური ჯგუფი სპორტისა და აზარტის მოყვარულებისთვის

ჩარლი ადამმა „ჩელსის“ კარში გოლი საკუთარი ნახევრიდან გაიტანა (ვიდეო)

ლონდონის „ჩელსისთან“ მიმდინარე მატჩში „სტოკ სიტის“ მცველმა ჩარლი ადამმა ანგარიში საკუთარი ნახევრიდან გატანილი გოლით გაათანაბრა. წარმოგიდგენთ გოლის ამსახველ ვიდეოს: