რა გააკეთა ირანის ჩემპიონატში ერთ-ერთმა ფეხბურთელმა

ირანის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში ფეხბურთელმა თამაშის თავის თავზე აღება სცადა, რაც არ გამოუვიდა.

ბოსნია & ჰერცეგოვინა — ირანი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოსნია & ჰერცეგოვინისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბალკანელთა თავდამსხმელი ედინ ჯეკო დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა

„მანჩესტერ სიტიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 84 წუთი დაჰყო, გააკეთა 25 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

ბოსნია და ჰერცეგოვინა – ირანი 3:1

ბოსნიის ნაკებმა ტურნირის უკანასკნელ შეხვედრაში ირანი დაამარცხა და 1/8-ფინალში გასვლის საშუალება არ მისცა.

ანგარიში 23-ე წუთზე ედინ ჯეკომ გახსნა. 59-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა ბოსნიელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

მატჩის მიწურულს გუნდებმა გოლები გაცვალეს. 82-ე წუთზე სხვაობა ღუჩანეჯადმა შეამცირა. თუმცა ზუსტად ერთ წუთში ვრშაევიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

პრევიუ: ბოსნია და ჰერცეგოვინა – ირანი

ბოსნიამ ორი მარცხის შემდეგ პლეი-ოფში თამაშის შანსი დაკარგა. ირანს კი, გამარჯვების შეთხვევაში მცირე იმედი უჩნდება. 

ბოსნიაში ფეხბურთის განვითარების ლოგიკური შედეგი იყო ადგილობრივი გუნდის მუნდიალზე მოხვედრა. რამდენიმე მწვრთნელის თავკაცობით ბოსნიას ყოველთვის ერთი ნაბიჯი აკლდებოდა ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ. სუშიჩმა კი ეს მოახერხა და უკვე ჯგუფურ ეტაპზე აღმოჩენილს გაცილებით მეტის მიღწევის სურვილიც გაუჩნდა. მაგრამ, პირველ ჯერზე პლეი-ოფში გასვლა ბოსნიამ ვერ შესძლო.

საკვალიფიკაცია მატჩების დროს ბოსნიელები 4-4-2-ით თამაშობდნენ და აქცენტს შემტევს ფეხბურთზე აკეთებდნენ. თუმცა, მუნდიალისთვის სუშიჩმა ამ ტაქტიკაზე უარი თქვა და ჯეკოს პარტნიორი იბიშევიჩი სათადარიგო სკამზე დასვა. ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ჩანაფიქრმა არ გაამართლა.

კარლუშ კეირუში კი პირიქით მოიქცა და ტაქტიკის შეცვლა არ დაიწყო. ირანმა პორტუგალიელი სპეციალისტისთვის დამახასიათებელი დაცვითი ფეხბურთი ითამაშა ორივე მატჩში და ბოლო ტურის წინ მცირე შანიც შეინარჩუნა.

ბოსნია და ჰერცეგოვია – ირანი

სავარაუდო შემადგენლობები:

ბოსნია და ჰერცეგოვინა: ბეგოიჩი – მუიჯა, შუნიჩი, სპაჰიჩი, ლულიჩი – ბეშიჩი, ბედუნიანინი, პიანიჩი – მისიმოვიჩი – ჯეკო, იბიშევიჩი.

ირანი: ჰაგიგი – მონტაზერი, სადიღი, ჰოსეინი, ფოოლადი – თეიმურიანი, ნეკუნამი – ჰეიდარი, ჰაისაფი, დეჟაგა – ღუჩანეჯადი. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Bosnia_Iran_GEO

მესის სამქუალიანი

არგენტინის ნაკრებმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შესძლო ირანის დამარცხება. 

არგენტინელებმა მეორე მატჩშიც ვერ შესძლეს დამაჯერებელი და ლამაზი ფეხბურთის ჩვენება, თუმცა კვლავ სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

ამ ფორმაციის ნიგერიის ნაკრები საკუთარ არც თუ ისე ძლიერ კონფერაციის მატჩშებშიც კი დაცვიდან თამაშობდა და არც არგეტინელებისთვის უდნა ყოფილიყო მოულოდნელი მათი დაცვითი სტილი.

ალბისელესტემ ბურთზე კონტროლი საკამაოდ იოლად მოიპოვა. შესაძლოა, ამ ფაქტორმა ისინი მოადუნა კიდეც. არგენიტინას შეტევის დასაწყისში არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდებოდა. ირანელები მოედნის ცენტრთან თუ შეხვდებოდნენ მეტოქეს. ასეთ თამაშში მესის და კომპანიას სისწრაფე და მობილურობა მოეთხოვებოდა, რაც გუშინდელ შეხვედრაში არ იყო.

არგენტინელები ხვდებოდნენ, რომ აქცენტი სხვა რამეზე იყო გადასატან და მეტოქეს ხიფათს სტანდარტებიდან უქმნიდნენ, სადაც ფერნანდესი, გარაი და როხო აქტიურობდნენ. სწორედ ამ უკანასკნელ ჰქონდა შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი, თუმცა ირანელთა გოლკიპერმა, რომელმაც საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა, არგენტინელს გატანის საშუალება არ მისცა.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა. არგენტინა კიდევ უფრო მეტად გაიხსნა, რამაც მატჩის ბოლოს ირანელებს კონტრშეტევების საშუალება მისცა, თუმცა დაღლილობამ და რომეროს კარგმა თამაშმა არგენტინელები სირცხვილისგან იხსნა.

და ბოლოს, როდესაც ნულოვან ფრეს ყველა შეეგუა, არგენტინას სიხარული ლეო მესიმ მოუტანა. კაპიტანმა მეტოქე მოატყუა, დაზღვევაზე მომავალ ფეხბურთელს დაასწრო და საჯარიმოს გარედან დაბალ კუთხეში გაისროლა – 1:0.

არგენტინა 1-0 ირანი

გოლი: მესი 90+1

 

მესი: „უკეთ თამაში გვმართებს“

არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირანის ნაკრების წინაარმდეგ გამართულ მატჩში (1:0) საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

„პირველ ადგილზე ვართ, თუმცა გვესმის, რომ გუნდის თამაში მის შესაძლებლობებს არ შეესაბამება. ირანმა თავი კარგად დაიცვა, ნაკლები თავისუფალი სივრცე მოგვცა, თუმც საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ, მაგრამ უკეთ თამაში გვმართებს“, – აღნიშნა ლეო მესიმ.

 

წინდახედული ირანელი ფეხბურთელი, რომელმაც მესის მაისური მატჩის დაწყების წინ სთხოვა

21 ივნისს, არგენტინისა და ირანის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის (1:0) დაწყების წინ საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა.

ირანელთა კაპიტანი საკმაოდ წინდახედული აღმოჩნდა და მან მესის პირობა დაადებინა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, მის მაისურს მიიღებდა.

მესიმ არგენტინას მოაგებინა

დაძაბული გამოდგა არგენტინის და ირანის ნაკრების შეხვედრა. აშკარა ფავორიტებს დაცვაში კარგად მოთამაშე ირანთან გამარჯვების მოპოვება გაუჭირდათ.

არგენტინელები მესიმ გადაარჩინა, რომელმაც შედეგიანი დარტყმა 91-ე წუთზე შეასრულა და საკუთარ გუნდს მეორე გამარჯვება მოუტანა.

არგენტინა — ირანი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ალეხანდრო საბელიას გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ალბისელესტეს“ ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორია.

ლეო მესიმ მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 49 გადაცემა და კარში 6-ჯერ დაარტყა.

 

პრევიუ: არგენტინა – ირანი

არგენტინის ნაკრები ბოსნიელების დამარცხების შემდეგ ირანის წინააღმდეგობის დაძლევას ეცდება. 

არგენტინის ნაკრებთან დაკავშირებით პირველი მატჩის შემდეგ საკმაოდ ბევრი კითხვა ისმოდა. საბელა გუნდი მხოლოდ 5-3-2-იდან 4-3-3-ზე გადასვლის შემდეგ ათამაშდა და ბოსნიელებთა ძლევა მოახერხა. საბელას სასტარტო ტაქტიკა მთელმა არგენტინამ გააკრიტიკა. დღევანდელ მატჩზე შემადგენლობის დაყენებისას არგენტინელები ბოსნიასთან მეორე ტაიმს დაეყრდნობიან.

ირანელებმა პირველ შეხვედრაში საკუთარი ამოცანები ბოლომდე შეასრულეს. კეირუშის გუნდი აქცეტს დაცვაზე აკეთებს, რაც ნიგერიასთან კარგად გამოუვიდათ. კეირუში მეტოქის შესწავლით არის ცნობილი. ასე რომ, არგენტინა იოლ გასეირნებას არ უნდა ელოდოს.

სავარაუდო შემადგენლობები: 

არგენტინა: რომერო – საბალეტა, ფერნანდედსი, გარაი, როხო – მასკერანო, გაგო, დი მარია – აგუერო, მესი იგუაინი. 

ირანი: ჰაღიღი – მონტაზერი, სადეღი, ჰოსეინი, ფოოლადი – თეიმურიანი, ნეკუნამი – ჰეიდარი, ჰაისაფი, დეჟაგა – გუჩანეჯადი. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Argentina_Iran_GEO

 

ირანი — ნიგერია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირანისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის გმირი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ოფიციალურად შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ნიგერიელთა ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი დასახელდა

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 94 გადაცემა და კარში დაარტყა 1-ელ.

 

ირანი და ნიგერია უგოლოდ დაშორდნენ

F ჯგუფის მეორე შეხვადრა ირანის და ნიგერიის ნაკრებებს შორის შედგა. მატჩი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და გატანილი ქულებით დასრულდა.

ფრე ორივე გუნდისთვის ცუდი შედეგია. შემდეგ ეტაპზე გასვლა ნიგერიელებისთვის და განსაკუთრებით ირანელებისთვის საკმაოდ რთული იქნება.