ანდრეა პირლო
ჩაბი ალონსო
სერხიო რამოსი
არდა თურანი
ანდრეა პირლო
ჩაბი ალონსო
სერხიო რამოსი
არდა თურანი
24 ივლისს, ავსტრალიაში, “მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, სერხიო რამოსმა რაჰიმ სტერლინგს ბურთი თავიდან ხელით ააცალა, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა.
ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ კარიერა, შესაძლოა, მადრიდის “რეალში” გააგრძელოს.
იტალიური პრესის ცნობით, “იუვეს” მცველში “რეალი” მზად არის 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. ხელფასის სახით კი მოთამაშეს ახლანდელზე ორჯერ მეტი, ანუ 4 მილიონი ევრო გადაუხადოს.
აღსანიშნავია, რომ ბონუჩის “რეალი” სერხიო რამოსის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც, შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდეს.
“რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ სერხიო რამოსის ირგვლივ შექმნილი სიტუაციით შეწუხებულია. ესპანური პრესის ცნობით პორტუგალიელი რამოსს ტელეფონით დაუკავშირდა დეტალების გასარკვევად.
გავრცელებული ინფორმაციით რამოსი “რეალის” ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. ესპანელ მცველს ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც ფლორენტინო პერესს არ აწყობს. ამავდროულად, რამოსის გადაბირებას “მანჩესტერ იუნაიტედი” ცდილობს.
“რეალის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები სერხიო რამოსის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ. “რეალის” პრეზიდეტი ფლორენტინო პერესი მცველის 50 მილიონდა გაშვებას ეწინააღმდეგება, თუმცა მზად არის ფეხბურთელს 90 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს.
შეგახსენებთ, რომ თავად რამოსს “იუნაიტედი” ხუთ სეზონში ხელფასის სახით 55 მილიონ ევროს სთავაზბს.
გავრცელებული ინფორმაციით, რამოსი “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძივების თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევს.
მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი UNICEF-ის პროგრამის მიხედვით კუბაში იმყოფება, სადაც ბავშვებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა. ესპანელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთი გოლი კრიშტიანო რონალდუს სტილში აღნიშნა.
მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი კარლო ანჩელოტის “სამეფო კლუბიდან” დათხოვნას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, ფლორენტინო პერესმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტი გაუწყვიტა.
“ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ვისთან ერთადაც მითამაშია. დიდი მადლობა. გუნდს დიდი პროფესიონალი ტოვებს, ჩვენ მეგობრებად ვრჩებით”, – წერს რამოსი სოციალურ ქსელ Facebook-ში.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, სერხიო რამოსმა კრიშტიანო რონალუს გუნდური თამაშისაკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “რეალი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მადრიდელთა მხრიდან ერთადერთი გოლი პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გაიტანა.
“შენი გატანილი გოლის შემდეგ, სხვა ყველაფერი არ უნდა დაივიწყო. საჭიროა, უფრო გუნდურად ითამაშო”, – El Chiringuito-ს ცნობით, რამოსმა რონალდუს სწორედ ეს უთხრა.
მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ “სამეფო კლუბს” ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “იუვენტუსმა” “რეალი” საკუთარ მოედანზე ანგარიშით 2:1 დააამარცხა.
“წაგება კარგი არ არის, თუმცა განმეორებითი შეხვედრა ჩვენს მოედანზე ჩატარდება. შევეცდებით, დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ამიტომ “ბერნაბეუზე” ბოლომდე დავიხარჯებით.
შეცდომები თამაშის ნაწილია. ამრიგად, ახლა საჭიროა სიმშვიდე შევინარჩუნოთ. პირველი მატჩის შემდებ, ფავორიტი “იუვენტუსია”, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მეორე შეხვედრა მადრიდში გაიმართება, რაც ჩვენთვის კარგია”, – ამბობს რამოსი.
26 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “სელტასა” და “რეალს” შორის გამართულ შეხვედრაში კამერებმა დააფიქსირეს კადრი, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა სერხიო რამოსი “სელტას” ფეხბურთელების შეტევის მომენტში.
22 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
23 მარტს, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრები, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ექცევიან მადრიდის “რეალის” გულშემატკივრები “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებს.
ვალდებასის ბაზიდან გამოსულ მოთამაშეებს გასასვლელში რამდენიმე მადრიდელი დახვდა, რომლებმაც ყველაზე მეტად გაბრაზება გარეტ ბეილის მისამართით გამოხატეს, ხოლო რამოსმა მათ უთხრა: “რა ხდება? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სწორი საქციელია?”