“ბოკა ხუნიორსის” შემადგენლობაში პაბლო ოსვალდომ ვენესუელურ “ზამორას” კარში გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა.
ჭდე: პაბლო ოსვალდო
“ბოკა ხუნიორსმა” ოსვალდოსთან მოლაპარაკებები დაადასტურა
არგენტინულმა “ბოკა ხუნიორსმა” პაბლო ოსვალდოსთან მოლაპარაკებები დაადასტურა.
“ოსვალდოს გადაბირებასთან ძალიან ახლოს ვართ. ახალ მოლაპარაკებებს “ინტერთან” ვაწარმოებთ და მათ საბოლოო პასუხს ველით. ტრანსფერის განხორციელების სურვილი ყველა მხარეს აქვს” – განაცხადა “ბოკას” გენერალურმა მდივანმა სეზარ მანუჩიმ.
ოსვალდო “ინტერიდან” მიდის
მილანის “ინტერის” თავდამსხმელი პაბლო ოსვალდო უახლოეს პერიოდში კლუბს დატოვებს. ამის შესახებ “ნერიაძურის” ვიცეპრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ განაცხადა.
“ოსვალდო “ინტერიდან” მიდის. ჩვენ მის შემცვლელს ვეძებთ”, – ხავიერ ძანეტის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.
პაბლო ოსვალდოს მსურველ კლუბთა შორის ყველაზე მეტად არგენტინული “ბოკა ხუნიორსი” აქტიურობს.
ინტერი: ოსვალდო გაუჩინარდა
იტალიის ნაკრების ფორვარდი პაბლო ოსვალდო “ინტერში” უკვე ორი კვირაა არ უნახავთ. იტალიური პრესის ცნობით, მილანელები 29 წლის მოთამაშესთან დაკავშირებასაც ვერ ახერხებენ.
ცნობილია, რომ “იუვენტუსთან” მატჩის მსვლელობისას მაურო იკარდისთან კონფლიქტის შემდეგ ოსვალდო ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
“ინტერს” სკანდალურად ცნობილი მოთამაშის გაშვებას ისედაც აპირებდა. მისი გაუჩინარების შემდეგ კი მილანელები ამის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოსვალდოს მხოლოდ ტოპ-კლუბების წინადადებები აინტერესებს და რანგით დაბალი დონის გუნდში გადასვლას არ აპირებს, რაც მის ტრასფერს გაართულებს
რობერტო მანჩინიმ ოსვალდოს ძირითად ჯგუფთან ვარჯიშის უფლება არ მისცა
„ინტერის“ თავდამსხმელი პაბლო ოსვალდო იანვარში კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.
მილანური კლუბი 28 წლის ფორვარდის გაშვებას მაურო იკარდისთან კონფლიქტის გამო გეგმავს.
ამის შესახებ „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩნიმ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა კიდევ. როგორც გაირკვა, დღეს ოსვალდო ცალკე ვარჯიშობდა.
ცნობისთვის, პაბლოს კონტრაქტი „საუთჰემპტონს“ ეკუთვნის და მილანურ კლუბში იგი იჯარით გამოდის.
კონფლიქტი “ინტერში”? რა მოხდა მოედანზე იკარდისა და ოსვალდოს შორის
იტალიის სერია A-ს XVII ტურში ტურინის “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ორივე გოლი არგენტინელმა თავდამსხმელებმა გაიტანეს: მასპინძელთაგან თავი კარლოს ტევესმა გამოიჩინა, სტუმართაგან კი – მაურო იკარდიმ.
მატჩის მიწურულს სტუმრებს დაწინაურების შანსიც მიეცათ, თუმცა მაურო იკარდიმ ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ პაბლო ოსვალდოს ბურთი არ გადააწოდა და ეპიზოდი თავად დაასრულა არაზუსტი დარტყმით. იკარდის ამ გადაწყვეტილებამ ოსვალდოს გაღიზიანება გამოიწვია, უმალ მიიჭრა თანაგუნდელთან და რომ არა ფრედი გუარინი, შესაძლოა, ახალგაზრდა თანაგუნდელს ფიზიკურადაც შეხებოდა.
მატჩის შემდეგ აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარი იკარდიმ გააკეთა.
“ასეთი მომენტები მოედანზე ხდება ხოლმე. მინდორს მიღმა ჩვენ შორის არავითარი პრობლემა არ არის. არასწორად მოვიქეცი, მისთვის ბურთი უნდა მიმეცა. ვიგრძენი, რომ ეპიზოდის საკუთარ თავზე აღება შემეძლო და ამიტომაც გავრისკე.
რაც შეეხება გოლის მომენტს, გუარინმა კარგი პასი მომცა და მეც, საბედნიეროდ, ბურთის კარის ბადეში გახვევა შევძელი. მოპოვებული ქულა ფასეულია, თუმცა გამარჯვებაც შეგვეძლო. სამწუხაროა, რომ შანსები ვერ გამოვიყენეთ”, – ციტირებს იკარდის სიტყვებს Football-italia.
ოსვალდო „ინტერს“ უახლოვდება
„საუთჰემპტონის“ თავდამსხმელმა პაბლო ოსვალდომ მილანის „ინტერნაციონალეს“ ხელძრვანელობასთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, რის შესახებაც ევროპული პრესა წერს.
ამჟამად მოლაპარაკება კლუბთა მენეჯერებს შორის მიმდინარეობს, თუმცა 28 წლის ფორვარდის ტრანსფერის ფასის შესახებ ისინი ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, გასული სეზონის მეორე ნახევარში ოსვალდომ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში ითამაშა, რომლის მაისურითაც 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
მაროტა „საუთნჰემპტონს“ ოსვალდოს ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა
„საუთჰემპტონის“ თავდამსხმელი პაბლო ოსვალდო უახლოეს დროში, შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი და ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს.
წყაროს ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას ოსვალდოს იჯარის წესით აყვანისა და მისი გამოსყიდვის უფლების მიღების შესახებ უკვე შეუთანხმდა.
დიდი ალბათობით, სულ მალე „რომას“ ყოფილი ფორვარდი სამედიცნო შემოწმების გასავლელად ტურინში ჩავა.
ხოლო თანხა, რომლის გადახდაც „იუვენტუსს“ ზაფხულში მოუწევს, ოც მილიონ ევროს შეადგენს.
ალექსანდრე მატევოსოვი