საუკუნის საუკეთესო თერთმეტეული UEFA.COM-ის ვერსიით (ფოტო)

დღეს უეფას ოფიციალურმა საიტმა მსოფლიოს ბოლო წლების საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. ამ გუნდში მოხვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ და სხვადასხვა რეკორდი ეკუთვნით. უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესო თერთმეტეულში 6 ისეთი ფეხბურთელი მოხვდა, რომელსაც ერთ დროს “ბარსელონაში” ან “რეალში” უთამაშია.

მეკარე: კასილასი.
მცველები: ლამი, პუიოლი, პიკე, რამოსი.
ნახევარმცველები: ინიესტა, ხავი, ჯერარდი.
თავდამსხვმელბი: ანრი, მესი, რონალდუ.

ჩავი ერნანდესი: ” დაუჯერებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხს ხმის მიცემის საშუალება არ ეძლევა

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნამდვილმა ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა საინტერესო ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

“ყველა ადამიანი ცდილობს, მშვიდობიანად დააფიქსიროს თავის აზრი რეფერენდუმში.”

“ის რაც დღეს კატალონიაში ხდება სირცხვილია”

“დაუშვებელია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხს არ მიეცეს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება.”

“გაუმარჯოს კატალონიას!”

კლასი უცვლელია – ხავიმ “ალ-სადში” გასაოცებელი ჯარიმა გაიტანა! (ვიდეო)

დღეს ყატარში შედგა ესპანელი ნახევარმცველის, ხავი ერნანდესის დებიუტი.

35 წლის ვეტერანმა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა “ალ-სადის” რიგებში სადებიუტო მატჩში თავი შესანიშნავი ჯარიმით გამოიჩინა.

“ბარსელონა” რემზისთვის ბევრ ფულს დახარჯავს

“ბლაუგრანას” ლონდონის “არსენალის” ცენტრალური ნახევარმცველი სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ტრანსფერების განხორციელება 2016 წლის იანვრამდე არ შეუძლია, თუმცა ეს მათ ხელს არ უშლით, წინასწარი შეთანხმების მისაღწევად.

The Sun-ის ინფორმაციით, კატალონიელები აარონ რემსის შეძენას გეგმავენ, რომლის სანაცვლოდაც 50 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

ლუის ენრიკე 24 წლის შუახაზელს ხავის ბრწყინვალე შემცვლელად მოიაზრებს. ესპანელმა ოფიციალურად დაადასტურა გუნდიდან წასვლის შესახებ.

ხავი: “საკუთარ მომავალზე სეზონის ბოლოს ჩამოვყალიბდები”

კატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი მომავალი ჯერაც ბუნდოვანი რჩება და ყველაფერს მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ მოეფინება ნათელი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობით, ხავი ზაფხულში ასპარეზობას ამერიკულ “ნიუ-იორკ სიტიში” გააგრძელებს, თუმცა თავად ფეხბურთელი ამას ჯერჯერობით, არ ადასტურებს.

“ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში ჩემ მომავალთან დაკავშირებით დაიწერა, ჩვეულებრივი ჭორებია. მოცემულ ეტაპზე კონკრეტულად არაფერია გარკვეული და არც არაფერი შეიცვლება ზაფხულამდე. სეზონის დასრულების შემდეგ კი, ყველაფრის გასაანალიზებლად დრო მექნება და გადაწყვეტილებასაც მივიღებ,”-აღნიშნა ხავიმ.

ხავი: „პრემიერლიგაში მესი კიდევ უფრო კარგად იამაშებდა“

„ბარსელონას“ ნახევარმცველის ხავის აზრით, ლიონელ მესი ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებას მიაღწევდა.

„ვფიქრობ, პრემიერლიგაში მესი კიდევ უფრო კარგად ითამაშებდა, რადგან იმ ჩემპიონატში გუნდები დაცვიდან თამაშობენ.

„ბარსელონასთან“ თამაშისას ინგლისური კლუბები მობილურად და ენერგიულად თამაშობენ.

თუმცა, ლეოს ინგლისში გაცილებით მეტი თავისუფალი ზონა ექნებოდა, ვიდრე ახლა პრიმერაში აქვს“, – აღნიშნა ვეტერანმა შუახაზელმა.

ხავის შეძენით „ტოკიო“ დაინტერესდა

იაპონიის დედაქალაქის ტოკიოს საფეხბურთო კლუბი „ბარსელონას“ ანხევარმცველის ხავი ერნანესის შეძენას შეეცდება.

„ბარსასთან“ მოქმედი კონტრაქტი 35 წლის შუახაზელს 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ლუის ენრიკეს გუნდის შემადგენლობაში პრიმერა დივიზიონში ხავიმ შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთ გოლიც გაიტანა.

ამჟამად „ტოკიოს“ რიგებში „შალკე 04“-სა და „ბეშიქთაშის“ ყოფილი თავდამსხმელი ედუ და „კალიარის“ დაცვლის ყოფილი ლიდერი მიკელე კანინი გამოდიოან. იაპონურ კლუბს იტალიელი სპეციალისტი მასიმო ფიკადენტი თავკაცობს, რომელიც აქამდე „ვერონაში“, „რეჯინაში“, „პიაჩენცაში“, „ჩეზენასა“ და „კალიარიში“ მუშაობდა.

სად იზამთრებენ იანკები? ლეგენდები, რომლებიც გადავიდნენ ან გადავლენ MLS-ში

Eurosport.ru–გთავაზობთ იმ ლეგენდათა სიას, რომლებიც უკვე გადავიდნენ ან გადავლენ MLS-ში.

ამერიკული კლუბები, მულტი მილიარდელი შეიხების საშუალებით 30 წელს გადაცილებულ სუპერვარსკვლავებს ყიდულობენ და თანდათან ძლიერდებიან. გასული ორი წლის განმავლობაში MLS-ში თამაშობდა ისეთი მსოფლიო დონის ლეგენდები როგორებიც იყვნენ: დევიდ ბექჰემი, ტიერი ანრი, ჟუნინიო პერმანბუკანუ, ჟერმეინ დეფო, რობინ კინი და ალესანდრო ნესტა. ცნობილი სპორტული საიტი და არხი Eurosport-ი გთავაზობთ შვიდ ლეგენდას, რომლებიც უკვე შეუერთდნენ და შეუერთდებიან MLS ლიგას.

ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”)

დაინტერესებული კლუბი: “ლოს ანჯელეს გალაქსი”

Pirlo

სექტემბერში “გალაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ბრიუს არენამ განაცხადა, რომ მას ძალიან სურს საკუთარ გუნდში იტალიელი მაესტროს ხილვა და ისინი პირლოს შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ. 36 წლის ჰავბეკი ლოს ანჯელესში ლანდონ დონოვანის(რომელიც სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს) შემცვლელად სახელდება. ამავე დროს, გუნდში წმენდა განხორციელდა, რომლის შემდეგადაც ლოს ანჯელესელებმა სამი ფეხბურთელი გაუშვეს. ასევე ტრანსფერს ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ლიგის რეგლამენტის თანახმად, ფეხბურთელების ანაზღაურება შეუზღუდავი არ არის. იტალიელმა მაესტრომ ზაფხულში განაცხადა, რომ ოკეანის გაღმა, თამაში სურს(მხოლო რამოდენიმე წლით).

ეშლი კოული (“რომა”)

დაინტერესებული კლუბები: “ორლანდო სიტი”; “ტორონტო”.

ashley-cole

ლონდონში, წვიმასა, ქარსა და ნისლში თამაშში მიჩვეულ ეშლი კოულს, მზიან რომში თამაში და ადაპტაცია ცოტა გაუჭირდა. სწორედ ამ მიზეზის გამო შეიძლება ინგლისელმა დატოვოს “რომა” და ამერიკულ კლუბებს მიაშუროს. იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოული რომს ზამთარში დატოვებს. ამა წლის ზაფხულში ეშლი იტალიაში სრულიად უსასყიდლოდ გადავიდა. Transfermarkt–ის გამოთვლებით, ამერიკულ კლუბებს მისი შეძენა 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ. კოულით “ორლანდო სიტი” (რომლსი დებიუტიც “მაჟორ” ლიგაში მომავალ წელს შედგება) და “ტორონტო” ინტერესდება.

კაკა (“სან პაულუ” იჯარა)

გადავიდა: “ორლანდო სიტი”

Kaka

კაკა ერთ–ერთია იმ 30 წელს გადაცილებულ ლეგენდებს შორის, რომლებმაც სათამაშოდ ამერიკა აირჩიეს. “ორლანდო სიტიმ” ზაფხულში “მილანთან” გარიგებას მიაღწია. ბრაზილიელი ლეგენდა ფლორიდაში გადავიდა და მომდევნო წლიდან “ლურჯების” შემადგენლობაში გამოჩნდება. მანამდე, ფლორიდულმა გუნდმა, კაკა მშობლიურ ქალაქში “სან პაულუში” იჯარის წესით გაუშვა. “ორლანდო სიტისთან” ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, კაკა ამერიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ის წელიწადში 7,2 მილიონ დოლარს მიიღებს. ადრე ყველაზე მაღალი ანაზღაურება დევიდ ბექჰემს ჰქონდა. მისი ხელფასი წელიწადში 6,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

დევიდ ვილა (“მელბურნი” იჯარა)

გადავიდა: “ნიუ იორკ სიტი”

Villa

2015 წელს შეიხი მანსური აბუ დიაბიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში “მანჩესტერ სიტის” შვილობილს “ნიუ იორკ სიტის” გახსნის. კლუბი უკვე ჩამოყალიბდა, 2014 წლის ზაფხულში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლეგენდარული დევიდ ვილა “ნიუ იორკ სიტიში” გადავიდა და კლუბის პირველი ფებხრუთელი გახდა, მაგრამ ესპანელის სადებიუტო მატჩი მომდევნო წელს შედგება. ზამთრამდე ჯერ კიდევ რამონენიმე თვე დარჩა, ფორმის შესანარჩუნებლად ესპანელი იჯარის წესით ავსტრალიაში, კერძოდ “მელბურნ სიტიში” გადავიდა. თავად ფეხბრუთელი აცხადებს : “მე აქ საშუალება მექნება, გავხსნა ახალი მსოფლიო, ახალი ფეხბურთი.”

ფრენკ ლამპარდი (“მანჩესტერ სიტი” იჯარა)

გადავიდა: “ნიუ იორკ სიტი”

Lampard

“ნიუ იორკ სიტის” მეორე მოთამაშეა, ლეგენდარული ფრენკ ლამპარდი, რომელიც ლონდონის “ჩელსიდან” 2014 წლის ზაფხულში მოულოდნელად გადავიდა. მოგეხსენებათ, გუნდი ახალი ჩამოყალიბებულია და მხოლოდ 2015 წლიდან ითამაშებს. ამიტომ, ინგლისელი ლეგენდა “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა და რამოდენიმე თამაში ჩაატარა. სადებიუტო გოლი ყოფილი კლუბის “ჩელსის” კარში გაიტანა და გულშემატკივრებს გაშვებით გული დასწყვიტა.

ხავი (“ბარსელონა”)

დაინტერესებული კლუბი: “ნიუ იორკ სიტი”

Xavi

უკვე გიამბეთ შეიხი მანსურის ამბიციური პროექტის შესახებ. აბუ დიაბელ მულტი მილიარდელს ამის განხორციელებაში, ძალიან ბევრი ვარსკვლავი და ლეგენდა სჭირდება. ვილიასა და ლამპარდის შემდეგ, “ნიუ იორკ სიტის” მესამე მოთამაშე ხავი ჰერნანდესი იქნება. თავდაპირველად, ესპანელი გენია ყატარში, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადადიოდა, მაგრამ შემდეგ მან გადაიფიქრა და კატალონიაში ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა. ამ სეზონში ხავის არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო აქვს, ამიტომ მისი სწორედ სათამაშო პრაქტიკა იქნება, მისი შესაძლო წასვლის ერთ–ერთი მიზეზი.

ჯონ ტერი (“ჩელსი”)

დაინტერესებული კლუბი: “ნიუ იორკ სიტი”

Terry
ახალ სეზონში, ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. შეთანხმების თანახმად, ტერი პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდა, მაგრამ როგორც ბრიტანული ტაბლოიდები წერენ ინგლისელი გაცილებით დიდ ანაზღუარებას მიიღებს, ამერიკაში კერძოდ “ნიუ იორკ სიტიში”. ტრანსფერი რეალურია, რადგან შეიხ მანსურს შეტევის შემდეგ დაცვის ხაზში რამოდენიმე ვარსკვლავის დამატება სურს.

რობინიო (“სანტოსი” იჯარა)

დაინტერესებული კლუბები: “ორლანდო სიტი” , “ჩიკაგო ფაიერი”, “გალაქსი” და “ნიუ ენგლანდ რევოლუშენი”.

Robinho

მეორე ბრაზილიელი და ყოფილი “მილანელი”, რომელიც შეიძლება კაკას გზას გაჰყვეს და აშშ–ში გადაბარგდეს. “რობინიოს MLS-ში თამაში სურს, ჩვენ “ორლანდო სიტისთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.”–განაცხადა “მილანის” ვიცე–პრეზიდენტმა ანდრიანო გალიანიმ. ბრაზილიელი ფორვარდი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის საშუალებით “სანტოსში” იჯარის წესით გადავიდა. ბრაზილიელის კონტრაქტი მილანურ კლუბთან მომავალ წელს იწურება. “ორლანდო სიტის” გარდა, რობინიოს ამერიკის სხვა კლუბები: “ჩიკაგო ფაიერი”, “გალაქსი” და “ნიუ ენგლანდ რევოლუშენი” ეპატიჟებიან.

ჩავიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, რასაც სოციალურ ქსელ Twitter-ში ესპანეთის ეროვნული ნაკრების გვერდიც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2000 წლიდან თამაშობდა, იქამდე კი ქვეყნის 17, 18, 20, 21 და 23-წლამდელთა ნაკრებების ღირსებას იცავდა.

34 წლის ფეხბურთელმა “ფურია როხასთან” ერთად 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ხავი იანვარში „ბარსელონას“ დატოვებს

„El Mundo Deportivo“-ს თუ დავუჯერებთ, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ხავი ერნანდესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს დატოვებს.

დღეს გაირკვა, რომ 2014/15 წლების სეზონის შუახაზელი „ბლაუგრანასის“ შემადგენლობაში დაიწყებს, თუმცა იანვარში „ნიუ-იორკ სიტის“ რიგებს შეუერთდება.

როგორც ცნოლბილია, გამოცდილი ნახევარმცველი ამერიკულ კლუბს უკვე შეუთანხმდა კიდეც – მხარეები ორწლიან კოტნრაქტს გააფორმებენ.

ჩავი ფეხბურთს მიღმა

„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა. კატალონიურმა გუნდმა მადრიდის „ატლეტიკოს“ ბარიერი ვერ დაძლია. წყვილის პირველი შეხვედრა, რომელიც „ნოუ კამპზე“ გაიმართა, ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. „ვისენტე კალდერონზე“ „ატლეტიკომ“ მე-5 წუთზევე დაწინაურდა და შემდეგ კარი მშრალად შეინახა. ამრიგად მადრიდულმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 2:1 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში კატალონიელთა მხრიდან ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) სასიკეთო ფაქტი ის იყო, რომ ჩავი ერნანდესს მატჩის მიმდინარეობისას გაკეთებული ასი გადაცემიდან ასივე ზუსტი გამოუვიდა, რაც ამ სტატისტიკური მონაცემის არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
როგორც ამბობენ, კატალონიელი ნახევარმცველი ფეხბურთს მიღმაც სამაგალითო პიროვნებაა. გთავაზობთ ინტერვიუს ჩავისთან, რომელშიც ის სწორედ არასაფეხბურთო კუთხით არის წარმოჩენილი.

— ვინ არის თქვენი კერპი სპორტში?
— ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე. ვფიქრობ, ბოლო 20-წლეულის საუკეთესო ნახევარმცველი პოლ სქოულზია. ის მისაბაძი ფიგურაა. რაც შეეხება „ბარსელონას“ ცენტრალურ ნახევარმცველებს, აქ ჩემი გმირი პეპ გვარდიოლა იყო.

— ვინ იქნებოდით, რომ არა სპორტსმენი?
— სხვა მრავალი ფეხბურთელის მსგავსად, თამაში „ლა მასიაში“, 11 წლის ასაკში დავიწყე. ვერ წარმომიდგენია, „ბარსელონას“ მოთამაშე რომ არ ვიყო. უფრო წარმოუდგენელია, საერთოდ ფეხბურთს რომ არ ვთამაშობდე. სხვაგან თამაშის სურვილი არც მაქვს.

— რომელია თქვენი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი?
— თამაშის მნიშვნელობის თვალსაზრისით მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებულ ფინალურ მატჩზე უდიდესს ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება ჩემს საუკეთესო თამაშს, ეს მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მოხდა, როცა მეტოქე ანგარიშით 5:0 დავამარცხეთ. მაშინ საოცარი გრძნობა დამეუფლა, გასახდელში ვიყავით და საკუთარ თავს აპლოდისმენტებით ვასაჩუქრებდით. ეს იყო სურეალისტური გამოცდილება.

— და ყველაზე ცუდი მომენტი?
— ეს ის მომენტი იყო, როცა გავიგეთ, რომ ერიკ აბიდალს ღვიძლის კიბო ჰქონდა. ამ ამბავმა ყველაფერი განზე გაწია. მახსოვს, ის ისევე გვამხნევებდა, როგორც ჩვენ ვამხნევებდით მას.

— თქვენს სახლში ხანძარი რომ იყოს, რომელ ერთ ნივთს გადაარჩენდით?
— მხოლოდ იმას, რისი ჩანაცვლებაც შეუძლებელია. ვერანაირი თანხა ვერ შეცვლის იმ მაისურს, რომელიც მეცვა მაშინ, როცა თავს ზემოთ მსოფლიოს თასი ავწიე.

— რომელი სიმღერა გიყვართ ყველაზე მეტად?
— “Losing My Religion”. R.E.M. – საერთოდ მომწონს ამ ჯგუფის შემოქმედება.

— რომელ სატელევიზიო გადაცემას არ ტოვებთ?
— საერთოდ, ტელევიზორს ხშირად არ ვუყურებ. ან ფილმებს ვუყურებ, ანდაც – ფეხბურთს. ინგლისის პრემიერლიგის მატჩებისთვის თვალ-ყურის მიდევნება ერთი სიამოვნებაა, ვუყურებ კინოფილმებსაც. აი, ასე ვისვენებ.

— სამ ცნობილ ადამიანთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ვის შეხვდებოდით და რატომ მათ?
— ავირჩევდი რობერტ დე ნიროს, ბრიუს სპრინგსტინსა და დიეგო მარადონას. ეს არიან ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ასპექტებით ვაფასებ.

— კერძების მომზადება თუ შეგიძლიათ?
— კულინარიულ საქმეში საკმაოდ ძლიერი ვარ, თუმცა რთულად მოსამზადებელ კერძებს არ ვეკარები. როგორც წესი, მაკარონს ვუმატებ შემწვარ ქათამს და ვასხამ მცირე ოდენობით ზეითუნის ზეთს.

— სად გიყვართ დასვენება?
— იბიცა ბევრი ესპანელი ფეხბურთელის საყვარელი დასასვენებელი ადგილია. თუ ამ ადგილს ზაფხულში ეწვევით, საკმაოდ ბევრ ცნობილ მსახიობსა და მუსიკოსს წააწყდებით. ასე რომ, იბიცაზე ფეხბურთელებისთვის არავის სცალია.

— თქვენი ცხოვრების ამსახველ ფილმში, ვის ისურვებდით თქვენი როლის შემსრულებლად?
— მაღალი ფეხბურთელი არ ვარ, ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ, ვინმე მეთ დეიმონის მსგავსს ავარჩევდი.

— გვითხარით თქვენი რაიმე საიდუმლო…
— „ბერნაბეუზე“ ვთამაშობდით. მაშინ დაახლოებით 18 წლის ვიყავი. მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ჩემთან რაული მოვიდა, ყურში მწვდა და დამშვიდებისკენ მომიწოდა. ახლა ის ჩემი დიდი მეგობარია, მაგრამ მაშინ ასეთი რამ მითხრა: „იცოდე შენი ადგილი, ბიჭო! აქ ჩვენი იერარქია გვაქვს“.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

სიმეონე: “ხავისა და ინიესტას ფიქრის დრო არ მივეცით”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელები შეაქო და განაცხადა, რომ ისინი ხავისა და ინიესტას ფიქრის დროს არ აძლევდნენ.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს გამართულ განმეორებით შეხვედრაში, “ატლეტიკომ” “ბარსელონა” ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი (2:1), ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

“ძალიან გვიხარია, რომ ასეთი ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. მეტოქეს ბურთი დავუთმეთ, თუმცა ისეთი პრესინგი განვახორციელეთ, რომ ხავისა და ინიესტას ფიქრის დროს არ ვაძლევდით”, – ამბობს სიმეონე.