ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრას ლონდონი მასპინძლობს. ადგილობრივი “ჩელსი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.
ZEZO ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.
ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრას ლონდონი მასპინძლობს. ადგილობრივი “ჩელსი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.
ZEZO ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.
ჩემპიონთა ლიგას ბოლო ოთხ სეზონში ესპანელები იგებენ. 2014 წელს მადრიდის “რეალის” გამარჯვების შემდეგ, კატალონიელებმა გამოიჩნეს თავი და 2015 წელს მათ აღმართეს თასი. ამას მოჰყვა კვლავ “ბლანკოსის” გამარჯვება ზედიზედ ორჯერ. გამოდის, რომ უკვე ოთხი წელია ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასი ესპანეთში მიდის.
ამასთან დაკავშირებით Eurosport-ი გვთავაზობს კარიკატურას.
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეოცე ტრუში კატალონიის “ბარსელონამ” “რეალ ბეტისი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 5-0 დაამარცხა. დუბლები შეასრულეს ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ.
ზემოთ აღნიშნულთაგან პირველმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ადამიანებმა, ვინც დღეს სტადიონზ ემოვიდნენ, შესაძებლობა ჰქონდათ, ისტორიაში საუკეთსო ფეხბურთელის თამაში ეხილათ. ის განსაკუთრებულია. ლეო ყველა თამაშში დეტალებშა იდეალური. მასთან ერთად თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს და იმედი მაქვს, ამის საშუალება დიდ ხანს მექნება.”
“რაც შეეხება მთლიანად შეხვედრას, დიდი სამუშაო გავწიეთ და შედეგიც მივიღეტ.კმაყოფილი ვარ გუნდის გამოსვლით. ვფიქრობ, ასი პროცენტით შევასრულეთ დასახული ამოცანა. დდანარჩენს ჩვენი გულშემატკივარი შეაფასებს,” – ამბობს ლუისი.
კატალონიის “ბარსელონამ” და მილანის “ინტერმა” შეთანხმება მიაღწიეს რაფინიას თაობაზე. სეზონის დარჩენილ ნახევარს ბრაზილიელი იტალიურ გუნდში იჯარის წესით ითამაშებს.
თუ რაფინია “ინტერსის” ბოსებისთვის მოსაწონად ითამაშებს, მათ შეეძლებათ მოთამაშე 35 მილიონ ევროდ შეიძინონ. ხოლო, “ბარსასთვის” გადასახდელი ბონუსი სამაი მილიონი ევრო იქნება. ხოლო, ფეხბურთელსა და კლუბს შორის სამწელიწად-ნახევრიანი კონტრაქტი დაიდება.
აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელის ტრანსფერში დიდი როლი მისმა მამამ, მაზინიომ შეასრულა. სწორედ მან შეითავსა აგენტის ფუნქციები.
დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეცხრამეტე ტურის შეხვერდები შედგა.
სან სებასტიანში, “ანოეტაზე” კატალონიის “ბარსელონა” “რეალ სოსეიდადს” ესტუმრა. მასპინძლებმა დაპირისპირება აგრესიულად დაიწყეს და ორ გოლიც გაიტანეს: მეთერტმეტე წუთზე ვილიან ხოსემ ჩაბი პრიეტოს საგოლე გადაცემის შემდეგ შეძლო გატანა; ხოლო, 34-ე წუთზე ხუანმიმ სერხიო კანალესის დახმარებით აიღო მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარი. 39-ე წუთზე ლუის სუარესმა პაულინიოს გაატანინა.
მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე ურუგვაელმა მესის საგოლე გადაცემის შემდეგ ულამაზესი გოლი შეაგდო. ზუსტად, 21 წუთში თავდამსხმელმა დუბლის შესრულება შეძლო. საბოლოო წერილი კი 85-ე წუთზე ლიონელ მესიმ სტანდარტულიდან საოცარი გოლის გატანის შემდეგ დასვა. 4-2 “ბლაგურნას” სასარგებლოდ!
ამჟამად “ბარსელონას” 51 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზეა. “სოსიედადი” 23-ით მეთხუთმეტეა.
გუშინ კოპა დელ რეის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩები გაიმართა.
“კამპ ნოუზე” ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და ვიგოს “სელტა” დაუპირისპირდნენ. მე-13 და მე-15 წუთებზე ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა. ორივე შემთხვევაში მისი ასისტენტი ხორდი ალბა იყო. 18 წუთში მარცხენა მცველმა თავად გაიტანა გოლი. ამჯერად ამაში მას არგენტინელი სუპერვარსკვლავი დაეხმარა. 31-ე წუთზე ლუის სუარესმა მოახერხა თავის გამოჩენა.
მეორე ნახევარში ვიგოელების განადგურება გაგრძელდა და საბოლოოდ ივან რაკიტიჩის მიერ გატანილი მეხუთე გოლით დასრულდა. მას საგოლე გადაცემა უსმან დემბელემ გაუკეთა. საბოლოოდ, 5-0 და ორი მატჩის ჯამში 6-1! “ბარსა” 1/4 ფინალში ითამაშებს.
დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.
პრინციპული დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” ნახევარმცველი, მატეო კოვაჩიჩი ესაუბრა.
“პირველ ტაიმში მშვენივრად ვითამაშეთ. ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებები თითქმის ბოლომდე შევასრულეთ. თუმცა, მეორე ნახევარი მძიმედ დაიწყო. გოლი გავუშვით, ამას მოჰყვა დანის წითელი ბარათი და თამაშში დაბრუნება გაგვიჭრდა. ფეხბურთში რთული მომენტები არსებობს. ჩვენ ახლა ასეთში ვიმყოფებით, თუმცა გონს მალე უნდა მოვიდეთ. შესანიშნავი კოლექტივი ვართ, რომელსაც, რა თქმა უნდა, დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია,” – ამბობს მატეო.
23 დეკემბერს მადრიდის რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეცხრამეტე ტურში კატალონიის “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღებს.
“ელ კლასიკოს” წინ “ბლაგურნას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა.
“მატჩამდე სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ. ახლა არ შემიძლია გითხრათ, რას გრძნობენ ჩემი გუნდელები, როგორი ენთუზიაზმით არიან ისინი განწყობილნი. ეს მნიშვნელოვანი მატჩია და აზრი არ აქვს, რომელ ადგილზე იმყოფები. მთავარია, გავიდეთ მოედანზე და ჩვენს სტილს არ ვუღალატოთ. გვინდა, ლა ლიგის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.”
“წაგებული სუპერთასი? ის სხვა ტურნირი და სხვა დრო იყო. ახლა, უკეთეს კონდიციებში ვართ. წარუმატებელ ორმატჩიან დუელს შაბათს გასამართ დაპირისპირებასთან არაფერი აქვს საერთო. ეს სხვა გამოწვევაა და ღირსეულად უნდა მივიღოთ!” – აცხადებს ანდრესი.
კატალონიის “ბარსელონა” რომ ანტუან გრიზმანს შეტევის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს, ეს არავისთვისაა ახალი. თუმცა, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე აცხადებს, რომ ის ფრანგის გუნდში ყოლით ბედნიერია და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, საუკეთესო მოთამაშეების შესანარჩუნებლად.
“ატლეტიკოს” მესვეურები შესანიშნავად მუშაობენ. ისინი ხვდებიან, რა არის საუკეთესო კლუბისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ანტუანი ჩემი ფეხბურთელია. ჩემს ფიქრებს, მოლოდინებს, გეგმებს რეალობაზე ვაწყობ, ანუ იმაზე ვამყარებ იმედებს, რასაც ვხედავ. ხოლო, ახლა რეალობა ისაა, რომ ფრანგი გუნდის ნაწილია. იგი ძალიან ერთგულია!”
“გრიზმანი თავის გუნდელებს შესანიშნავად უგებს, როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში. ის ჩვენთვის დასაყრდენია. ვენდობი და მჯერა მისი,” – აცხადებს სიმეონე.
11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა. გაირკვა, რომ მადრიდის “რეალი” “პსჟ”-ს, ხოლო კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდება.
ომარ მომანი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზე ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა მოსისხლე მტრის ფეხბურთელის, კრიშიტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ასევე, მან საკუთარ თანაგუნდელზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე გააკეთა კომენტარი.
“რონალდუ უიღბლოა, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ხანაში მოუწია ასპარეზობა. მიუხედავად კრიშტიანოსადმი დიდი პატივისცემისა, ვიტყვი, რომ მესი უნიკალურია. თუმცა, პორტუგალიელს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშესთან უწევს პაექრობა, რაც მისთვის კონკურენციის თვალსაზრისით, კარგია. ის მუდამ მოტივირებულია.”
“გიკვირთ ტერ შტეგენის ასეთი პროგრესი? მისი სეივები სულაც არაა გამაკვირვებელი, რადგან გერმანელი ყოველ მომენტში ვითარდება. ის მსოფლიოს ყველაზე კარგ კიპერებს შორისაა. დიდი კომფორტია, როცა ზურგს ასეთი მეკარე გიმაგრებს,” – ამბობს ხორვატი.
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელს, ხავიერ მასკერანოს სათამაშო დრო ძალიან შეუმცირდა. არგენტინელს დაცვის ცენტრში ხშირად ვეღარ ვხედავთ, რადგან იქ პიკე-უმტიტის ტანდები დგას. ხოლო, მოედნის ცენტრში კი ის ბოლო წლებში იშვითაად თამაშობდა და, მით უმეტეს, ახლა, როცა ამ რგოლში დიდი კონკურენციაა, ვეტერანს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა.
მასკერანომ გუნდში თავის ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.
“ამაზე ლაპარაკი რამდენიმე ხნის წინ დავიწყე. დიახ, ისეთივე მიშვნელოვანი აღარ ვარ კლუბისთვის, როგორიც ადრე ვიყავი. თუმცა, ეს არავის ბრალია. ყველაფერი დრომ მოიტანა. გასულ წლებში გაცილებით უფრო მეტის გაკეთების საშუალება მეძლეოდა კლუბისთვის, ახლა კი ასე აღარაა. ამაში დამნაშავე არავინაა.”
“ბოლო თვეებში კუნთის თერთმეტი ტრავმა მქონდა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დავკარგე. აქამდე ასეთი რამ არასდროს დამმართნია. გადავწყვიტე, რომ რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებიდან წავალ,” – აცხადებს მასკერანო.