დიეგო სიმეონე: ”ტაქტიკური თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ”

მადრიდის ”ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ”იუვენტუსთან” ჩატარებული მატჩი შეაფასა.

”დიდებულ გუნდს დავუპირისპირდით. დღეს, ტაქტიკური თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ და მოგებაც დავიმსახურეთ.”

”იუვენტუსს” ძალიან ძლიერი თავდამსხმა ყავს, ნახევარდაცვაში ჩემპიონები თამაშობენ, დაცვა კი უძლიერესი.”

”მეტოქეს ბურთის ფლობის საშუალებას არ ვაძლევდით. პირველ ტაიმში ”იუვენტუსი” ძალიან კარგად თამაშობდა, მეორე ნახევარში კი აგრესიული ფეხბურთის თამაში დაიწყეს.”

”გიზმანის შემოსვლის შემდეგ, შეხვედრა უფრო გაიხსნა. 4-4-2 ტაქტიკაზე გადავედით და ანგარიშის გახსნას ვცდილობდით.” – განაცხადა სიმეონემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ”ატლეტიკოსა” და ”იუვენტუსს” შორის გამართული შეხვედრა, მადრიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.

ალეგრი: ”იუვენტუსმა” მოგებაზე ითამაშა”

ტურინის ”იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ”ატლეტიკოსთან” განცდილი მარცის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

”იუვენტუსმა” მოგებაზე ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ. მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად გვქონდა შესწავლილი, სწორედ ამიტომ ვერ შექმნა მეტოქემ მათ ბევრი მომენტი.”

”ჩემმა გუნდმა მოახერხა რამდენიმე რეალური სახიფათო მომენტის შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.”

”ატლეტიკოსთან” თამაში ძალიან რთულია. ისინი, ფაქტობრივად, თავისუფალ სივრცეებს არ ტოვებენ და კონტრშეტევაზე ძალიან სახიფათოდ თამაშობენ.”

”გამარჯვებას ვეცადეთ, მაგრამ ეს ადვილი ნამდვილად არაა. მოწინააღმდეგის ძლიერი მხარეების გასანეიტრალებლად, ბურთის ფლობას ვცდილობდით, მაგრამ ერთი შეცდომა გაგვეპარა, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში.

ატლეტიკო 1-0 იუვენტუსი

მადრიდის ”ატლეტიკომ”, 75-ე წუთზე არდა თურანის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, ”იუვენტუსი” დაამარცხა

გოლი: არდა თურანი 1-0 75′

იუვენტუსს ტევესი 2018 წლამდე სურს

ტურინის ”იუვენტუსი” ტევესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

”ბიანკონერის” გენერალური დირექტორი, ბეპე მაროტა, მზადაა არგენტინელ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რომელიც კლუბში დარჩენას 2018 წლის ივნისამდე გულისხმობს.

ამის მიუხედავად, Tuttosport-ის ინფორმაციით, თავად ტევესი ”ბოკა ხუნიორსში” დაბრუნების ვარიანტს განიხილავს და ახალ კონტრაქტზე, შესაძლოა უარი განაცხადოს. არგენტინელს, ”ბებერ სინიორასთან” მიმდინარე კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.

მორატა: ”ჩემს თანაგუნდელებს ბრწყინვალედ ვუგებ”

ტურინის ”იუვენტუსის” თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ ატალანტასთან სადებიუტო გოლი (3-0) გაიტანა და ჟურნალისტებთან ინტერვიუში, კმაყოფილებას ვერ მალავს.

კარგი შეხვედრა იყო, მოგებითაც და ჩემი გოლითაც კმაყოფილი ვარ. ჩემს თანაგუნდელებს ბრწყინვალედ ვუგებ, რომ არა ისინი, ამ გოლს ვერ გავიტანდი. მეშინოდა რომ ადაბტაცია უფრო რთული იქნებოდა, მაგრამ ჩემი გუნდელები დამეხმარნენ და ყველაფერი რიგზეა, აქ ბედნიერი ვარ. ლორენტე გუნდში უფრო გამოცდილია, ამიტომაც თამაშობს ძირითადში. – განაცხადა მორატამ.

21 წლის თავდამსხმელმა ”იუვენტუსში” 3 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ესპანელმა ფეხბურთელმა, მინდორზე მთლიანობაში 47 წუთი გაატარა.

მილანი – იუვენტუსი. ტორესი და ელ შაარავი განაცხადში მოხვდნენ, დიეგო ლოპესი და ალექსი არა

”მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპო ინძაგიმ, ”იუვენტუსთან” მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ტრამვის მიზეზით, განაცხადში ვერ მოხვდნენ დიეგო ლოპესი და ალექსი, სამაგიეროდ გამოჯანმრთელება მოასწრეს ტორესმა და ელ შაარავიმ და შესაძლოა, ხვალ ძირითად შემადგენლობაშიც მოგვევლინონ.

განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: აბიატი, აგაცი, გორი.

მცველები: აბატე, ალბერტაცი, არმერო, დე შილიო, მექსესი, რამი, ზაკარდო, ზაპატა.

ნახევარმცველები: ესიენი, დე იონგი, მასტალი, მუნტარი, პოლი, ვან გინკელი.

თავდამსხმელები: ბონავენტურა, ელ შაარავი, ჰონდა, მენეზი, ნიანგი, პაცინი, ტორესი.

შეგახსენებთ, რომ ”მილანისა” და ”იუვენტუსის” დაპირისპირება, 20 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ვიდალი: „იუვენტუსში“ ვრჩები, რადგან პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მთხოვა“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა „ბიანკონერის“ შემადგენლობაში დარჩენის სურვილი გამთქვა.

„არ ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ რას ამბობენ ესპანეთში. ჩემი ოჯახი ტურინში ბედნიერია. რამდენჯერმე მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – აქ ყველაფერი მაწყობს.

„იუვენტუსში“ ვრჩები, რადგან კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ჩემპიონთა ლიგის მოგება მთხოვა“, – განაცხადა ვიდალმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მანჩესტერ იუნაიტედი ვიდალს მაცდურ წინადადებას სთავაზობს

“იუვენტუსისა” და ჩილეს ეროვნული ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი არტურო ვიდალი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი სატრანსფერო მიზანია. ამ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

“ემიუ” მზადაა ფეხბურთელს გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმოს და ყოველკვირეულად 200 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს.

მანჩესტერული კლუბი ტრანსფერის განხორციელებას სეზონის ბოლოს გეგმავს.

ამ სეზონში ვიდალმა იტალიის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც გააკეთა.

იუვენტუსი კროოსით დაინტერესდა

ტურინის იუვენტუსის ინტერესთა გრძელ სიას მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ტონი კროოსი შეემატა.

ტურინელებს ყველაფერს ისიც უადვილებს რომ კროოსს კონტრაქტი 2015 წელს ეწურება,მიუნხენელები კი კროოსისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას დიდად არ ჩქარობენ.