იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, სალი მუნტარიმ ზაფხულში “მილანი” დატოვოს და კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
განელ ნახევარმცველს “როსონერისთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “მილანის” ხელმძღვანებლობა მზადაა, ფეხბურთელი უფასოდ დათმოს.
როგორც ცნობილია, მუნტარის მიმართ ინტერესს “ვესტ ჰემი” და ამერიკული კლუბები იჩენენ, თუმცა ყველაზე აქტიური “ევერტონია”. ლივერპულელთა წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.