ოფიციალურად: ილურიძე, კვირკველია და მარცვალაძე “დილაში” ითამაშებენ

დასრულებული XXVI ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გორის „დილა“ მოახლოვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდისა და ეროვნული ჩემპიონატისათვის მზადებას 11 ივნისს საკუთარ ქალაქში განაახლებს, ხოლო ადგილზე „დილა“ პირველ შეკრებას 12 ივნისს დაიწყებს და 12 დღის განმავლობაში მოემზადება.

26 ივნისს დაგეგმილია მეორე უცხოური შეკრება. თუ სად გაივლის გუნდი მეორე მოსამზადებელ ეტაპს, ამას უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

ჯერჯერობით კლუბი ოფიციალურად სერბმა ლეგიონერმა სლავკო მარიჩმა დატოვა. 11 ივნისს გუნდს შეუერთდებიან ახალწვეულები: გიორგი ილურიძე და დავით კვირკველია. ორივე მათგანი როგორც ქართველი, ასევე „დილას“ ქომაგთათვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელები არიან. ილურიძეც და კვირკველიაც „დილას“ შემადგენლობაში წარმატებით ასპარეზობდნენ. ასევე გუნდს შეუერთდება ოთარ მარცვალაძე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში არაერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ბოლოს იგი რუსეთის პირველი დივიზიონის „ტოსნო“-ში გახლდათ.

„დილას“ პირველ ვარჯიშზე შეუერთდება 20 წლის თავდამსხმელი ისლამ მაშუკოვიც, რომელიც ასევე რუსეთის პირველი დივიზიონის „სკა-ენერგიაში“ გამოდიოდა, სადაც ჩვენი თანამემამულეები გოგიტა გოგუა და კახა ალადაშვილი ასპარეზობდნენ. მაშუკოვის გადაბირება „დილას“ გასრულებული ჩემპიონატის მეორე წრეშიც სურდა, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა. ახლა კი იგი სავარაუდოდ „დილას“ ფორმას მოირგებს.

„დილას“ პრესსამსახური

სოლომონ კვირკველიამ მოსკოვის “ტორპედოს” გაუტანა (ვიდეო)

3 მაისს, რუსეთის პრემიერ ლიგაში, მოსკოვის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” მიიღო. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია, რომელმაც 23-ე წუთზე მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა.

11 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი

Fanebi.Com გერმანულ ინტერნეტსააგენტო Transfermarkt-ზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ დღესდღეისობით ათ ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელს.

1. ჯანო ანანიძე (მოსკოვის “სპარტაკი”) – 4 მილიონი ევრო

1

2. ჯაბა კანკავა (“დნიპრო”) – 3 მილიონი ევრო

3

3. გურამ კაშია (“ვიტესი”) – 2.75 მილიონი ევრო

2

4. თორნიკე ოქრიაშვილი (“გენკი”) – 2 მილიონი ევრო

4

5. ალექსანდრე ამისულაშვილი (ბაქოს “ინტერი”) – 1.80 მილიონი ევრო

5

6. გია გრიგალავა (უკლუბოდ) – 1.80 მილიონი ევრო

KRC Genk v FC Anji Makhachkala - UEFA Europa League Round of 32

7. ვალერი ყაზაიშვილი (“ვიტესი”) – 1.50 მილიონი ევრო

7

8. გიორგი ლორია (“ოფი”) – 1 მილიონი ევრო

8

9. ალექსანდრე კობახიძე (“ვიოლინი”) – 1 მილიონი ევრო

10

10. გიორგი ჭანტურია (“კლუჟი”) – 1 მილიონი ევრო

9

11. სოლომონ კვირკველია (“რუბინი”) – 1 მილიონი ევრო

11

დავით კვირკველია – სპარინგები ძლიერ მეტოქეებთან ძალიან გამოგვადგება

დღეს ჩვენი საიტის რესპოდენტი დინამოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი დავით კვირკველია იქნება. დათოს მცირე კომენტარი შეკრებაზე, მომავალ მეტოქეზე და მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელ თამაშებზე ვთხოვეთ.

დავით კვირკველია- ძალიან კარგი ადგილია მოსამზადებლად. სპარინგებიც ძლიერ მეტოქეებთან გვაქვს დაგეგმილი და ეს თამაშები გამოგვადგება ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად.

აქტობეს თამაში ტორპედოსთან ვნახე. მას შემდეგ შეიცვალა შემადგენლობა. წელს მათი თამაში ჯერ არ მინახავს. ვფიქრობ შანსები დაახლოებით თანაბარია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოკვეთილი ფავორიტები არ არიან. ყველას ყველასთან აქვს შანსი. დღეს ორივე წყვილი თანაბარია, მაგრამ მაინც ჰოლანდიის გასვლას ვფიქრობ. საბერძნეთი არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, მაგრამ ფავორიტად კოსტა-რიკა სჩანს.

FCDinamo.GE

დავით კვირკველია – ნაბიჯ-ნაბიჯ ვხვეწთ თამაშს

ანთალიური შეკრების შესახებ დინამოს ოფიციალურ ვებ-გვერდს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი დავით კვირკველია ესაუბრა.

დავით კვირკველია – ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ საუკეთესო პირობებში ვემზადებით, უმაღლეს დონეზეა ყველაფერი: სასტუმრო, სვარჯიშო მოედნები, საინტერესო სპარინგები. ჩვენს სათამაშო სქემაში ცვლილებებია, 4-4-2 შეიცვალა 4-3-3-ით. მწვრთნელი ბურთის უფრო მეტ კონტროლს გვთხოვს. ჩვენთვის ნათელია, რომ სხვა მოთხოვნებია და ბუნებრივია ამ ეტაპზე ხარვეზებიც იქნება. ჩვენი ამოცანაც მოსამზადებელ ეტაპზე სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებაა და მოსამზადებელი პერიოდიც ამისთვის არსებობს. გარკვეული პერიოდია საჭირო, მითუმეტეს რომ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. ვიტ ჯორჯიადან დაწყებული 3 შეხვედრა ჩვატარეთ და ვფიქრობ ჩვენს თამაშში უკვე არის დადებითი მომენტები. ნაბიჯ-ნაბიჯ ვხვეწთ თამაშს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 22 თებერვალს, სეზონის განახლებას სათანადოდ მომზადებული შევხვდეთ.

FCDinamo.GE