“რეალმა” ლა ლიგის ბოლო საშინაო მატჩში უმოტივაციო “სელტა” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანატნდერის 37-ე ტურში მადრიდის “რეალი” ვიგოს “სელტას” “სანტიაგო ბერნაბუეზე” დაუხვდა.

ანგარიში მე-13 წუთზე გარეთ ბეილმა გახსნა. ზუსტად 17 წუთში უელსელმა მეორე გოლიც შეაგდო.  ისკომ 32-ეზე სამამდე გაზარდა მადრიდელთა უპირატესობა. “რეალი” არც შემდეგ ტაიმში გაჩერდა. გოლი, არც მეტმა, არც ნაკლებმა, 19 წლის მარჯვენა მცველმა, აჩრაფ ჰაკიმიმ გაიტანა. ამის შემდეგ იყო სერხი გომესის ავტოგოლი. ხოლო, საბოლოო წერტილი ტონი კროოსმა დასვა (81 წთ.).

ამ გამარჯვების შემდეგ “რეალი” 72 ქულით მესამეა, ხოლო, “სელტა” ცხრილის შუა ნაწილში იმყოფება: მას 46 ქულა აქვს და მეცამეტე საფეხურზეა.

 

ზინედინ ზიდანის სამი შანსი, რათა ათწლიანი ტრადიცია არ დაარღვიოს

მადრიდის “რეალი” ამ სეზონში, ლა ლიგაში, ჯერჯერობით, არატრადიციულ შედეგს (მესამე ადგილი ცხრილში) რომ აფიქსირებს, ეს ფაქტია. საგულისხმოა, რომ ზინედინ ზიდანმა შესაძლოა, წელს კიდევ ერთი ტრადიცია დაარღვიოს.

საქმე იმაშია, რომ წინა ცხრა სეზონის მანძილზე, ლა ლიგის ერთ მატჩში მაინც ახალგაზრდული გუნდის მინიმუმ ერთმა მოთამაშემ იასპარეზა მთავარ გუნდში. შარშან, მაგალითად, ასეთი ტეხერო იყო. თუმცა, ახლა ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, “ზიზუს” აქვს სამი შეხვედრა (“სევილია”, “სელტა”, “ვილიარეალი”), რათა “კასტილიას” ერთ ფეხბურთელს მაინც მისცეს თამაშის შანსი.

გთავაზობთ, იმ მოთამაშეთა სიას, რომლებმაც ასეთი შესაძლებლობები გასულ ცხრა შემთხვევაში მიიღეს.

 

გვიდეტიმ “სელტა” “ალავესში” გაცვალა

ვიგოს “სელტას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჯონ გვიდეტი სეზონის ბოლომდე “ალავესის” ღირსების დაცვას შეეცდება. ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

როგორც იცით, ჯონ გვიდეტის ადგილი “სელტას” სასტარტო შემადგენლობაში მაქსი გომესმა დაიკავა. ეს უკანასკნელი გუნდში სწორედ გვიდეტის მიერ მიღებული ტრავმის გამო მიიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის შვედი ფეხბურთელი 2008-15 წლებში “მანჩესტერ სიტის” კუთვნილებაში იმყოფებოდა, თუმცა “ქალაქელთა” მაისურით ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ის “ბრომაპოიკარნაში”, “ბარნლიში”, “ფეიენოორდში”, “სტოკ სიტისა” და “სელტიკში” იყო განათხოვრებული.

“რეალმა” “სელტასთან” ქულები დაკარგა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეთვრამეტე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ვიგოს “სელტამ” მადრიდის “რეალი” მიიღო. ანგარიშის გახსნა 33-ე წუთზე დანიელ ვასმა მოახერხა. 31 წლის მოთამაშემ ეს იაგო ასპასის დახმარებით გააკეთა. თუმცა, 36-ე წუთზე გარეთ ბეილმა ტონი კროოსის პასის შემდეგ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 38-ეზე კი ისკოს საგოლე გადაცემით წინ გაიყვანა “ბლანკოსი”.

საინტერესოა, რომ 71-ე წუთზე კეილორ ნავასმა საჯარიმოში წაქცევის შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო და თერთმეტმეტრიანიც დაინიშნა. იგი იაგო ასპასმა ვერ გამოიყენა – კეილორმა ბურთი მოიგერია. “რეალი” ქულების დაკარგვას მაინც ვერ გადაურჩა. 82-ე წუთზე ვასის ჩაწოდების შემდეგ მაქსი ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოოდ, 2-2. “რეალი” ამჟამად 32 ქულით მეოთხეა, ხოლო “სელტა” 22 ქულით მეთოთხმეტე პოზიციას იკავებს.

ემრე მორი კარიერას ესპანურ კლუბში გააგრძელებს

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელი, ემრე მორი ამიერიდან ესპანური “სელტას” რიგებში ითამაშებს. ამ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც იცით, 20 წლის ფეხბურთელს საკმაოდ აქტიურად უკავშირებდნენ “ლივერპულსა” და “ევერტონს”, იყო საუბრები მის “ინტერში” განათხოვრებაზეც, მაგრამ მორმა არჩევანი ესპანეთზე გააკეთა.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “გუნდის შემტევი, ემრე მორი თავისი სურვილიდან გამომდინარე ტოვებს კლუბს და კარიერას “სელტაში” გააგრძელებს.

ფეხბურთელმა, რომელიც დანიაში აღიზარდა, თავად სთხოვა კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება, რადგანაც თვლის, რომ სხვა კლუბში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება, ვიდრე აქ.”

რაც შეეხებ ტრანსფერის ფასს, ის “სელტასთვის” სარეკორდო იქნება და მას 13 მილიონი ევრო განსაზღვრავს.

“რეალმა” “სელტა” დაამარცხა – ერთი ნაბიჯი ესპანეთის ჩემპიონობამდე (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ლა ლიგის გადადებული შეხვედრა შედგა. ვიგოს “სელტამ” მადრიდის “რეალი” მიიღო

შეხვედრა მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა. კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიშ მეათე წუთზე გახსნა, ხოლო 48-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

14 წუთში საკამათო ეპიზოდს ჰქონდა ადდგილი. “ბლანკოსსი” საჯარიმოში შესულ იაგო ასპასს სერხიო რამოსი დაეჯახა, ასპასი წაიქცა – მსაჯმა ეს უკანასკნელი სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათით “დააჯილდოვა” და მოედანი დაატოვებინა. ათკაციანმა “სელტამ” “რეალს” მაინც გაუტანა – 69-ეზე ჯონ გუიდეტიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. დაძაბულობა ბენზემას გოლით ერთ წუთში განიმუხტა. ხოლო, 88-ეზე ტონი კროოსმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. საბოლოოდ, 1-4.

ამ გამარჯვების შემდეგ “რეალს” 90 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილს იკავებს. იგგი სამი ქულით უსრებს “ბარსელონას”. შესაბამისად, სამეფო კლუბს ბოლო ტურში “მალაგასთან” ფრეც ჰყოფნით, რათა ჩემპიონები გახდნენ. “სელტა” 44 ქულით მეცამეტე პოზიციაზეა.

 

ნოლიტოსათვის “სელტას” კარი კვლავ ღიაა

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელს, ნოლიტოს დიდი სიამოვნებით მიიღებენ უკან, ვიგოს “სელტაში”, თუ ის ხელფასის შემცირებაზე თანხმობას განაცხადებს.

როგორც იცით, ესპანელი ფეხბურთელი ზაფხულში განხორციელებული 13.8 მილიონიანი ტრანსფერის “მსხვერპლი გახდა”. 30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “სიტის” მაისური 28-ჯერ მოირგო და მხოლოდ 9-ჯერ დაიწყო პრემიერ ლიგის მატჩი სასტარტოდან.

“რა თქმა უნდა, ნოლიტოს დაბრუნება შეუძლია. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ჩვენ მის ხელფასს ვერ გავწვდებით.

მას ფულის პრობლემა ნამდვილად არ აქვს. ის გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. ნოლიტოს დავუკავშირდით და მან ნათლად განგვიმარტა, რომ სეზონის ბოლომდე თავის მომავალზე ფიქრს არ აპირებს,” – აცხადებს ესპანური კლუბის პრეზიდენტი.

ოფიციალურად: იაგო ასპასმა “სელტასთან” გაახანგრძლივა

იაგო ასპასმა ესპანურ “სელტასთან” კონტრაქტის 2022 წლამდე გახანგრძლივებით საკუთარი მომავალი ვიგოურ კლუბს მომავალი 5 წლით დაუკავშირა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ასპასმა “სელტას” მაისურით მიმდინარე სეზონში 21 გოლის გატანა შეძლო და ამ დროისთვის ლა ლიგის ესპანელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (15).

29 წლის ასპასმა კარიერა სწორედ “სელტაში” დაიწყო და ესპანურ კლუბს 2015 წლის ივნისში დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც “ლივერპულში” საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ შეძლო.

ლა ლიგა: კროოსმა “რეალს” 3 ქულა მოუტანა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მეორე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში, მადრიდის “რეალი” შინ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანურ “სელტას” დაუპირისპირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩში ანგარიშის გახსნა ალვარო მორატამ მოახერხა, რომელმაც ლუკას ვასკესის დარტყმულს დაამატა.სტუმრებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს თუმცა, კროოსის გოლმა მატჩს წერტილი დაუსვა და “რეალს” გამარჯვება მოუტანა – 2:1.

ოფიციალურად: ნოლიტო “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობამ ვიგოს “სელტას” 29 წლის ესპანელი ფორვარდის, ნოლიტოს ტრანსფერის განხორციელება მოახერხა. რისთვისაც ინგლისელებმა 13.8 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ნოლიტომ, რომლის ნამდვილი სახელიც მანუელ აგუდო დურანი გახლავთ, “ბარსელონას” ყოფილ თავკაცთან, პეპ გვარდიოლასთან გაერთიანების პროცესი ესპანეთის ევრო 2016-დან გამოვარდნის შემდეგ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონაში” ყოფნისას სწორედ გვარდიოლამ მისცა მას დაწინაურების და სადებიუტო მატჩში მონაწილეობის მიღების შანსი. თუმცა მას უმეტეს შემთხვევაში “ბარსა ბ-ს” რიგებში უწევდა თამაში.

“ბარსელონადან” ის “ბენფიკაში” გადაბარგდა. 2013 წელს კი ესპანეთში, კერძოდ “სელტაში” დაბრუნდა, სადაც 103 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 39 გოლი გაიტანა.

ნოლიტო “მანჩესტერ სიტის” 9-ნომრიან მაისურს მოირგებს.

მარადონა: ” იქ რომ ვყოფილიყავი, მესის გავარტამდი”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ მისი თანამემამულის, ლეო მესის ქმედებაზე ისაუბრა, რომელმაც ლუის სუარესთან პენალტი გაათამაშა.

საუბარია “სელტასთან” გამართულ მატჩზე, რომელიც “ბარსამ” კომფორტული ანგარიშით მოიგო (6-1), თუმცა მთავარი ამ მატჩში მესის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც პირდაპირ დარტყმას სუარესისთვის პასის გაკეთება ამჯობინა.

მარადონამ მესი გააკრიტიკა და აღნიშნა: “მოედანზე რომ ვყოფილიყავი ბევრს გავარტყამდი ხელს. მნიშვნელობა არ აქვს ა,ბ,ც თუ დ დივიზიონში ხდება მსგავსი რამ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი იქ ყოფნით ბევრი დაზარალდებოდა.” – განაცხადა მარადონამ.

რა გაუკეთა “სელტას” ფეხბურთელმა ლუის სუარესს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გაუკეთა “სელტას” ფეხბურთელმა ლუის სუარესს გუშინდელ მატჩში.