ლაუდრუპმა სერხიო რამოსი მკაცრად გააკრიტიკა: “4 ყვითელი ბარათი უნდა მიეღო”

როგორც იცით, ახლახან დასრულდა მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებული მადრიდის “რეალი” გამოვიდა. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი მიკაელ ლაუდრუპმა გააკეთა, რომელსაც ორივე კლუბის მაისურით აქვს ნათამაშები.

“დღეს მატ გამარჯვება დაიმსახურეს. მეორე ნახევარში ისინი უკეთესები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ 1-0-ს აგებდნენ, მათ მაინც მოახერხეს წამოდგომა და გათანაბრება. რის შემდეგაც რამოსის სულელური ყვითელი ბარათის შედეგად 10 კაცით დარჩნენ. გულწრფელად ვამბობ, რომ მათ ეს დაიმსახურეს. ამის გარდა მათ ორი-სამი კარგი შანსი კიდევ ჰქონდათ.

რამოსმა ეს 20 წლის ასაკშიც გააკეთა. მაშინ ამაზე თვალის დახუჭვა შეიძლებოდა, იტყოდი – გამოუცდელიაო. ახლა კი 30 წლისაა და ისევ იგივეს აკეთებს. მისთვის 4 ყვითელი ბარათის მიღება შეიძლებოდა!

მატჩის დაწყებიდან 17 წუთის შემდეგ ის გასახდელში უნდა ყოფილიყო. არადა ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიოში. ამას არაფერი ეშველება.”

ვისზე დებს ფსონს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიკაელ ლაუდრუპი?

„ბარსელონას“ ექს-ნახევარმცველმა მიკაელ ლაუდრუპმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ფსონს „ბარსელონაზე“ ვდებ, რადგან მას მეტი რესურსი გააჩნია. მესი უნიკალურია და მასთან შესაძლო გამკლავების მიუხედავად, შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ნეიმარსა და სუარესს შეუძლიათ. 90 წუთის განმავლობაში მათი გაჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა დანიელმა სპეციალისტმა.

ლაუდრუპს რომელიმე გრანდის გაწვრთნა სურს

„სუონსი სიტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიკაელ ლაუდრუპი, რომელიც ამჟამად ყატარულ „ლეკჰვიას“ თავკაცობს, „ვესტ ჰემში“ მუშაობას არ აპირებს.

„მე არ მივიღებ იმ კლუბების წინადადებებს, რომლებიც ინგლისის ან ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილის შუაში იმყოფებიან. ამ მხვრივ, კარიერაში საკმარისი გამოცდილება უკვე მივიღე. ახალი გამოწვევის მიღება მსურს. თუ დიდ კლუბში არ მომიწვევენ, სამუშაოდ აშშ-ში წავალ“, – განაცხადა ლაუდრუპმა.

ლაუდრუპს დიდ კლუბში სურს მუშაობა

“სუონსი” ყოფილ დამრიგებელს მიკაელ ლაუდრუპს დიდი კლუბის მწვრთნელობა სურს.

დანიელ სპეციალისტს “გრანადას”, “ვესტ ბრომვიჩის” და “საუთჰემპტონის” მწვრთნელად მოიაზრებენ, თუმცა თავად სპეციალისტს გაცილებიფ სოლიდური კლუბის ჩაბარება უნდა.

“ინგლისუ და იტალიურ კლუბებთან მოლაპარაკებები მქონდა, თუმცა ასეთი დონის გუნდებში უკვე მიმუშავია. პატარა კლუბებში მუშაობის საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. ამიტომ, ახლა დიდი კლუბების წინადადებებს ველოდები.

ვნახოთ, არსებობს ორი ვარიანტი: ან დიდ კლუბში ვიმუშავებ ან სხვა კონტინენტზე გავაგრძელებ კარიერას” – განაცხადა ლაუდრუპმა.

„სუონსიმ“ ლაუდრუპი გაათავისუფლა

მიკაელ ლაუდრუპი „სუონსი სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია.

„ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი ხალისის გარეშე მივიღეთ, თუმცა კლუბისა და გულშემატკივრების ინტერესები დავაკმაყოფილეთ.

მიკაელს უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში გაწეული მუშაობისთვის მადლობას ვუხდით და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“, – განაცხადა „სუონსი სიტის“ პრეზიდენტმა ჰიუ ჯენკინსმა.

შეგახსენებთ, რომ უელსური კლუბი ევროპის ლიგაზე ასპარეზობს, სადაც მას მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე მეტოქედ იტალიური „ნაპოლი“ ელის.

ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „სუონსის“ მე-12 ადგილი აქვს დაკავებული. გუნდმა ჩემპიონატის 24 მატჩიდან 24 ქულა მოიპოვა (6 გამარჯვება, 6 ფრე, 12 მარცხი).

ბექა დოგრაშვილი