კამბიასო: “მილანურ დერბის “ინტერი” მოიგებს”

მილანის “ინტერის” ყოფილმა ნახევარმცველმა მოახლოებული “დერბი დელა მადონინას” შესახებ ისაუბრა.

“ჩემი პროგნოზი? რაღაც მომენტში “მილანს” გარისკვა მოუწევს, ამიტომ, მგონია, რომ “ინტერი” მოიგებს.
თუ სეზონს მთლიანობაში განვიხილავთ, ვფიქრობ, რომ დერბიში თამაში “როსონერის” უფრო გაუჭირდება. “ინტერი” გაცილებით თანმიმდევრული და დაბალანსებულია, რომელსაც სათავეში შეუდრეკელი მწვრთნელი ჰყავს.
ახლა “მილანზე” უფრო დიდია ზეწოლა. გუნდი ბოლოს ჩატარებულ დერბიში დამარცხდა და სატურნირო ცხრილშიც უფრო ქვემოთ იმყოფება. “როსონერი” უფრო შორს დგას დასახულ მიზნამდე, ვიდრე “ინტერი”, – აღნიშნა კამბიასომ.

მატჩი “მილანსა” და “ინტერს” შორის კვირას, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

 

კამბიასო “ოლიმპიაკოსში” ითამაშებს

არგენტინელი ნახევარმცველი ესტებან კამბიასო კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. 35 წლის ფეხბურთელი პირეოსის “ოლიმპიაკოსს” შეუერთდა.

ბერძნული მედიის ცნობით, კამბიასომ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასო მანამდე ინგლისურ “ლესტერ სიტიში” თამაშობდა. მან გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ამის მიუხედავად, არგენტინელმა ნახევარმცველმა “ლესტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასო 2004-დან 2014 წლამდე მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 315 მატჩში 41 გოლი გაიტანა. იგი მანამდე მადრიდის “რეალში”, “რივერ პლეიტსა” და “ინდეპენდიენტეში” თამაშობდა.

 

კამბიასო ინგლისის პრემიერლიგას უახლოვდება

ესტებან კამბიასომ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ 34 წლის არგენტინელი ნახევარმცველი “ლესტერ სიტის” უახლოვდება. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, შემდგომ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობით.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასოს მილანის “ინტერთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

“ლესტერმა” გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფი მოიგო და წელს პრემიელრიგაში ითამაშებს.

 

„გადაჭრით ვამბობ, კამბიასო კარიერას აშშ-ში გააგრძელებს“

არ არის გამორიცხული, მილანის „ინტერის“ ვეტერანმა ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელოს.

ამის შესახებ „რივერ პლეიტის“ პრეზიდენტმა როდოლფო დონოფრიომ განაცხადა. სხვათა შორის, დონოფრიო კამბიასოს „რივერში“ გადასვლის წინააღმდეგიც არ არის.

„მე მისი ჩვენს გუნდში დაბრუნებ მსურდა, თუმცა შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ესტებანი „ინტერის“ დატოვების შემდეგ კარიერას აშშ-ში გააგრძელებს“, – დონოფრიოს სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ცნობისათვის, 33 წლის არგენტინელ ნახევარმცველს „ნერიაძურისთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის პირველ ივლისს ეწურება

ბექა დოგრაშვილი

ძანეტი, მილიტო და კამბიასო სეზონის ბოლოს „ინტერს“ დატოვებენ?

Football Italia-ის ცნობით, არ არის გამორცხული, მიმდინარე სეზონის ბოლოს მილანის „ინტერი“ ერთბაშად სამმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დატოვოს. საუბარია ხავიერ ძანეტიზე, ესტებან კამბიასოსა და დიეგო მილიტოზე.

კლუბის ახალი მფლობელი ერკ თოჰირი გუნდის რეორგანიზაციას გეგმავს, რასაც შესაძლოა, აღნიშნული მოთამაშეები შეეწირნონ.

40 წლის ძანეტი, რომელიც „ინტერის“ ღირსებას 1995 წლიდან იცავს, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას „ნერიაძურის“ კაპიტანი ზაფხულში აპირებს. 34 წლის მილიტოს „ინტერთან“ მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისის თვეში ეწურება, ახალ შრომით ხელშეკრულებას კი ჯერჯერობით არ სთავაზობენ. რაც შეეხება კამბიასოს, ის შესაძლებელია, დარჩეს კლუბში, თუმც ხელფასი გაუნახევრდება. ამ დროისთვის, მას ჯამაგირის სახით წელიწადში 4,5 მილიონი ევრო აქვს.

ბექა დოგრაშვილი