კამბიასო “ოლიმპიაკოსში” ითამაშებს

არგენტინელი ნახევარმცველი ესტებან კამბიასო კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. 35 წლის ფეხბურთელი პირეოსის “ოლიმპიაკოსს” შეუერთდა.

ბერძნული მედიის ცნობით, კამბიასომ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასო მანამდე ინგლისურ “ლესტერ სიტიში” თამაშობდა. მან გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ამის მიუხედავად, არგენტინელმა ნახევარმცველმა “ლესტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასო 2004-დან 2014 წლამდე მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 315 მატჩში 41 გოლი გაიტანა. იგი მანამდე მადრიდის “რეალში”, “რივერ პლეიტსა” და “ინდეპენდიენტეში” თამაშობდა.

 

ჯო ჰარტმა კამბიასოს დარტყმა მოუწონა (ვიდეო)

13 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლესტერსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ შეხვედრაში ესტებან კამბიასომ საჯარიმო შეასრულა, რომელიც ჯო ჰარტმა მოიწონა.

კამბიასო „ლესტერ სიტიში“ გადავიდა

არგენტინელი ნახევარმცველი ესტებან კამბიასო ოფიციალურად „ლესტერ სიტის“ მოთამაშე გახდა.

ინგლისის პრემიერლიგის მონაწილეს სამხრეთ ამერიკელი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის მოთამაშემ „ლესტერში“ გადასვლა იუარა, თუმცა, საბოლოოდ, როგორც ჩანს, თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.

2004 წლიდან ესტებანი „ინტერის“ შემადგენლობაში გამოდიოდა. „ნერაძურის“ რიგებში 2010 წელს მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გარდა ამისა, მილანურ კლუბთან ერთად ხუთჯერ იტალიის ჩემპიონი და ოთხჯერ იტალიის სუპერთასის მფლობელი გახდა.

კამბიასო ინგლისის პრემიერლიგას უახლოვდება

ესტებან კამბიასომ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ 34 წლის არგენტინელი ნახევარმცველი “ლესტერ სიტის” უახლოვდება. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, შემდგომ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობით.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასოს მილანის “ინტერთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

“ლესტერმა” გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფი მოიგო და წელს პრემიელრიგაში ითამაშებს.

 

კამბიასო და მილიტო „ინტერს“ დატოვებენ

„ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ განაცხადა, რომ ნახევარმცველი ესტებან კამბიასო და ფორვარდი დიეგო მილიტო კლუბს დატოვებენ.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, კამბიასოს ახალი კონტრაქტი არ შევთავაზოთ. რაც შეეხება მილიტოს, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ცვლილებების დრო დადგა.

იმედია, ორივე მოთამაშე ხვალინდელ მატჩში სათანადოდ გამოვა და კლუბში თავის უკანასკვნელ მატჩს ღირსეულად ჩაატარებს“, – განაცხადა აუზილიომ.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელს „ნერაძურისთან“ კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„გადაჭრით ვამბობ, კამბიასო კარიერას აშშ-ში გააგრძელებს“

არ არის გამორიცხული, მილანის „ინტერის“ ვეტერანმა ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელოს.

ამის შესახებ „რივერ პლეიტის“ პრეზიდენტმა როდოლფო დონოფრიომ განაცხადა. სხვათა შორის, დონოფრიო კამბიასოს „რივერში“ გადასვლის წინააღმდეგიც არ არის.

„მე მისი ჩვენს გუნდში დაბრუნებ მსურდა, თუმცა შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ესტებანი „ინტერის“ დატოვების შემდეგ კარიერას აშშ-ში გააგრძელებს“, – დონოფრიოს სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ცნობისათვის, 33 წლის არგენტინელ ნახევარმცველს „ნერიაძურისთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის პირველ ივლისს ეწურება

ბექა დოგრაშვილი

ძანეტი, მილიტო და კამბიასო სეზონის ბოლოს „ინტერს“ დატოვებენ?

Football Italia-ის ცნობით, არ არის გამორცხული, მიმდინარე სეზონის ბოლოს მილანის „ინტერი“ ერთბაშად სამმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დატოვოს. საუბარია ხავიერ ძანეტიზე, ესტებან კამბიასოსა და დიეგო მილიტოზე.

კლუბის ახალი მფლობელი ერკ თოჰირი გუნდის რეორგანიზაციას გეგმავს, რასაც შესაძლოა, აღნიშნული მოთამაშეები შეეწირნონ.

40 წლის ძანეტი, რომელიც „ინტერის“ ღირსებას 1995 წლიდან იცავს, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას „ნერიაძურის“ კაპიტანი ზაფხულში აპირებს. 34 წლის მილიტოს „ინტერთან“ მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისის თვეში ეწურება, ახალ შრომით ხელშეკრულებას კი ჯერჯერობით არ სთავაზობენ. რაც შეეხება კამბიასოს, ის შესაძლებელია, დარჩეს კლუბში, თუმც ხელფასი გაუნახევრდება. ამ დროისთვის, მას ჯამაგირის სახით წელიწადში 4,5 მილიონი ევრო აქვს.

ბექა დოგრაშვილი