მარკო ვერატიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა

“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატი, საკმაოდ საინტერესო განცხახებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, ის “პარი სენ-ჟერმენში” დარჩენით კმაყოფილია. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მისი გადაბირების სურვილს კატალონიის “ბარსელონა” ინტერესდებოდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, “პარი სენ-ჟერმენში” დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე. ყოველდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. მინდა პარიზში კიდევ დიდხანს დავრჩე და მოვიგო ის, რაზეც ყოველი ჩვენგანი ოცნებობს,” – აცხადებს ვერატი.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს “პსჟ” ძალიან გაძლიერდა, თუმცა წელს ჩემპიონთა ლიგიდან საკმაოდ ადვილად გამოვარდა – ამაზე მადრიდის “რეალმა”, ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე იზრუნა.

ვერატი: “მოგება “პარი სენ-ჟერმენის” ვალდებულებად არის ქცეული”

“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ფრანგულ კლუბზე არსებულ ზეწოლაზე ისაუბრა, რაც ძირითადად “პარიზელების” მიერ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხის (400 მილიონზე მეტი) შემდეგ გაიზარდა.

“ძალიან ბევრს საუბრობენ ჩვენზე, განსაკუთრებით კლუბს გარეთ. ყოველდღე ძალიან ბევრ ცუდ, არასწორ რაღაცას ვხედავ. შესაძლოა, წინა წლებში ამ სიმაღლეზე არ ვიყავით. მშვიდად უნდა ვიყოთ და დიდი ტიტული თავისით მოვა.

ჩვენგან უკვე ყველაფრის მოგებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი ხმაური იქმნება ჩვენს გარშემო. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ისინი ჩვენში დიდ ძალას ხედავენ.

ზეწოლა მართლაც რომ ძალიან დიდია. დიახ, მოგება “პარი სენ-ჟერმენის” ვალდებულებად არის ქცეული და მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი ყველაფრის მოგება იქნება,” – აცხადებს ვერატი.

მსაჯის დასკვნა: უნდა გაეძევებინათ თუ არა მარკო ვერატი მოედნიდან?

ამ წუთებში დასრულდა “პარი სენ-ჟერმენსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე, რომელშიც გამარჯვება კვლავაც ესპანელებს დარჩათ და ჩემპიონთა ლიგის შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვეს.

მატჩის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა რამდენიმე საკამათო ეპიზოდს. მათ შორის კი, ყველაზე სადავო მარკო ვერატის წითელი ბარათის მომენტი იყო – იტალიელი ნახევარმცველი ჯერ კაზემიროსთან უხეშობისთვის გააფრთხილეს (20′), შემდეგ კი მსაჯთან ჩხუბისთვის (65′).

“მატჩის მთავარი არბიტრის გადაწყვეტილება ორივე შემთხვევაში სამართლიანი იყო. ვერატი კაზემიროს ძალიან ხისტად ეთამაშა და მსაჯის მიერ მისი პროტესტის ფორმაც არ იყო მისაღები. საერთო ჯამში, ბრიხმა თავისი საქმე კარგად შეასრულა,” – აცხადებს ყოფილი მსაჯი, ანუხარ ოლივერი.

ვერატი: “უკმაყოფილოები ვართ შეხვედრის ხარისხით, მაგრამ შედეგი მისაღებია”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში “ანდერლეხტი” და “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდა და 0-4 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარიზელთა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ მატჩის დასაწყისშივე შევძელით დაწინაურება, მაგრამ “ანდერლეხტმა” ამის შემდეგ შესანიშნავი ფეხბურთი შემოგვთავაზა. უკმაყოფილონი ვართ შეხვედრის ხარისხით, მაგრამ შედეგი მისაღებია. უკეთ შეგვიძლია თამაში, არ შეიძლება ამდენი მომენტის გამოუყენებლობა. შეიძლება ითქვას, რომ რიგ ეპიზოდებში გაგვიმართლა კიდეც,” – აცხადებს მარკო ვერატი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 ივლისი


მბაპეს ყურადღება “ბარსელონამაც” მიაქცია

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მონაკოს” ფრანგი თავდამსხმელის, კილიანმ ბაპეს ტრანსფერზე მუშაობა კატალონიურმა “ბარსელონამაც” დაიწყო.

როგორც იცით, “ბლაუგრანას” ერთ-ერთი ლიდერი, ნეიმარი ძალიან ახლოსაა “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან, მბაპეს კი სწორედ მის შემცვლელად მოისაზრებენ.


“ევერტონი” ჟირუს უახლოვდება

მერსესაიდული “ევერტონის” ხელმძღვანელები ლონდონის “არსენალის” ფრანგი თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს ტრანსფერს უახლოვდებიან. ამ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

როგორც იცით, ჟირუს ტრანსფერზე დორტმუნდის “ბორუსიაც” აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა ის ფაქტი, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი “სიგნალ იდუნა პარკზე” რჩება, ჟირუს ტრანსფერს პრაქტიკულად გამორიცხავს.


“არსენალი” ბენზემას გადაბირებას გეგმავს

გუნდიდან ალექსის სანჩესის წასვლის შემთხვევაში, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მზად არიან მადრიდის “რეალს” ბენზემას ტრანსფერისთვის საჭირო თანხა გადაუხადონ.

Don Balon-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება “მეთოფეთა” ფრანგ თავკაცს, არსენ ვენგერს ეკუთვნის.


მოურინიო ვერატის დაუკავშირდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო “პარი სენ-ჟერმენის” იტალიელ ნახევარმცველს, მარკო ვერატის დაუკავშირდა და შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრა.

ვერატის “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლის შანსებს ზრდის ისიც, რომ ვერატის აგენტი მინო რაიოლა გახდა, რომელსაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობასთან.


“ბაიერნი” სანჩესის ტრანსფერში 48 მილიონს ითხოვს

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა ინფორმაცია “მილანთან” რენატუ სანჩესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

პრესასთან საუბრისას მან ისიც გვაცნობა, თუ რამდენის მიღებას ცდილობს “რეკორდმაისტერი” პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერში – საუბარია 48 მილიონ ევროზე.


მარკო ვერატი შესაძლოა, მინო რაიოლას კლიენტი გახდეს

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი, მარკო ვერატი საფეხბურთო აგენტის გამოცვლაზე ფიქრობს. ამ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

როგორც იცით, იტალიელ ფეხბურთელს თავისი აგენტის, დონატო დი კამპლის ხმაურიანი განცხადებების გამო არაერთხელ შექმნია პრობლემები პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან.

გეტყვით იმასაც, რომ კამპლის ბოლოდროინდელი განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც, მისი კლიენტი “პარი სენ-ჟერმენში” ისეა გამოკეტილი, როგორც ციხეში, 24 წლის ფეხბურთელმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

ვერატის მომავალი აგენტი დიდი ალბათობით მინო რაიოლა გახდება, რომელიც ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარიო ბალოტელი, ჯანლუიჯი დონარუმა, პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ.

“პარი სენ-ჟერმენი” ვერატის ნაცვლად 70 მილიონისა და რაკიტიჩის მიღებას გეგმავს

“ბარსელონას” ხელმძღვანელები კვლავ არ ეშვებიან “პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის ტრანსფერზე ფიქრს. პარიზელებმა კი საუკეთესო ვარიანტი გამონახეს.

ესპანური Sport.es-ის ცნობით, ფრანგული კლუბი მარკო ვერატის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროსა და “ბარსელონას” ესპანელ ნახევარმცველს, ივან რაკიტიჩს ითხოვს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, “პსჟ”-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი მიღებული თანხის გამოყენებით კილიან მბაპეს ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს, რომელშიც “მონაკო” 130 მილიონ ევროს ითხოვს.

ბართომეუ ვერატის: 31 აგვისტომდე დაგელოდებით

საკმაოდ გავლენიანი ესპანური გამოცემის, Marca-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობას მარკო ვერატის ტრანსფერზე ხელი ბოლომდე ჯერაც არ აუღია.

როგორც ცნობილი ხდება, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელები ამ დრომდე ინარჩუნებენ ახლო კონტაქტს იტალიელ ფეხბურთელთან და მის აგენტთან.

ესპანელებს თუ დავუჯერებთ, კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ ვერატის ასეთი რამ უთხრა: “შენს გადაწყვეტილებას 31 აგვისტომდე დაველოდებით.”

შეგახსენებთ, რომ პარიზელები ყველაფერს აკეთებენ ვერატის შესანარჩუნებლად, თუმცა თუ ფეხბურთელის სურვილი იქნება, ის თავისუფლად შეძლებს კარიერის ესპანურ კლუბში გაგრძელებას.

როდის გადაწყდება მარკო ვერატის მომავალი?

ესპანური სპორტული გამოცემის, Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, 4 ივლისს საბოლოოდ გაირკვევა, გადავა თუ არა “პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველი, მარკო ვერატი “ბარსელონაში”.

უცხოური წყაროს ცნობით, სწორედ 4 ივლისს ბრუნდება მარკო ვერატი შვებულებიდან და ამ დროისთვის მას გადაწყვეტილება მიღებული უნდა ჰქონდეს.

მართალია, “ბარსელონას” ფრანგული კლუბისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერაც არ მიუმართავს, მაგრამ ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება, თუ იტალიელი ფეხბურთელი 4 ივლისს “პსჟ”-ს სავარჯიშო ბაზაზე არ გამოცხადდება.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 24 ივნისი


ბაკაიოკომ “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს

Evening Standard-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “მონაკოს” ვარსკვლავი, ბაკაიოკო ლონდონის “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას გაივლის.

გავრცელებული ინფორმაციის ცნობით, “არისტოკრატები” ბაკაიოკოს 5-წლიან კონტრაქტს, “მონაკოს” კი 35.1 მილიონ ფუნტს სთავაზობენ ამ ტრანსფერის სანაცვლოდ. ბაკაიოკოს მოსვლა კი, სავარაუდოდ ნემანია მატიჩის “მანჩესტერ იუნაიტედში” წასვლას ნიშნავს.


“პსჟ” აგუეროს ტრანსფერში 60 მილიონს იხდის

“პარი სენ-ჟერმენი” მზადაა, 60 მილიონი ფუნტი შესთავაზოს “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებს სერხიო აგუეროს ტრანსფერის სანაცვლოდ. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Times ავრცელებს.

როგორც იცით, ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, ლიგა 1-ის გრანდი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს გუნდის გასაძლიერებლად და მომავალ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვისაც იბრძოლოს.


“მანჩესტერ იუნაიტედი” რენატუ სანჩესს უახლოვდება

The Sun-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები პორტუგალიელი ვარსკვლავის, რენატუ სანჩესის ტრანსფერს კიდევ ერტი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.

როგორც იცით, ბავარიელებმა ახლახან დაიმატეს კორენტინ ტოლისო “ლიონიდან”, თანაც საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ, რაც დიდი ალბათობით, რენატუ სანჩესს სათამაშო დროს შეუმცირებს, პორტუგალიელს კი ეს ნამდვილად არ მოსწონს.

ჟოზე მოურინიო თანამემამულის დამატებას 23 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ აპირებს.


ვერატი პარიზულ გრანდს ულტიმატუმს უყენებს

“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველი, მარკო ვერატი კლუბის ხელმძღვანელებს ულტიმატუმს უყენებს – ის დიდ ტრანსფერებს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუნდის დატოვებით იმუქრება.

“გადაწყვეტილი არაფერია, მინდა ვნახო, შეძლებს თუ არა “პსჟ” ძლიერი გუნდის შეკვრას. ისინი ყოველ წელს ერთსა და იმავეს გვპირდებიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს,” – აცხადებს “ბარსელონას” სამიზნე.


“არსენალი” ლაკაზეტის სანაცვლოდ 44 მილიონს იხდის

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა ფრანგულ “ლიონთან” ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Guardian ადასტურებს.

ლონდონელები მზად არიან ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ 44 მილიონი ფუნტი გადაუხადონ “ლიონს”.

ნეიმარი: “ვერატის დიდი სიამოვნებით მივიღებდი “ბარსელონაში”

“ბარსელონას” ბრაზილიელმა შემტევმა, ნეიმარმა აღიარა, რომ “პარი სენ-ჟერმენისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველის, მარკო ვერატის მხარდამხარ სურს “ბარსელონაში” თამაში.

“ვერატი? დიდი სიამოვნებით მივიღებდი მას “ბარსელონაში”. ვერატი დიდებული შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია,” – განაცხადა მან Sport-თან საუბრისას.

“მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ “ბარსელონაში”, ჩვენთან ერთად ითამაშოს. თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი მას გაშლილი ხელებით დახვდება,” – დაამატა ბრაზილიელმა.

მარკო ვერატიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

ევროპული გრანდების იტალიელი სამიზნე, მარკო ვერატი აცხადებს, რომ “პარი სენ-ჟერმენში” თავს ბედნიერად გრძნობს და “ბარსელონას” ინტერესის მიუხედავად, “პარკ დე ფრენსის” დატოვებას არ აპირებს.

“გადაწყვეტილება კლუბმა უნდა მიიღოს. ვფიქრობ, აქ დავრჩები, მომავალ სეზონშიც აქ ვითამაშებ. შემდეგ კი მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით და ვისაუბრებთ.

კონტრაქტის ამოწურვამდე ოთხი წელია დარჩენილი და წასვლის სურვილიც არ მაქვს. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, კმაყოფილი ვარ ასეთი პროექტის ნაწილი რომ ვარ.

“პარი სენ-ჟერმენის” მაისურით მოპოვებული გამარჯვება გაცილებით უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ნებისმიერი სხვა კლუბის მაისურით, რადგანაც აქ 5 წელი დავყავი და ეს გუნდი ჩემი ნაწილი გახდა,” – აცხადებს იტალიელი ნახევარმცველი.