ვასკესი: “ბევრი გოლი და გამარჯვებები თავდაჯერებულობას გვმატებს!”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 24-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “რეალ ბეტისი” ანგარიშით, 5-3 დაამარცხა. ორი საგოლე გადაცემა ლუკას ვასკესის ანგარიშზეა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მთავარი რამ არის, იგებ თუ არა შეხვედრას. ბოლო რამდენიმე მატჩში ბევრი გოლი გავიტანეთ. ახლა თავს შესანიშნავად ვგრნობთ. ყველაფერი, რასაც პოზიტიურად ვაკეთებთ, თავდაჯერებულობის, უფრო და უფრო, განმტკიცებაში გვეხმარება. არ ვიმსახურებდით, რომ  ეს დაპირისპირება 2-1 დასრულებულიყო. გვჯეროდა, რომ მას შემოვაბრუნებდით.”

“კარგად დავიწყეთ. თუმცა, შემდეგ “რელა ბეტისმა” აგრესიული პასუხი გაგვცა და ორჯერ გაგვიტანა. იძულეულნი ვიყავით, უფრო აგრესიულად შეგვეტია და კიდეც მოიტანა ამ ყველაფერმა შედეგი,” – ამბობს ვასკესი.

“რეალმა” ისკოსა და რამოსის ტრავმები დაადასტურა

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას ისკოსა და რამოსის ტრავმების შესახებ. წყაროს ცნობით, ესპანელმა ფეხბურთელებმა დაზიანებები ვარჯიშისას მიიღეს.

როგორც ცნობილი ხდება, ისკომ ვარჯიშისას მარცხენა ბარძაყის დაზიანება მიიღო. რაც შეეხება “ბლანკოსის” კაპიტანს, მას ტრავმა გაუმიზეზდა და სავარაუდოა, რომ 1-2 კვირით იუქმოს.

ჯერჯერობით უცნობია ისკოს დაბრუნების ვადები, თუმცა ცხადია, რომ რამოსის მსგავსად, ისიც ვერ შეძლებს “ვალენსიასთან” გასამართ მატჩსი მონაწილეობის მიღებას, რომელიც 27 იანვარს უნდა ჩატარდეს.

რამოსი: “მოტივირბულები ვართ, რათა გულშემატკივარი კიდევ ერთი ტიტულით გავახაროთ”

როგორც მოგეხსენებათ, დღეს მადრიდის “რეალი” აბუ დაბიში ჩაფრინდა, სადაც მოახლოვებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.

გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან საკლუბო მუნდიალის შესახებ ისაუბრა: “მოუთმენლად ველოდებით ტურნირში ჩართვას, ჩვენი მიზანია ტიტული დავიცვათ და ხელმეორედ მოვიგოთ მსოფლიო საკლუბო ჩემპონატი. დამღლელი ფრენის შემდეგ ძალების აღდგენას შევეცდებით, რათა მოახლოვებულ მატჩს ოპტიმალურ მდგომარეობაში შევხდეთ. “სევილიასთან” კარგი თამაშის შემდეგ მოტივირბულები ვართ, რათა გულშემატკივარი კიდევ ერთი ტიტულით გავახაროთ“, – განაცხადა სერხიო რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” პირველ შეხვედრას “ალ ჯაზირას” წინააღმდეგ 13 დეკემბერს ჩაატარებს. მადრიდული კლუბი ტურნირში 1/2 ფინალიდან ერთვება.

რამოსი: “მე და რონალდუს განსხვავებული აზრი გვაქვს, თუმცა ერთი მიმართულებით მივდივართ”

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტინაუ რონალდუ და სერხიო რამოსი “რეალთან” დაკავშირებით, რამდენიმე საკითხში ერთმანეთს არ ეთანხმებიან, მათ შორის მაინც არაა განხეთქილება.

აღნიშნულის შესახებ მადრიდელთა კაპიტანმა ისაუბრა.

“ჩემს და მას შორის არაფერი მომხდარა. მეგობრები ვიყავით და ახლაც ასეა. ჩვენ სხვადასხვა პიროვნება ვართ, შესაბამისად, გაგვაჩნია განსხვავებული აზრი. ეს ბუნებრივია. არ მინდა, გულშემატკივარმა იფიქროს, რომ ჩვენ უთანხმოება გვაქვს.”

“რაც შეეხება გუნდში არსებულ სიტუაციას, გასულ მატჩში დაფიქსირებული ფრე ნამდვილად არ გვაკმაყოფილებს. თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ და შრომა განვაგრძოთ. დარწმუნებული ვარ, შედეგიც მოვა. ეს, ალბათ, სეზონის საუკეთესო სტარტი არაა, თუმცა ბრძოლაში ისევ ვართ,” – აცხადებს რამოსი.

საუკუნის საუკეთესო თერთმეტეული UEFA.COM-ის ვერსიით (ფოტო)

დღეს უეფას ოფიციალურმა საიტმა მსოფლიოს ბოლო წლების საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. ამ გუნდში მოხვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ და სხვადასხვა რეკორდი ეკუთვნით. უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესო თერთმეტეულში 6 ისეთი ფეხბურთელი მოხვდა, რომელსაც ერთ დროს “ბარსელონაში” ან “რეალში” უთამაშია.

მეკარე: კასილასი.
მცველები: ლამი, პუიოლი, პიკე, რამოსი.
ნახევარმცველები: ინიესტა, ხავი, ჯერარდი.
თავდამსხვმელბი: ანრი, მესი, რონალდუ.

სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ესპანეთს მუნდიალზე თამაში შეუძლია (ფოტოები)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკრლებობას არ განიცდის. ხულენ ლოპეგედს ძალიან დიდი არჩევანი აქვს: მას თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე პროფესიონალი ჰყავს.

Marca გვთავაზობს საინტერესო სტატიას, სადაც ნათლადაა ასახული, რომ “ფურია როხას” სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობის დაყენება შეუძლია.

დე ხეა, ხორდი ალბა, რამოსი, პიკე, კარვახალი, ინიესტა, ბუსკეცი, კოკე, ისკო, მორატა, სილვა.

 

კეპა (რეინა), მონრეალი (მორენო), ნაჩო, ბარტრა, ორაისოლა (ასპილიკუეტა), საული (სუსო), ილარამენდი, ტიაგო, ასენსიო (ლუის ალბერტო), როდრიგო (ასპასი), ვიტოლო (კალეხონი).

სერხიო რიკო, მარკოს ალონსო, ინიგო მარტინესი, ალბიოლი, სერხი რობერტო, ანდერ ერერა, ხავი მარტინესი (პარეხო), მატა, ნოლიტო (პედრო), დიეგო კოშტა, დეულოფეუ (ლუკას ვასკესი).

რამოსი: “ნეიმარისთვის “რეალის” კარი ღიაა”

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა “პსჟ”-ს შემტევი, ნეიმარი აქო და განაცხადა, რომ ბრაზილიელისთვის “ბლანკოსის” კარი ყოველთვის ღიაა.

“სასიამოვნოა, როცა საუკეთესო ფესბურთელები გყავს გუნდში. ნეიმარი სწორედ ასეთ მოთამაშეებს მიეკუთვნება. ალბათ, უფრო ადვილი იყო ნეიმარისთვის, რომ “პსჟ”-ში წასულიყო, ვიდრე პირდაპირ “რეალში” გადმოსულიყო. ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილება იყო. ვერ იტყვი, რა მოხდება მომავალში, ჩვენ ხომ ფეხბურთის ნაწილნი ვართ.”

“ამჟამად, ნეიმართან კარგი ურთიერთობა მაქვს. მინდა მას საჯაროდ ვუთხრა, რომ “რეალის” კარი მისთვის ღიაა,” – აცხადებს მადრიდელთა კაპიტანი.

სერხიო რამოსმა პიკესთან ურთიერთობაზე ისაუბრა

ესპანეთისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, როგორც პიკესთან ურთიერთობაზე, ასევე კატალონიაში მიმდინარე მოვლენებზე.

“გასული კვირა საკმაოდ დაძაბული იყო “ბარსელონას” ფეხბურთელებისათვის, ჩვენ უნდა განვასხვავოთ ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთისგან. სანამ თქვენ წინაშე წარვსრდგებოდი, მსურდა პიკესთან და მთავარ მწვრთნელთან მესაუბრა. ნაკრებში არავისთან მილაპარაკია კატალონიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან ესაა ეროვნული ნაკრები. ჩემი სურვილი კი ერთია, ვიცხოვრო თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში”, – განცახადა რამოსმა.

“მე და პიკეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს. ყველას გააჩნია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ეროვნულ ნაკრებზე. ფანებს კი ერთადერთ რაიმეს ვთხოვ, შექმნან შესანიშნავი ატმოსფერო და ისიამოვნონ შეხვედრით.” -განაცხადა სერხიო რამოსმა.

რამოსი: “აპოელი” ძალიან შებოჭილი იყო და საწყის წუთებში გატანა გაგვიჭირდა”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ნიქოზიის “აპოელი” მიიღო და ანგარიშთ, 3:0 სძლია. დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ, ხოლო ერთი გოლიც სერხიო რამოსმა გაიტანა.

“ბლანკოსის” კაპიტანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“თავდაპირველად, გატანა გაგვიჭირდა. სტუმრები ძალინ შებოჭილები იყვნენ და მათი ბარიერის გადალახვა გვიჭირდა. თუმცა, თანდათან დაბრკოლება დავძლიეთ და ანგარიშიც გავხსენით. შედეგთ კმაყოფილები ვართ.”

“ესპანეთის ჩემპიონატში ჩავარდნა გვქონდა, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩვენ ყველა დაპირისპირებას ვერ მოვიგებთ. იმედია, სვლას ასე გავაგრძელებთ.”

“ბედნიერი ვარ, რომ კრისმა დუბლის შესრულება მოახერხა. მისი მიზანი მუდამ მეტოქის კარის აღება დაგუნდისთვის სარგებლის მოატანაა. სიამოვნებაა, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს!” – აცხადებს რამოსი.

რამოსი: “პიკე სამაგალითო ფეხბურთელია”

ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ესპანეთის ეროვნული ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება.  “ფურია როხას” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე შეხვედრასთან ერთად, თანამემამულეზე, ხერარდ პიკეზე ისაუბრა.

“პიკე სამაგალითპო ფეხბურთელია. ის ჩვენს ნაკრებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. გულშემატკივრის მიერ საკუთარი მოთამაშისთვის სტვენა არავის არგებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ფანებს, რომ არ დაუსტვინონ პიკეს.”

“მიზანი მხოლოდ ერთია – მოვხვდეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ვფიქრობ, ეს მთლიანი შესარჩევის ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება გამოვა. გულშემატკივარი აუცილებლად მოვა და მხარს დაგვიჭერს. ეს ძალიან გვჭირდება,” – განაცხადა რამოსმა.

ევროპის სუპერთასი: “რეალი” სკოპიეში რონალდუსთან ერთად გაფრინდა

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ვარჯიშს გუშინწინ დაუბრუნდა. იგი ჯერ, რა თქმა უნდა, სათანადო ფორმაში არაა. პორტუგალიელს სასტარტო შემადგენლობაში 13 აგვისტოს კატალონიის “ბარსელონასთან” გასამართ ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში ელიან. თუმცა, ზინედინ ზიდანმა რონალდუ მაინც შეიყვანა ევროპის სუპერთასის მატჩისთვის განაცხადში. შესაბამისად, იგი დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში თანაგუნდელებთან ერთად გაემგზავრა.

“მანჩესტერთან” დაპირისპირებისთვის განკუთვნილი “რეალის” ფეხბურთელთა სია ასეთია:

მეკარეები: ნავასი, კასილია, ზიდანი.

მცველები: კარვახალი, ვალეხო, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ტეო, ჰაკიმი.

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, მარკოს ლორენტე, ასენსიო, ისკო, კოვაჩიჩი, სებალოსი.

თავდამსხმელები: რონალდუ, ბეილი, ბენზემა, ვასკესი, მაიორალი.

შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “მაჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.

 

კარიკატურა: როგორ ემშვიდობება რამოსი “ბარსადან” მიმავალ ნეიმარს?

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ ნეიმარის “ბარსელონადან” წასვლის დიდი იმედი აქვს. ამის მთავარ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ “ბარსა” ძალიან დასუსტდება.

ომარ მომანის აზრით, რამოსი ასე ემშვიდობება კატალონიური გრანდიდან მიმავალ “ნეის”.