რამოსი: “ბენზემას პენალტი ამიტომ დავუთმე”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურში “რეალმა” “ჟირონა” 4-1 დაამარცხა. “ბლანკოსმა” ორი პენალტი გამოიყენა: პირველი – სერხიო რამოსმა, მეორე – კარიმ ბენზემამ.

გუნდის კაპიტანმა განმარტა, რატომ დაუთმა კარიმს მეორე პენალტის დარტყმის უფლება.

“ახლა მე პირველი დამრტყმელი ვარ, ის კი, მეორე. შენ არ უნდა იყო შურიანი და უნდა იყო კარგი თანაგუნდელი. სწორედ ეს ახასიათებს ბენზემას. ამას ვაფასებ და ამიტომ დავარტყმევინე ჩემს გუნდელს თერთმეტმეტრიანი,” – ამბობს რამოსი.

 

კარიკატურა: რონალდუს “რეალის” პენალტების დარტყმა მაინც უნდა!

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურის მატჩში “რეალმა” “ჟირონა” 4-1 დაამარცხა. თერთმეტმეტრიანების გამოყენება მოახერხეს სერხიო რამოსმა და კარიმ ბენზემამ.

ადრე, პენალტებს “ბლანკოსში” რონალდუ ურტყამდა. ომარ მომანის აზრით, გოლს მოწყურებულ რონალდუს ასეთი რეაქცია ჰქონდა მაშინ, როცა ბურთთან დასარტყმელად რამოსი და ბენზემა მივიდნენ.

 

ესპანეთი – მაროკო: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ესპანეთი მაროკოს დაუპირისპირდა და ფრე, 2-2 ითამაშა. “ფურია როხამ” ამ მატჩის შემდეგ ხუთი ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.

Fifa.Com-ის ვერსიით შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ისკო ალარკონი დასახელდა. ევროპელთა ნახევარმცველმა ერთი გოლის გატანა მოახერხა და მთელი მატჩის მანძილზე აქტიური იყო.

გეტყვით, რომ ესპანეთი მერვედფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რა გააკეთა სერხიო რამოსმა იქამდე, სანამ რონალდუ პენალტს დაარტყამდა? (ვიდეო)

15 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ერთმანეთს პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-4 წუთზე კრიშტიანო რონალდუმ გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. იქამდე, სანამ პორტუგალიელი დაარტყამდა, მისმა თანაკლუბელმა სერხიო რამოსმა დე ხეას თვალებით ანიშნა, თუ რომელ კუთხეში დაარტყამდა რონალდუ. რამოსმა კუთხე ვერ გამოიცნო, მეკარემ კი ბურთის მოგერიება ვერ შეძლო.

კარიკატურა: რობერტო ფირმინო გაცივდა!

სერხიო რამოსს, მოჰამედ სალაჰისთვის ტრავმის მიყენების შემდეგ, ლორის კარიუსისთვის იდაყვის განძრახ ჩარტყმაც დააბრალეს. ამის შემდეგ ესპანელმა განაცხადა, რომ ახლა იმასაც იტყვიან, ჩემი ოფლის წვეთი რობერტო ფირმინოს მოხვდა და ამის გამო გაცივდაო.

ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

რამოსი: “მხოლოდ ფირმინოს არ უთქვამს, რომ ჩემი ოფლის წვეთი მოხდვა და გაცივდა”

სერხიო რამოსი თავს არაკომფორტულად გრძნობს, რადგან ჯერ იგი მოჰამედ სალაჰის, ხოლო შემდეგ რობერტო ფირმინოს ტრავმაში დაადანაშაულეს.

აღნიშნულ თემაზე თავად მადრიდელთა კაპიტანმა ისაუბრა.

“ჯანდაბა, ისინი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ სალაჰის ინციდენტს. არ მსურდა ამაზე საუბარი, რადგან ეს ამბავი გააბუქეს. ვნახე ვიდეო, ის ჩემს მხარს ჩაებღაუჭა და მეორე მხარეს გადავიხარე. ტრავმა სხვა მხარზე მიიღო და ხალხი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჩემი ძიუდოს ილეთის ბრალია. ამის შემდეგ მეკარემ თქვა, რომ მას იდაყვი ჩავარტყი. მხოლოდ ფირმინოს არ უთქვამს, რომ ჩემი ოფლის წვეთი მოხდვა და გაცივდა” – აცხადებს ესპანელი.

როგორ მიულოცა რამოსმა ბექჰემს დაბადების დღე? (ფოტო)

დღეს ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექემის დაბადების დღეა. მას 43 წელი შეუსრულდა.

მადრიდის “რეალის” კაპიტანი, სერხიო რამოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მისალოც პოსტს, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: “გილოცავ დაბადების დღეს. შენ უკვე გაქვს საჩუქარი: კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის ფინალი!!! ყველაფერი საუკეთესო, მეგობარო.”

 

რამოსი: “თამაშს ისე დავიწყებთ, თითქოს, 0-0-ია და არა – 2-1!”

დღეს მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

ესპანელთა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ჩვენ ყველა მეტოქის მიმართ უკიდურესი პატივისცემა გაგვაჩნია. მათაც ჩვენს მიმართ დიდი პატივისცემა აქვთ. აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სიტყვას მინდორზე. “რეალის” ისტორია აქაა და ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია, უახლოეს არქივს გადახედოს. ახლანდელ მეტოქესთან ბოლო მატჩები წარმატებულად ვითამაშეთ და ასე ვაპირებთ, გავაგრძელოთ.”

“არ გვსურს, ანგარიშის შენარჩუნებაზე ვითამაშოთ. ისე დავიწყებთ, თითქოს, 0-0-ია. მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში სასიამოვნო ამბავი არ მომხდარა. ამიტომ, ეს დამატებით მოტივაციას გვმატებს, მაქსიმალურად ფრთხილნი და აგრესიულნი ვიყოთ. სწორედ ესაა მთავარი!” – ამბობს რამოსი.

სერხიო რამოსის კომენტარი “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფნალის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსს” ესტუმრა და რონალდუს დუბლისა და მარსელოს გოლის წყალობით, მეტოქე ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.

“ბლანკოსის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან აღნიშნულ მატჩზე ისაუბრა.

“რონალდუს გოლი საოცრება იყო. ის შესანიშნავ ფრომაშია. ვიმედოვნებ, რომ პორტუგალიელი სეზონის ბოლომდე ასეთ კონდიციებში იქნება. ჩვენ, ფაქტობრივად, იდეალურად ვითამაშეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ. ახლა, საჭიროა, საკუთად კედლებში ყველაფერი დავასრულოთ,” – ამბობს რამოსი.

“რეალს” “ლას პალმასთან” შეხვედრაში რონალდუ და კიდევ ხუთი ვარსკვლავი დააკლდება

ხვალ “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის 30-ე ტურში “ლას პალმასს” ესტუმრება. საგულისხმოა, რომ ზინედინ ზიდანმა განაცხადში, ტრავმების გამო, ორი მოთამაშე ვერ შეიყვანა. პირველი მათგანი სერხიო რამოსია, რომელმაც არგენტინასთან დაპირისპირებაში მიიღო დაზიანება. რაც შეეხება ისკოს, მანაც სამხრეთამერიკელებთან ჩატარებული შესანიშნავი შეხვედრის შემდეგ, იგრძნო დისკომფორტი.

გარდა ესპანელებისა, “რეალს” კრიშტიანუ რონალდუ, მარსელო და ტონი კროოსი დააკლდებიან. “ზიზუმ” გადაწყვიტა, ბიჭები დაასვენოს. ეს რომ “იუვენტუსთან” გასამართი მატჩისთვის ხდება, გასაგებია. ხოლო, დანი კარვახალს დისკვალიფიკაცია აქვს და ისიც ვერ გაჰყვება გუნდს.

ვალენსიის ფესტივალზე რონალდუს, რამოსისა და პიკეს კარიკატურები გამოფინეს (ფოტოები)

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში დღეს ფესტივალი ჩატარდა, სადაც ცნობილი პოლიტიკოსებისა და სპორტსმენების კარიკატურები იყო გამოფენილი. მათ შორის, გამოსარჩევია, კრიშტიანუ რონალდუს გამოსახულება. ასევე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ სერხიო რამოსისა და ხერარდ პიკეს კარიკატურებზე.

 

სერხიო რამოსის კომენტარი პსჟ-სთან მატჩის შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითშეხვედრაში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით, 1-2 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 2-5 მადრიდელთა სასარგებლოდ). შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე “ბლანკოსი” გავიდა.

დაპირისპირების შემდეგ ესპანელთა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთამ ისაუბრა.

“მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი მოგებული გვქონდა, მაინც რთულ თამაშს ველოდით. შეიძლება, გულშემატკივარი ასე არ ფიქრობდა, მაგრამ ამას კარგად ვაცნობიერებდით. დიდი ფიზიკური დატვირთვა მივიღეთ, რაც მარტივი ნამდვილად არაა. გავიტანეთ და ამან კომფორტი შეგვიქმნა. ხოლო, ვერატის გაგდებამ თამაში გაგვიმარტივა.”

“ზიდანმა ყველაზე კარგად იცის, რა სჭირდება გუნდს. ის ყველასთან ძალიან ახლოსაა და სწორად ხვდება, როდის უნდა გამოიყენოს კონკრეტული მოთამაშე. მან ეს ამ შეხვედრაშც შეძლო.  ბედნიერი ვარ – ეს იდეალური სცენარი იყო! მუდმივი პრესინგითა და ზეწოლით მეტოქე შევზღუდეთ და შედეგიც მოვიდა,” – აცხადებს რამოსი.