“რეალი” ხესეს გუნდიდან უშვებს

ესპანური გამოცემა “ასი” იტყობინება, რომ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდიდან ხესე როდრიგესს გაუშვებს.

წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” ხელშეკრულებაში ჩაწერს პუნქტს, რომლის თანახმადაც, მადრიდელებს 22 წლის ფეხბურთელის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი თავდამსხმელით გერმანული კლუბები არიან დაინტერესებულნი. კერძოდ, საუბარია დორტმუნდის “ბორუსიასა” და ლევერკუზენის “ბაიერზე”.

მიმდინარე სეზონში ხესემ “რეალის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ანჩელოტი:”ბენზემა და რონალდო ფინალში ითამაშებენ”

„კრიშტიანუმ დისკომფორტი იგრძნო და რასაკვირველია, მისი მოედანზე გამოყვანა არ გავრისკეთ.ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია, რამეთუ პორტუგალიელი მზადყოფნაში შეხვდება ჩემპიონთა ლიგის ფინალს.რაც შეეხება ბენზემას, ფრანგი კუნთმა შეაწუხა და მყისვე გავიყვანეთ.ისიც მოახერხებს 24-ში ასპარეზობას.“

„ესპანიოლის წინააღმდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა მშვენივრად ითამაშეს,ახლა ყველა ფინალზე ვფიქრობთ.“

„პეპეს მდგომარეობა უმჯობესდება.აქამდე სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა, ხოლო ხვალიდან სრული დატვირტთვით მოედანზე ივარჯიშებს.გვჯერა, რომ არც მას შეექმნება პრობლემა ფინალში ასპარეზობასთან დაკავშირებით.“

„ალონსოს ყველაზე რეალურ შემცვლელად ილიარა მოიაზრება.კიდევ ერთი კვირა მაქვს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო.ასიერის თამაშებით კმაყოფილი ვარ.“

„გუნდი კონდიციები მოსაწონია. ახლა მთავარია, ალონსოსა და ხესეს გარდა, ყველა მოთამაშე 100 პროცენტით მზად იყოს ფინალისათვის.“

„ხედირა რთული ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგა.ადვილი როდია, ამდენხნიანი უქმობის შემდეგ დაბრუნება.ილიარას უფრო დიდი შანსი აქვს ფინალურ დაპირისპირებაში მოედანზე გამოსვლისა.“

„მარსელომ მოახერხა კონდიციების აკრეფა.მარცხენა ფრთაზე დიდი კონკურენციაა და ჯერჯერობით არვიცი, რომელ ფეხბურთელს ავირჩევ სასტარტო თერთმეტეულისათვის.“

„როდესაც წინ ფინალი გაქვს, რისკზე წასვლა არ შეიძლება.კრიშტიანუ თავს მშვიდად გრძნობს და მოუთმენლად ელოდება მოედანზე დაბრუნებას.“

„რეალმა“ „ატლეტიკო“ განმეორებით მატჩშიც დაამარცხა და ფინალში გავიდა

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ შორის განმეორებითი მატჩი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. „რეალმა“ მეორე მატჩშიც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. შეხვედრის მე-7 წუთზე „ატლეტიკოს“ საჯარიმო მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ წაიქცა და მთავარმა არბიტრმა საეჭვო თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, რომელიც გოლად თავად პორტუგალიელმა  აქცია. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ სტუმრებმა მეორე პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, ამჯერად მასპინძელთა საჯარიმოში გარეტ ბეილი წააქციეს. გოლი ამჯერადაც რონალდუმ გაიტანა. საბოლოო ჯამში, „სამეფო კლუბმა“ მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 5:0) და ფინალის საგზური მოიპოვა, რომელშიც დიდი ალბათობით „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. კატალონიურმა გუნდმა ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „სოსიედადი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი 13 თებერვლის 01:00 საათზე დაიწყება.

ესპანეთის თასი
ნახევარფინალი (II მატჩი)
„ატლეტიკო“ — „რეალი“ 0:2 (0:2)

გოლები: რონალდუ 7′ (პენ), 16′ (პენ).
გაფრთხილებები: მირანდა 80′ — ილიარამენდი 36′, არბელოა 43′, რონალდუ 44′.

„რეალმა“ „ატლეტიკო“ გაანადგურა

ესპანეთის სამეფო თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის შედგა, რომელიც „ბლანკოსის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როდესაც პეპეს დარტყმის შემდეგ ბურთი ემილიანო ინსუას მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და სტუმართა კარში შევარდა. 57-ე წუთზე ხესე როდრიგესმა, რომელმაც ანხელ დი მარიას გენიალური პასი შეირგო, „რეალის“ უპირატესობა განამტკიცა. მატჩს საბოლოო წერტილი კი კვლავ ავტოგოლმა დაუსვა: ამჯერად ბურთი ჟუან მირანდას მოხვდა და კარში ისე შევარდა. განმეორებითი შეხვედრა 12 თებერვალს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება.

ესპანეთის თასი
ნახევარფინალი
„რეალი“ — „ატლეტიკო“ 3:0 (1:0)

გოლები: ინსუა 17′ (ა.გ.), ხესე 57′, მირანდა 73′ (ა.გ.).
გაფრთხილებები: პეპე 24′  — დიეგო 27′, დიეგო კოსტა 60′, ხუანფრანი 79′, მირანდა 88′.