Canarias7: ხესე როდრიგესი პრემიერ ლიგაში იასპარეზებს

ესპანურ გამოცემას, Canarias7-ს თუ დავუჯერებთ, “პარის სენ-ჟერმენის” ესპანელი ფორვარდი, ხესე როდრიგესი ინგლისში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.

როგორც ცნობილი ხდება, “ლას პალმასს”, რომელიც ხესეს გადაბირების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, ესპანელი შემტევის ხელფასის მხოლოდ 20 პროცენტის გადახდა შეუძლია (ამჟამდ ის 2,8 მილიონ ევროს იღებს წლიურად).

ასე რომ, ესპანელები ბრძოლას გამოეთიშნენ, ასპარეზი კი ინგლისურ “მიდლსბროს” დარჩა.

მართალია, ხესეს დიდად არ უნდოდა კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელება (შესაძლო ადაპტაციის პრობლემების გამო), მაგრამ ამ დროისთვის მას სხვა გზა არც აქვს.

“ლას პალმასის” პრეზიდენტი: “ხესეს ჩვენს კლუბში სურს თამაში, მაგრამ …”

“ლას პალმასის” პრეზიდენტს, მიგელ ანხელ რამირესს თუ დავუჯერებთ, ხესე როდრიგესს “პარის სენ-ჟერმენის” დატოვება და კარიერის გრან კანარიულ კლუბში გაგრძელება სურს.

Marca-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რამირესმა განაცხადა: “მას “ლას პალმასში” უნდა მოსვლა, მაგრამ მის ხელფასს ჩვენ ვერ გავწვდებით.

ამავდროულად, ევროპაში ძალიან ბევრია ისეთი კლუბი, რომელსაც მისთვის მსგავსი ხელფასის გადახდის სურვილი და საშუალება გააჩნია. ასე რომ, საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით.

ამ საკითხზე მუშაობას მაინც განვაგრძობთ. არ გვინდა ვიჩქაროთ, ან ცრუ იმედები მივცეთ ვინმეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი პოლიტიკა არ შეიცვლება.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (30 ივლისი)

კევინ გაიმეირო “ატლეტიკოს” ფეხბურთელია

“ატლეტიკომ” და “სევილიამ” კევინ გამეიროსთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. 29 წლის ფეხბურთელი რამდენიმე საათში მადრიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს – ამ ინფორმაციას “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

“ბარსელონა” მანჯუკიჩზე გადაერთო

მას შემდეგ, რაც კატალონიური გრანდის სამიზნე, კევინ გამეირო “ატლეტიკოში” გადავიდა, “ბარსელონას” ხელმძღვანელები მარიო მანჯუკიჩზე გადაერთნენ. სავარაუდოდ, მანჯუკიჩს შემტევი ტრიოს, MSN-ის უკან მოუწევს თამაში.

“სევილიამ” ვიეტო არენდით აიყვანა

ესპანურმა “სევილიამ” “როხიბლანკოსთან” ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია – ვიეტო ანდალუსიელთა რიგებში არენდის წესით, ერთი სეზონის მანძილზე ითამაშებს.

პოგბა “მანჩესტერში”? სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება…

18 წლის ჯონათან პერკინსის ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ როგორ აწერს ხელს პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედის” 6-ნომრიან მაისურს, რომელზეც მისივე სახელი არის დაწერილი.

Untitled-1

ლორენტე “სუონსის” უახლოვდება

The Daily Mail: “სუონსის” ხელმძღვანელები ალბერტო პალოშის, ბაფეტამბი გომისისა და ედერის წასვლის შემდეგ, ახალ თავდამსხმელს ეძებენ. ბრიტანული წყაროს ცნობით, უელსური კლუბი ძალიან ახლოსაა “სევილიას” ფორვარდის, ფერნანდო ლორენტეს გადაბირებასთან.

დიეგო კოშტა შესაძლოა, რომელუ ლუკაკუმ ჩაანაცვლოს

The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “ევერტონთნ” რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ლუკაკუ “სტემფორდ ბრიჯზე” გადავა, “ატლეტიკო მადრიდს” დიეგო კოშტას დაბრუნება 40 მილიონ ფუნტად შეეძლებათ.

ემერი “რეალის” ვარსკვლავის მიმართ ინტერესის არსებობას ადასტურებს

“პარის სენ-ჟერმენის” თავკაცი, უნაი ემერი ადასტურებს “რეალის” თავდამსხმელის, ხესეს მიმართ მისი ინტერესის არსებობას: “მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ის დიდებული ფეხბურთელია.”

Mauricio_Pochettin_2793779b

„ნაპოლი“ ხესეს შეძენას აპირებს

იტალიური „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა თავდამსხმელის ხესე როდრიგესის დამატებას აპირებს. საუბარი ფეხბურთელის იჯარით აყვანაზეა.

ნეაპოლიტანელები ნიჭიერი ფეხბურთელის დამატებას ზაფხულშიც ცდილობდნენ. იანვარში იტალიურ კლუბს მეტი შანსი ექნება, რადგან რაფაელ ბენტიესის მოსვლის შემდეგ ხესეს ნაკლები სათამაშო პრაქტიკა გააჩნია.

გარდა ამისა, ხესეს „ნაპოლიში“ ტრანსფერის ალბათობას ბენიტესის ფაქტორიც ზრდის, რომელიც თავის ყოფილ კლუბს სიამოვნებით დაეხმარება და მოთამაშეს გაუშვებს.

ბენიტესი ხესეს შანსს მისცემს

ხესე როდრიგესმა მადრიდის “რეალიდან” წასვლა გადაიფიქრა. გასულ სეზონში 22 წლის ფეხბურთელს ხშირი ტრავმებისა და ანჩელოტის უნდობლობის გამო სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ჰქონდა.

ახლა კი ესპანური მედიის ცნობით ხესეს მდგომარეობა შეიცვლება, რადგა რაფაელ ბენიტესი მისთვის შანსის მიცემას აპირებს.

ივლისში “რეალი” მოსამზადებელ შეკრებაზე გადავა, თუმცა ხესე ინდივიდუალურად უკვე ემზადება, რათა გუნდის შეკრებას კარგ ფორმაში შეხვდეს.

გასულ სეზონში როდრიგესმა პრიმერას 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილებოა და სამი გოლი გაიტანა.

ხესეს “რეალის” დატოვება სურს

მადრიდის “რეალის” შემტევს, ხესე როდრიგესს ზაფხულში ახალი გამოწვევების მიღება სურს.

AS-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა წინახაზელს არ აკმაყოფილებს მცირე სათამაშო დრო, რომელიც “სამეფო გუნდში” აქვს.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში, კარლო ანჩელოტიმ ხესე ბოლო წუთზე ხავიერ ერნანდესის გამო შეუშვა, ისიც იმიტომ, რომ მექსიკელ ფორვარდს ფეხის ტკივილი აწუხებდა.

ხესე როდრიგესმა კი გადაწყვიტა, ზაფხულში შეთავაზებები განიხილოს და კლუბი გამოიცვალოს.

მიმდინარე სეზონში, 22 წლის თავდამსხმელმა 12 მატჩი ჩაატარა(ერთი სასტარტოში) და ორი გოლი გაიტანა.

“რეალის” თავდამსხმელი, შესაძლოა, ინგლისში გადავიდეს

“ვესტ ჰემს” ზაფხულში “რეალის” ახალგაზრდა ტალანტის, ხესე როდრიგესის არენდით აყვანა სურს.

ამბიციურ ახალგაზრდას არ სურს რეგულარულად სკამზე ჯდომა. ამიტომაც, 22 წლის შემტევი მზადაა, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გუნდი გამოიცვალოს.

AS-ის ინფორმაციით, “ვესტ ჰემმა” უკვე დაიწყო მოლაპარაკება “რეალთან”, ფეხბურთელის არენდის თაობაზე.

ამ შემთხვევაში, როდრიგესს ესპანეთში დარჩენა სურს, მაგრამ რა გაეწყობა, თუკი მას სხვა გუნდები შესთავაზებენ რეგულარულ, სათამაშო დროს.

კასილიასი და ხესე “რეალს” ტოვებენ?

იკერ კასილიასმა და ხესე როდრიგესმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, მადრიდის “რეალი” დატოვონ. ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.

ესპანეთის ნაკრების კიპერს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის დასრულება მადრიდულ კლუბში სურს, თუმცა ბოლო დროს მის მიმართ კრიტიკის გაძლიერებამ და გულშემატკივართ უარყოფითმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, კასილიასის გეგმები შეცვლასო.

ხესე კი დარწმუნებულია, რომ გუნდის გამოცვლა სურს. ახალგაზრდა ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობით უკმაყოფილოა, რაც ანჩელოტის თანაშემწეს, ფერნანდო იეროსაც უთხრა. “ელჩესთან” მატჩში ხესეს მხოლოდ 25 წამი მიეცა.

ხესე როდრიგესმა “კორნელიას” ფეხბურთელს შესანიშნავი ფინტი გაუკეთა (ვიდეო)

2 დეკემბერს, ესპანეთის თასზე მადრიდის “რეალსა” და “კორნელიას” შორის გამართულ მატჩში ხესე როდრიგესმა მეტოქეს შესანიშნავი ფინტი გაუკეთა.

ხესე როდრიგესი მოედანს უბრუნდება

მადრიდის “რეალის” ესპანელი შემტევი ფეხბურთელი ხესე როდრიგესი, გუნდს ”ესპანეთის თასზე” დაეხმარება. კლუბის მთავარი მწევრთნელი, კარლო ანჩელოტი, მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით გამოსვლას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბუთელი დაისვენებს. თავის გამოჩენის შანსი კი გუნდის სხვა ფეხბურთელებსაც მიეცემათ.

”მადრიდისტები” 2 დეკემბერს, ”სანტიაგო ბერნაბეუზე”, ”კორნელიას” უმასპინძლებენ. თამაში თბილისის დროით 22:55 წუთზე დაიწყება.

 

„რეალმა“ „ატლეტიკო“ განმეორებით მატჩშიც დაამარცხა და ფინალში გავიდა

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ შორის განმეორებითი მატჩი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. „რეალმა“ მეორე მატჩშიც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. შეხვედრის მე-7 წუთზე „ატლეტიკოს“ საჯარიმო მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ წაიქცა და მთავარმა არბიტრმა საეჭვო თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, რომელიც გოლად თავად პორტუგალიელმა  აქცია. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ სტუმრებმა მეორე პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, ამჯერად მასპინძელთა საჯარიმოში გარეტ ბეილი წააქციეს. გოლი ამჯერადაც რონალდუმ გაიტანა. საბოლოო ჯამში, „სამეფო კლუბმა“ მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 5:0) და ფინალის საგზური მოიპოვა, რომელშიც დიდი ალბათობით „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. კატალონიურმა გუნდმა ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „სოსიედადი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი 13 თებერვლის 01:00 საათზე დაიწყება.

ესპანეთის თასი
ნახევარფინალი (II მატჩი)
„ატლეტიკო“ — „რეალი“ 0:2 (0:2)

გოლები: რონალდუ 7′ (პენ), 16′ (პენ).
გაფრთხილებები: მირანდა 80′ — ილიარამენდი 36′, არბელოა 43′, რონალდუ 44′.

„რეალმა“ „ატლეტიკო“ გაანადგურა

ესპანეთის სამეფო თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის შედგა, რომელიც „ბლანკოსის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როდესაც პეპეს დარტყმის შემდეგ ბურთი ემილიანო ინსუას მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და სტუმართა კარში შევარდა. 57-ე წუთზე ხესე როდრიგესმა, რომელმაც ანხელ დი მარიას გენიალური პასი შეირგო, „რეალის“ უპირატესობა განამტკიცა. მატჩს საბოლოო წერტილი კი კვლავ ავტოგოლმა დაუსვა: ამჯერად ბურთი ჟუან მირანდას მოხვდა და კარში ისე შევარდა. განმეორებითი შეხვედრა 12 თებერვალს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება.

ესპანეთის თასი
ნახევარფინალი
„რეალი“ — „ატლეტიკო“ 3:0 (1:0)

გოლები: ინსუა 17′ (ა.გ.), ხესე 57′, მირანდა 73′ (ა.გ.).
გაფრთხილებები: პეპე 24′  — დიეგო 27′, დიეგო კოსტა 60′, ხუანფრანი 79′, მირანდა 88′.