“ნაპოლიში” კლაუდიო ბრავოს პეპე რეინას შემცვლელად განიხილავენ

“მანჩესტერ სიტის” კარის დარაჯმა, კლაუდიო ბრავომ, შესაძლოა, კარიერა “ნაპოლის” რიგებში გააგრძელოს. ამ ინფორმაციას ბრიტანულ ცნობებზე დაყრდნობით Radio Crc ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, იტალიურ კლუბში ჩილელ მეკარეს ხოსე რეინას შემცვლელის მთავარ ვარიანტად განიხილავენ. როგორც იცით, პეპე რეინა “როსონერის” რიგებში აპირებს გადაბარგებას.

გეტყვით იმასაც, რომ ბრავოს “მილანში” გადასვლის მთავარი განმაპირობელი ფაქტორი მისი მაღალი ხელფასი უნდა გახდეს.

“მანჩესტერ სიტი” კლაუდიო ბრავოს ყიდის

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული გეგმების მიხედვით, “ქალაქელებისა” და კლაუდიო ბრავოს გზები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უნდა გაიყოს.

მართალია, პეპ გვარდიოლას ჯერ კიდევ გააჩნია სიმპატიები 34 წლის ჩილელი მეკარის მიმართ, 35-მილიონიანი ედერსონ მორაეშის ტრანსფერი “ბენფიკადან” ბრავოს ტრანსფერს თითქმის გარდაუვალს ხდის.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ბოლო ცნობების მიხედვით, კლაუდიო ბრავოს გადაბირების მთავარი კანდიდატი ფრანგული “ლილია”, რომელსაც სათავეში მარსელო ბიელსა უდგას.

Daily Mail-ის ცნობით, ფრანგები მზად არიან, ჩილელი მეკარე არენდის წესითაც ინათხოვრონ.

“მანჩესტერ სიტის” ექს-ფეხბურთელი: “ბრავოს ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროება”

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი მეკარე, ენდი დიბლი თვლის, რომ კლაუდიო ბრავოს ბოლოდროინდელი ჩავარდნები ფსიქოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული და ჩილელს ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროება.

“ინგლისურ ფეხბურთში ტემპი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ლა ლიგაში. ის სწორედ ახლა აანალიზებს, თუ რამდენად მოსაწყენი და მარტოსულია ჩვენი პოზიცია – ამიტომაც ესაჭიროება მას ახლა დახმარება.

გვარდიოლა მას ხშირად უნდა ესაუბრებოდეს, ისევე როგორც მათი მეკარეების მწვრთნელი. ამ ადამიანებმა სპეციალური სამოქმედო გეგმა უნდა შექმნან.

ბრავომ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ცუდი არ იქნება, თუ ისინი ფსიქოლოგსაც მიმართავდნენ.” – განაცხადა ენდიმ.

მანუელ პელეგრინიმ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” ექს-თავკაცს, მანუელ პელეგრინის თუ დავუჯერებთ, ამ დროისთვის კლაუდიო ბრავო მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.

შეგახსენებთ, რომ ჩილელი მეკარე “ეტიჰად სტედიუმზე” აგვისტოში, მას შემდეგ გადაბარგდა, რაც კლუბი პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა. მისი ტრანსფერი “ქალაქელებს” 17 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

“საქმე ის არაა, რომ ინგლისურმა პრესამ ბრავო ამოიღო მიზანში – ისინი მთელ მსოფლიოს უკმეხად მოიხსენიებენ, ეს არაფერი. თანაც, ბრავომ ჰარტი ჩაანაცვლა, რომელიც ინგლისის ნაკრებში თამაშობდა.

მაგრამ ფაქტია, რომ ბრავო მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, სწორედ ამიტომაც მოახერხა მან “რეალ სოსიედადიდან” “ბარსელონაში”, შემდეგ კი “სიტიში” გადასვლა.”

ნოლიტო: “წითელმა ბარათმა ბრავო ძალიან გააცხარა”

“მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელმა და “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ნოლიტომ გუშინდელ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ბრიტანული გუნდი “ბლაუგრანასთან” მატჩში განადგურდა (4-0).

“ვფიქრობ, ანგარიში ცოტათი გაზვიადებულად ასახავს მატჩის შინაარს. არც ისე ცუდად ვითამაშეთ. ბრავოს მოედნიდან გაძევების შემდეგ… მაგრამ ფეხბურთში ასეთი რაღაცეები ხდება და ჩვენც უნდა დავივიწყოთ ეს. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა.

მატჩის პირველ ნახევარში მათ უბურთოდ დატოვებას ვცდილობდით, რაც გამოგვივიდა კიდეც. “ბარსას” მეკარემ ორი თუ სამი დიდებული სეივი განახორციელა. მაგრამ ესეც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. შემდეგ კი საუბედუროდ უპატიებელი შეცდომა დავუშვით. ეს უნდა დავივიწყოთ.

ალბათ ის ახლა ძალიან გაბრაზებულია მოედნიდან გაძევების გამო. თუმცა ვარჯიშზე მაქსიმალურად ვეცდებით, თავი უკეთ ვაგრძნობინოთ. გუნდმა პროგრესირება უნდა განაგრძოს.”

სოციალური ქსელი: ბრავო უპატიებელ შეცდომას უშვებს, გულშემატკივრები ჯო ჰარტს შეჰნატრიან

“მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში, რომელიც მოულოდნელი შედეგით დასრულდა, გარდამტეხი მომენტი გვარდიოლას მიერ მოყვანილი მეკარის, კლაუდიო ბრავოს მიერ დაშვებულმა შეცდომამ ითამაშა, რომლის გამოც ბრიტანელები 10 კაცით დარჩნენ მოედანზე.

სოციალურ ქსელში კი ბრავოს ამ მოქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა: გულშემატკივრებმა ჯო ჰარტი გაიხსენეს, რომელიც გუნდიდან პეპმა მოკვეთა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ფეხით ცუდი თამაში იყო.


გთავაზობთ გამორჩეულ “ტვიტებს”:

“სადღაც ტურინში ქერა კაცი დგას და თავისთვის იცინის…”

“გესმით ეს ხმა? ეს ჯო ჰარტია, ტურინში ხმამაღლა რომ იცინის.”

“2050 წლის გამოცდის კითხვა: რომელმა მოვლენამ იმოქმედა უფრო მძიმედ ინგლისზე, სუეცის კრიზისმა თუ ჯო ჰარტის ტურინში განათხოვრებამ”

კლაუდიო ბრავომ “ბარსელონას” დატოვების მიზეზებზე ისაუბრა

“მანჩესტერ სიტის” ჩილელმა მეკარემ, კლაუდიო ბრავომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რომლის თანახმადაც მას “ბარსელონას” ხელმძღვანელებთან პრობლემები ჰქონდა. მისი თქმით, “სიტიში” ის მხოლოდ იმიტომ გადავიდა, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა აეცილებინა თავიდან.

“ბარსაში” პირველი ნომერად არა მე, არამედ ტერ შტეგენი ითვლებოდა.

კლუბმა კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა, მაგრამ მათი გეგმებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ამ წინადადებაზე უარი მეთქვა. მე მათ ჩემი პოზიცია გავუმხილე – მე არ მინდოდა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.

“ბარსელონაში” ყოფნისას, ყოველთვის ვცდილობდი, რომ თავი მაქსიმალურად წარმომეჩინა. გულშემატკივრებისაგან კი უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი.”

Marca: “მანჩესტერ სიტიმ” “ბარსელონასთან” ბრავოს ტრანსფერი შეათანხმა

ესპანური ტაბლოიდის, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას “სიტიმ” თავის ყოფილ კლუბთან, “ბარსელონასთან” კლაუდიო ბრავოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ “ეტიჰადზე” ახალი მეკარის გამოჩენა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პეპ გვარდიოლამ ჯო ჰარტი დააქვეითა – “სანდერლენდთან” მატჩი არა მზადყოფნაში მყოფმა ჰარტმა, არამედ კაბალიერომ დაიწყო, რომელიც სათადარიგო მეკარედ მოისაზრებოდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სანამ “სიტი” ჩილელ მეკარეზე გადაერთვებოდა, “ქალაქელებმა” მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გადაბირებაც სცადეს, თუმცა კატალონიელებმა ინგლისელებს კარი უმალვე უარით მოუხურეს.

რაც შეეხება ბრავოს ტრანსფერის ფასს, ესპანური გამოცემის ცნობით, საქმე დაახლოებით 16 მილიონ ევროსთან გვაქვს.

“ბარსელონა” მეკარეების წასვლის წინააღმდეგია

“ბარსელონას” არანაირი სურვილი არ აქვს, რომ კლუბი ან მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, ან კლაუდიო ბრავომ დატოვოს ამ ზაფხულში. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ტერ შტეგენი მხოლოდ სათასო დაპირისპირებებში იღებდა მონაწილეობას, მაშინ როცა ბრავო ლა ლიგაში თამაშობდა.

“ყველაფერს გავაკეთებ, რაც ორივე მათგანის (ბრავოსა და ტერ შტეგენის) დასარჩენად იქნება საჭირო. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ორივეს შეუძლია ჩვენთან ერთად ყოფნა.

ხალხი ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ფაქტია, რომ ექსტრაორდინარული მეკარეები გვყავს, რომლებსაც ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს.”

ბრავომ რონალდუს სასწაულებრივი ბურთი მოუხსნა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე მადრიდის “რეალი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს თავური დარტყმით გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა კატალონიელთა კიპერმა კლაუდიო ბრავომ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

 

ბრავო, შესაძლოა, მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდეს

„ბარსელონას“ მეკარის კლაუდიო ბრავოს დროზე ადრე გამოჯანმრთელების ალბათობა უფრო მაღალი გახდა.

ამჟამად მეკარე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსის გავლას აგრძელებს. როგორც Football-Espana წერს, გამორიცხული არ არის, ბრავომ „სევილიასთან“ პრიმერა დივიზიონის მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს.

ცნობისთვის, კატალონიელები სევილიელებს სამ ოქტომბერს შეხვდებიან.

ბრავო: “კოპა ამერიკის მოგებაზე ყოველთვის ვოცნებობდი”

ჩილეს მეკარე, კლაუდიო ბრავო კოპა ამერიკის მოგებით აღფრთოვანებულია.

კლაუდიო ბრავო მოხარულია, რომ მის პირად კარიერას შემატა ისეთი ჯილდო, როგორიც კოპა ამერიკაა.

“ყოველთვის მსურდა ამ თასის მოგება. ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. მეტოქეს გამარჯვების არანაირი შანსი არ დავუტოვეთ. ეს წარმატება ყველა ჩილელს ეძღვნება”.

“ლა როხამ” გასულ წელს ბრაზილიაში კრახი განიცადა. ისინი პენალტების სერიაში მასპინძელთან გამოვარდნენ. ბრავოს ეს მატჩი მწარედ ახსოვს.

“გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატიდან გადმოგვყვა. ჩემს თანაგუნდელებს ვუთხარი, თუ არგენტინა ორ პენალტს ვერ გაიტანს, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთთქო,”-დაასრულა “ბარსელონამ” კიპერმა.