ემოციური კადრები – სანტი კასორლამ “ვილიარეალის” მარცხის შემდეგ იტირა (ვიდეო)

7 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატში “ბეტისმა” საკუთარ მოედანზე “ვილიარეალი” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ამ მარცხის შემდეგ, “ვილიარეალი”, 30 ქულით, ლა ლიგის ცხრილის გასავარდნ ზონაში იმყოფება – გუნდი მე-18 ადგილზე იმყოფება.

წაგება ძალიან განიცადა სანტი კასორლამ. 34 წლის ფეხბურთელს 89-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მან პენალტი ზუსტად ვერ შეასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ, მან ცრემლები ვერ შეიკავა, თანაგუნდელები კი მის დამშვიდებას ცდილობდნენ.

“რეალმა” ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩში ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა (ვიდეო)

ლა ლიგა სანტანდერის 38-ე ტურის შეხვედრაში “ვილიარელმა” მადრიდის “რეალი” მიიღო საკუთარ მოედანზე.

პირველ ნახევარში დედაქალქელებმა ორი გოლი გაიტანეს. ჯერ, მე-11 წუთზე გარეტ ბეილმა მოახერხა მეტოქის კარის აღება. ხოლო, 32-ე წუთზე მარსელოს ჩაწოდებული ბურთი, კრიშტიანუ რონალდუმ თავით კარში გადაგზავნა. თუმცა, მეორე ნახევარში, 70-ე წუთზე როხერ მარტინესმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. 85-ე წუთზე კი სამუ კასტიიეხომ 2-2 გახადა ანგარიში. საბოლოოდ, მატჩი სწორედ ასე დასრულდა.

ამ ფრით “ვილიარელმა” ლა ლიგაში წელს 61 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე გავიდა. ხოლო, “რეალმა” 76 ქულას მოუყარა თავი და მესამე პოზიციას დასჯერდა. შესაბამისად, პირველი მათგანი ევროპა ლიგის, ხოლო მეორე კლუბი კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.

 

ვალვერდე: “თავად ფეხბურთელმაც კი არ გააპროტესტა წითელი ბარათი”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მე-15 ტურში “ვილიარელმა” “ბარსელონა” მიიღო და მეტქოესთან ანგარიშით, 0-2 დამარცხდა. საგულისხმოა, რომ მასპინძელთა ფეხბურთელმა, დანიელ რაბამ ხისტი თამაშისთვის მესამოცე წუთზე სერხიო ბუსკეცის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და წითელი ბარათიც მიიღო.

საკმაოდ დაძაბული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ესაუბრა.

“წითელი ბარათი თამაშის კონტექსტიდან გამომდინარეობდა. ვფიქრობ, ფეხბურთელმაც გააცნობიერა, რომ ეს არასწორი მოძრაობა იყო და ის გაძევებას იმსახურებდა. არ მინახავს განმეორება, თუმცა ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ მსაჯის გადაწყვეტილება მართებული იყო. მოთამაშემ ეს არც კი გააპროსტესტა.”

“ვილიარეალი” ძალიან ორგანიზებული გუნდია. ის შეტევაში მშვენივრად თამაშობს. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც სივრცეებს ადვილად პოულობენ. მათ შესანიშნავი ტექნიკა აქვთ და კარგად ფლობენ ბურთს. ეს ყველაფერი მთლიანად გუნდის დიდი პლუსია. თუმცა, დღეს ჩვენ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმი ჩავატარეთ კარგად და ეს მოგებაც დავიმსახურეთ,” – აცხადებს ესპანელთა მთავარი მწვრთნელი.

“ბარსელონამ” “ვილიარეალს” სძლია (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ვილიარელმა” კატალონიის “ბარსელონა” მიიღო. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში ორივე გუდნს ჰქონდა შანსები, თუმცა გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე უხეში ტამაშის გამო მოედნინდან რაბა გააძევეს. ათკაციანმა “ვილიარეალმა” “ბლაგურნას” ვეღარ გაუძლო. 72-ე წუთზე ლუის სუარესმა პაკო ალკასერის საგოლე გადაცემით გაიტანა. ზუსტად თერთმეტ წუთში სერხიო ბუსკეცმა ლიონელ მესის გაატანინა. საბოლოოდ, სტუმრებმა ანგარიშით, 2-0 მოიგეს. მათ ამ მატჩის შემდეგ 39 ქულა დაუგროვდათ და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. “ვილიარეალი” კი 21 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

ოფიციალურად: “ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელი, ფრან ესკრიბა თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ესპანურ “ვილიარეალს” მთავარი მწვრთნელი, ფრან ესკრიბა აღარ გაწვრთნს. ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი. ხოლო, დღეს დილით ჩანიშნული ვარჯიში, რომელიც ათ საათზე უნდა გამართულიყო, საღამოს ექვსზე შედგება.

ესკრიბამ “ყვითელი წყალქვეშა ნავი” 2016 წლის 11 აგვისტოს ჩაიბარა. მაშინ გუნდი “მონაკოსთან” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სათამაშოდ ემზადებოდა. ახლა კი, “ვილიარეალი” ლა ლიგის ექვსი ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა. მას მხოლოდ ორი მოგება აქვს.

სავარაუდოდ, დღეს ვარჯიშის დაწყებამდე უნდა გახდეს ცნობილი, ვინ დაიკავებს ესკრიბას ადგილს.

კარლოს ბაკა “მილანს” ტოვებს

“მილანის” კოლუმბიელმა შემტევმა, კარლოს ბაკამ კლუბის სავარჯიშო ცენტრი დროზე ადრე დატოვა, რათა თავისი ტრანსფერის უკანასკნელი დეტალებიც შეეთანხმებინა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციის მიხედვით, ბაკა, რომელმაც გასული სეზონის 32 მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო (იტალიის სერია A-ში), კარიერას ესპანურ “ვილიარეალში” გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი “მილანში” “სევილიადან” გადაბარგდა, მომავალი სეზონიდან კი მას თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

ვიეტოს ტრანსფერზე სამი კლუბი მუშაობს

Sky Italia-ს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “სამპდროიას” ხელმძღვანელები “ატლეტიკოსთან” ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ატლეტიკოს” კუთვნილებაში მყოფი ახალგაზრდა ტალანტი არ აპირებს სათადარიგოთა სკამზე ჯდომას და მზადაა, “ვანდა მეტროპოლიტანო” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დატოვოს.

23 წლის არგეტნინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე “სამპდორიას” გარდა “ვილიარეალი” და “მონაკოც” მუშაობს.

გასულ სეზონში ვიეტო “სევილიაში” თამაშობდა არენდის წესით. პრიმერას 21 მატჩში მან 6 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით შეძლო თავის გამოჩენა.

ზიდანი “ვილიარეალთან” მატჩში ორ მცველს მოისაკლისებს

“ლა ლიგის” 24-ე ტურში მადრიდის “რეალი” სტუმრად “ვილიარეალს” დაუპირისპირდება. შეხვედრა “ლა კერამიკაზე” თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

საგულისხმოა, რომ ამ მატჩში “ბლანკოსის” უკანა ხაზი დანაკლისით იქნება წარმოდგენილი. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რაფაელ ვარანის არყოფნა. ფრანგმა მცველმა “ვალენსიასთან” დაპირისპირებაში მარცხენა ფეხის ბარძაყის ბიცეპსის კუნთი დაიზიანა და, დაახლოებით, სამი-ოთხი კვირის გამოტოვება მოუწევს.

ასევე, ზიდანის განკარგულებაშია არ იქნება ბრაზილიელი მარკვენა მცველი, დანილო. მას რამდენიმე ხანია ტრავმა აქვს და ჯერ გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს.

გარდა ამ ორი მცველისა, გუნდს მარიანო და კოენტრაო დააკლდებიან.

ჯანლუკა დი მარციო: პატო “ვილიარეალიდან” მიდის

ფეხბურთის იტალიელი ექსპერტისა და ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ალეშანდრე პატომ “ვილიარეალის” დატოვება განიზრახა.

როგორც იცით, ბრაზილიელი ფორვარდი ევროპას 2015 წელს დაუბრუნდა, როდესაც ის “ჩელსის” რიგებში ჩაირიცხა. ინგლისში ჩატარებული არასახარბიელო სეზონის შემდეგ, ის “ვილიარეალში” გადავიდა, სადაც მიმდინარე სეზონის 14 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.

დი მარციოს ცნობით, ბრაზილიელის მომდევნო კლუბი ჩინური “ტიანძინ ქუანძიანი” იქნება, რომელსაც სათავეში ფაბიო კანავარო უდგას.

ზინედინ ზიდანი: “ბეილი და რონალდუ ასი პროცენტით მზად არიან!”

დღეს, პრიმერა დივიზიონის მეხუთე ტურში მადრიდის “რეალი” სანტიაგო ბერნაბეუზე “ვილიარეალს” უმასპინძლებს.

შეხვედრის წინ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“წლევანდელი სეზონი შესანიშნავად დავიწყეთ. ეს იმის დამსახურებაა, რომ ფეხბურთელები და სამწვრთნელო პერსონალი თავთავიანთ საქმეებს კარგად აკეთებენ.”

“მიუხედავად წარმატებული სტარტისა, გვყავს კრიტიკოსები. ეს სრულებით ნორმალური და ჩვენთვის სასარგებლოცაა. კრიტიკა გვაძლევს მოტივაციას, რათა ვითამაშოთ.”

“რაც შეეხებათ ჩვენს მეტოქეებს… ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც ამ სეზონში პრიმერა დივიზიონის არცერთი შეხვედრა არ წაუგია. ეს ძალიან კარგი კლუბია, რომელსაც შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს. სწორედ ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა სათანადოდ დავუხვდეთ “ვილიარეალს”.

“ვეცდებით, განვაგრძოთ მოგებების სერია.”

“კეილორ ნავასი ნელ-ნელა შედის სასურველ ფორმაში, მაგრამ როდის დაბრუნდება, ვერ გეტყვით. ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება; მოკლედ, ყველაფერს მომავალში ვიხილავთ.” 

“კასილია არის მოთამაშე, რომელსაც ყოველთვის უნდა კეილორისგან ბევრი რამ ისწავლოს. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.”

“ბეილი და რონალდო 100%-ით მზად არიან!”

 

ზიდანი ადასტურებს: “ვილიარეალთან” მატჩში “რეალს” ლიდერები დაუბრუნდებიან

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ესპანური გრანდის ფანებს ძალზედ სასიხარულო ინფორმაცია ამცნო – კრიშტიანუ რონალდუ, ისევე როგორც გარეთ ბეილი “ვილიარეალის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

“ბეილი და კრიშტიანუ ხვალინდელი მატჩისათვის მზად არიან” – განუცხადა ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს პრეს-კონფერენციაზე.

“მათგან განსხვავებით, პეპეს არ უვარჯიშია, მაგრამ დანარჩენ 4 მცველს თამაში შეუძლიათ. ნაჩოს ცენტრშიც შეუძლია თამაში ისევე, როგორც ფლანგზე.

ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, თუმცა მაინც მაქსიმალურად მზად ვართ.” – დაამატა მან.

ლა ლიგის ბიზნესი: დახარჯული 250,65 და მიღებული 182,1 მილიონი ევრო

როგორც იცით, უკვე კარგა ხანია, რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. გუნდების უმეტესობამ უკვე განახორციელა დაგეგმილი ტრანსფერები.


“ბარსელონა” (-36,75 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: სამუელ უმტიტი (“ლიონი”, 25 მილიონი ევრო), ლუკას დინიე (“პსჟ”, 16,5 მილიონი ევრო), დენის სუარესი (“ვილიარეალი”, 3,25 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 44,75 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: მარკ ბარტრა (“ბორუსია დორტმუნდი”, 8 მილიონი ევრო), დანი ალვეში (“იუვენტუსი”, უფასო) და სანდრო რამირესი (“მალაგა”, უფასო).

მიიღეს: 8 მილიონი ევრო.


“რეალი” (-20,5 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ალვარო მორატა (“იუვენტუსი”, 30 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 30 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: დენის ჩერიშევი (“ვილიარეალი”, 7 მილიონი ევრო), ალვარო მედრანი (“ვალენსია”, 1.5 მილიონი ევრო), ომარ მასკარელი (“აინტრახტი”, 1 მილიონი ევრო), ბურგუი (“ხიხონის სპორტინგი, არენდა), დიეგო ლორენტე (“მალაგა”, არენდა), ხესუს ვალეხო (“აინტრახტი”, არენდა), ალვარო არბელოა (კლუბი უცნობია, უფასო).

მიიღეს: 9,5 მილიონი ევრო.


“ატლეტიკო მადრიდი” (-41,7 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ნიკო გაიტანი (“ბენფიკა”, 25 მილიონი ევრო), სიმე ვრსალკო (“სასუოლო”, 16 მილიონი ევრო), დიეგო იოტა (“პასკოს ფერეირა”, 7.20 მილიონი ევრო) და ფერნანდო ტორესი (“მილანი”, უფასო).

დაიხარჯა: 48.2 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: ლეო ბაპტისტაო (“ესპანიოლი”, 3.5 მილიონი ევრო), ჯოშუა გილავოგი (“ვოლფსბურგი”, 3 მილიონი ევრო), მატიას კრანევიტერი (“სევილია”, არენდა), ხესუს გამესი (“ნიუკასლი”, უცნობია) და ბონო (“ჟირონა”, უცნობია).

მიიღეს: 6.5 მილიონი ევრო.


“ვილიარეალი” (+ 34,25 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ალფრედ ნ’დიაე (“რეალ ბეტისი”, 8 მილიონი ევრო) და დენის ჩერიშევი (“რეალ მადრიდი”, 7 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 15 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: ერიკ ბაილი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 38 მილიონი ევრო), სამუ გარსია (“რუბინი”, 5 მილიონი ევრო), დენის სუარესი (“ბარსელონა”, 3.25 მილიონი ევრო), ტომას პინა (“ბიუგე”, 3 მილიონი ევრო), მოი გომესი (“ხიხონი”, უფასო) და მატიას ნაჰელი (“ბეტისი”, არენდა).

მიიღეს: 49,25 მილიონი ევრო.


“ატლეტიკ ბილბაო” ( 0 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა:

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: ერიკ მორანი (“სარაგოსა”, არენდა), კარლოს გურპეგი (კარიერა დაასრულა).

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ვალენსია” ( -7.1 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ნანი (“ფენერბახჩე, 8.5 მილიონი ევრო) და ალვარო მედრანი (“რეალ მადრიდი”, 1.5 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 10 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: პიატი (“ესპანიოლი”, არენდა), ბარაგანი (“მიდლსბრო”, 2.7 მილიონი ევრო), ფეგული (“ვესტ ჰემი”, უფასო) და იოელი (“ეიბარი”, არენდა).

მიიღეს: 2.9 მილიონი ევრო.


“სევილია” ( -7.1 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ფრანკო ვასკესი (“პალერმო”, 15 მილიონი ევრო), ჟოაკინ კორეა (“სამპდორია”, 13 მილიონი ევრო, განსო (“სან პაულო”, 10 მილიონი ევრო), ჰიროში კიოტაკე (“ჰანოვერ 96”, 6.5 მილიონი ევრო), პაბლო სარაბია (“ხეტაფე”, 1 მილიონი ევრო), მატიას კრანევიტერი (“ატლეტიკო”, არენდა).

დაიხარჯა: 45მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: პიატი (“ესპანიოლი”, არენდა), ბარაგანი (“მიდლსბრო”, 2.7 მილიონი ევრო), ფეგული (“ვესტ ჰემი”, უფასო) და იოელი (“ეიბარი”, არენდა).

მიიღეს: 2.9 მილიონი ევრო.


“სევილია” ( -9.9 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ნანი (“ფენერბახჩე, 8.5 მილიონი ევრო) და ალვარო მედრანი (“რეალ მადრიდი”, 1.5 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 10 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: კრიხოვიაკი (“პსჟ”, 33,6 მილიონი ევრო), დიოგო ფიგეირაში (“ოლიმპიაკოსი”, 1.5 მილიონი ევრო), ლუიზმი (“ვალიადოლიდი”, უფასო), რეიესი (“ესპანიოლი”, უფასო), ბანეგა (“ინტერი”, უფასო) და ბეტო (უცნობია, უფასო).

მიიღეს: 35.5 მილიონი ევრო.


“სელტა” ( +17 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 1 მილიონი ევრო.

მიიღეს: 18 მილიონი ევრო.


“მალაგა” ( -10,10 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 10,10 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“რეალ სოსიედადი” ( -8 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 12 მილიონი ევრო.

მიიღეს: 4 მილიონი ევრო.


“რეალ ბეტისი” ( -12 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 20 მილიონი ევრო.

მიიღეს: 8 მილიონი ევრო.


“ლას პალმასი” ( -2 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 2 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ესპანიოლი” ( -7.7 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 7.9 მილიონი ევრო.

მიიღეს: 200.000 ევრო.


“ეიბარი” ( +2 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 3 მილიონი ევრო.

მიიღეს: 5 მილიონი ევრო.


“დეპორტივო” ( -500,000 ევრო)

დაიხარჯა: 500,000 ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“გრანადა” ( +31,5 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

მიიღეს: 31.5 მილიონი ევრო.


“გრანადა” ( -200,000 ევრო)

დაიხარჯა: 200,000 ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ალავესი” ( 0 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ოსასუნა” ( +3.75 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

მიიღეს: 3.75 მილიონი ევრო.


“ოსასუნა” ( – 1 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 1 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


18.07.2016