რატომ არ ახსენა რონალდუმ თავის ავტობიოგრაფიულ ფილმში ირინა შეიკის შესახებ?

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ავტობიოგრაფიულ ფილმში თავისი ყოფილი გერლფრენდის ირინა შეიკის არ გამოჩენის შესახებ ისაუბრა.

„ცხოვრებაში იღბლიანი და უიღბლო პერიოდები არსებობს. ასევე არის უმნიშვნელო მომენტებიც“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

ფილმის ერთ-ერთა რეჟისორმა ენტონი ვონკემ კი აღნიშნა, რომ თავდაპირველად ირინა შეიკის მონაწილეობით რამდენიმე სცენა გადაიღეს, რომლებიც შემდგომ ფილმის დასამოკლებლად ამოიღეს.

ბლატერს და ირინა შეიკს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის(FIFA) პრეზიდენტს, ზეპ ბლატერს და ცნობილ რუს მოდელს, ირინა შეიკს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 29 წლის მოდელს და 79 წლის მამაკაცს შორის სექსუალური ურთიერთობა 2004 წლიდან მიმდინარეობს. მათ ერთმანეთი პოლონელი ჩოგბურთელის, ილონა ბუგისკოის საშუალებით გაიცნეს.

ახლა, FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტის მეგობარი გოგონა 50 წლის ლინდა ბარასია, ხოლო ირინა შეიკი ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუს დაშორდა.

ირინა შეიკი: “რონალდუს გვერდით თავს უბედურ ქალად ვგრძნობდი”

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს ყოფილმა მეგობარმა, რუსმა მოდელმა ირინა შეიკმა აღიარა, რომ პორტუგალიელთან ურთიერთობის პერიოდში თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა. შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს იანვარში დაშორდა.

“ჩემი იდეალური მამაკაცი გულწრფელი, ერთგული და ჯენტლმენი უნდა იყოს, რომელმაც ისი, როგორ მოიქცეს ქალებთან. არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც იძულებულს გვხდიან ვიყოთ უბედურები, რამდენადაც ისინი ბიჭუნები არიან და არა – კაცები. ვფიქრობდი, რომ იდეალური მამაკაცი ვიპოვნე, მაგრამ ყვეაფერი სულ სხვაგვარად აღმოჩნდა. ვფიქრობ, ნებისმიერი ქალისთვის უსიამოვნო იქნება, როდესაც მის გვერდით ღირსეული მამაკაცი არ დგას. ერთი სტყვით, რონალდოს გვერდით თავს უბედურ ქალად ვგრძნობდი. ჩემი მასთან ყოფნა არასასიამოვნო და სახიფათო იყო,”-განაცხადა შეიკმა.

ირინა შეიკი მალდივებზე კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ისვენებს (სურათები)

მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს გერლფრენდმა ირინა შეიკმა თავისი 29-ე დაბადების დღე მალდივის კუნძლებზე აღნიშნა. იქვე სუპერმოდელმა ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ამსახველი სურათებიც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ განათავსა.

Shayk

Shayk2

ირინა შეიკმა სტრიპტიზი შეასრულა (ვიდეო)

კრიშტიანუ რონალდუს გერლფრენდმა ირინა შეიკმა ახალ თამამ ფოტოსესიაშ მიიღო მონაწილეობა და კამერაზე მაყურებლებს თავისი სხეულის უჩვენა.

რომელ ფეხბურთელს ჰყავს ცხოვრების ყველაზე ლამაზი მეგზური?

მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება და ფეხბურთელთა მიმართ ინტერესი ისეთი ადამიანების მხრიდანაც იზრდება, რომლებსაც ფეხბურთი სულ არ აღელვებთ, უფრო მეტად კი სპორტსმენთა პირადი ცხოვრება აინტერესებთ.  FreeBetNegotiator-მა ღია გამოკითხვა მოაწყო, რომლის მიზანიც იმის გარკვევა იყო, თუ რომელი ფეხბურთელის ოჯახს მიიჩნევს ხალხი ყველაზე ლამაზად.

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პირველ ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ – ირინა შეიკის წყვილი გავიდა. მეორე პოზიცია წილად ხვდა დევიდ ბექჰემისა და ვიქტორია ადამსის ოჯახს. პირველმა წყვილმა ხმათა 18 პროცენტი მიიღო, მეორემ კი – 14.  მესამე ადგილზე ლეო მესისა და ანტონელა როკუზოს ოჯახი გავიდა, მეოთხე პოზიცია სტივენ ჯერარდისა და ალექს კურანის წყვილს მიაკუთვნეს, მეხუთე ადგილი წილად ხვდა ჟერარ პიკე – შაკირას წყვილს.

“ირინა მეძავია”, “დედაშენს ულვაშები აქვს” – “ატლეტიკოს” გულშემატკივრები რონალდუს აღიზიანებენ

როგორც იცით, 11 თებერვალს, ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. “სამეფო კლუბის” მხრიდან, ორივე გოლი (პენალტებით) კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა.

ცხადია, “ატლეტიკოს” გულშემატკივრებს საკუთარ მოედანზე წაგება არ უხაროდათ, ამიტომ მათ “რეალის” ლიდერის გაღიზიანება სხვადასხვა ხერხებით ცადეს.

თავდაპირველად, მასპინძელთა ფანებმა რონალდუს თავში სანთებელა მოარტყეს, ამის შემდეგ კი, სტადიონზე ასეთი შეძახილები ისმოდა: “ირინა მეძავია”, “დედაშენს ულვაშები აქვს”, “დედაშენი მეძავია”.

რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს ესპანეთში დიდი მითქმა-მოთქმა მოყვა. ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში კი, სტადიონზე მომხდარი უსიამოვნო ინციდენტები მიმოიხილეს.

ქართველები ირინა შეიკის ოფიციალურ გვერდზე: “აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!”

როგორც იცით, 7 თებერვალს, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გაიმართა. რუსეთის ნაკრებს წინ მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი თავდამსხმელის, კრიშტიანო რონალდუს მეგობარი გოგონა ირინა შეიკი მიუძღოდა.

28 წლის მოდელმა სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, რომლებშიც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალია აღბეჭდილი. აღსანიშნავია, რომ ამ ფოტოებზე ქართველები უამრავ ასეთ კომენტარს ტოვებენ: “აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!”

იხილეთ ირინა შეიკის ოფიციალური გვერდი შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/IrinaShayk

ირინა შეიკი “Visca Barça”-ს თქმაზე უარს ამბობს

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ არ ამბობს უარს მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავის მეგობარი გოგონა, ირინა შეიკი “Visca Barça”-ს გამოთქმაზე.

შეიკის ბებია: „რონალდუს ჩვენთან სტუმრობა არასერიოზული საქციელი იქნება“

გაზეთმა „სოვეტსკი სპორტმა“ მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს მეგობარ გოგონა ირინა შეიკის ბებიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ნინა ფედოროვნამ თავისი შვილიშვილისა და ფეხბურთელის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ირინა ჯერჯერობით არ აპირებს დაქორწინებას. იქნებ ეს არის ბოლო პერიოდში კრიშტიანოს სევდიანობის მიზეზი…

ირინას ბებია ბაშკირეთის პატარა ქალაქ სიბაიში, ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრობს. ქალაქში მას ყველა პატივს სცემს, თუმც არა შვილიშვილის გამო, ის ადგილობრივი სადაზღვევოს კომპანიის ხელმძღვანელად მუშაობდა და საკმაო რაოდენობის ჯილდოებიც აქვს მოგროვებული. ახლა კი პენსიაზეა. შვილიშვილის სტუმრობას ყოველთვის დიდი მოლოდინით ელის ხოლმე.

— იშვიათად ხედავთ თქვენს შვილიშვილს?
— მას ისეთი გრაფიკი აქვს, რომ ჩემთან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს. წელიწადში მაქსიმუმ ორი-სამი დღით ჩამოვიდეს. საზღვარგარეთიდან ურეკავენ ხოლმე.

—ქორწინებაზე რაიმე ხომ არ გითხრათ?
— ცოტა ხნის წინ ამაზე გვქონდა საუბარი. გათხოვებას არ ჩქარობს. ამბობს, რატომ უნდა ვიჩქაროო. ჯერჯერობით მუშაობს, გათხოვდება კიდეც, ბავშვსაც გააჩენს, თუმცა ეს ყველაფერი მოიცდის.

— ალბათ, სიბაიში თაყვანისმცემლებს ემალება…
— ის ჩვეულებრივი გოგოა. მის ჩამოსვლას განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ მოჰყვება ხოლმე.

— რონალდუ ირინასთან ერთად არ აპირებს ჩამოსვლას?
— არა. რა რანგში უნდა ჩამოვიდეს აქ რონალდუ?

— როგორც მეგობარი…
— არა, ეს არასერიოზულია.

(გარშემო კედლებზე ირინას რამდენიმე სურათი კიდია, კარადაზე საოჯახო ფოტო დევს, იქვეა რონალდუს ფოტო ავტოგრაფით).

— ეს ფოტო საიდან გაქვთ?
— ირინამ ჩამომიტანა. გადავწყვიტე, რომ არ გადამეგდო.

— ვინ არის გამოსახული ფოტოზე იცით?
— დიახ, მე გაზეთებს ვკითხულობ. მასზე ბევრს წერენ.

— ალბათ, ფეხბურთიც გიყვართ…
— ბოლო ჩემპიონატის ყველა მატჩს ვუყურე, სადაც რონალდუ თამაშობდა, თუმცა უფრო მეტად რუსეთის ნაკრებს ვქომაგობდი.

— მოგწონთ ის, რითაც ირინაა დაკავებული? მისი კარიერა?
— რა თქმა უნდა, მომწონს, თუმცა ვდარდობ, რომ ის რუსეთში არ არის, სახლში არ არის. ჩვენ აქ ვართ, ის კი იქ მარტოა.

— ირინა სუპერმოდელი რომ არ გამოსულიყო, ვინ იქნებოდა?
— ეკონომისტი იქნებოდა. ეკონომიკის კოლეჯშიც კი ჩააბარა.

— ჯობდა, რომ ჩვეულებრივი ეკონომისტი ყოფილიყო და სახლში მჯდარიყო?
— არა. სახლში ჯდომით მთელი მსოფლიო ვერ გაიცნობდა. ძალიან მახარებს მისი საქმიანობა. ინტერვიუ და ჩემი ფოტო მოგეცით, რის გამოც ირინასგან ჩხუბი არ ამცდება.

— რატომ?
— თქვენ სიმართლეს არ წერთ. ქორწინების თარიღიც კი გქონდა მითითებული: 12 ივლისი. რატომ გააკეთეთ ასე? სანდო მონაცემები სხვა საქმე იქნებოდა. ახლა თქვენ ჩვენს დიალოგსაც სხვაგვარად დაწერთ.

ბექა დოგრაშვილი